fbpx

კრიტიკული აკადემია

არსებული სოციალური წესრიგი და გაბატონებული იდეოლოგიური სტრუქტურები ავიწროებს თავისუფალ სააზროვნო სივრცეს. უნივერსიტეტებსა თუ სასკოლო დაწესებულებებში არ მიმდინარეობს კრიტიკული ცოდნების წარმოება და გააზრება, რაც ხელს უშლის თავისუფალი სააზროვნო სივრცის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, სააზროვნო ველში არ მიმდინარეობს საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკულად გააზრება და შეფასება. ამასთან, სხვადასხვა აქტორების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული თუ არაფორმალური განათლების ფორმები ძირითადად ერთჯერად ხასიათს ატარებს და არათანმიმდევრულია. ამავდროულად, აღნიშნული აქტივობები ხასიათდება ლიმიტებით სივრცესა და დროში. სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებული ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო პოლიტიკა/პრაქტიკა მთლიანობაში ვერ ცვლის არსებულ მდგომარეობას და პირიქით, აძლიერებს მას.

საჭიროა შეიქმნას კრიტიკული სააზროვნო სივრცე, რომელიც დაეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს: თანმიმდევრული ცოდნის წარმოებას, მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და მუდმივობას დროისა და სივრცის მიუხედავად. ამ მიზნით, PLATFORMA.GE შემოგთავაზებთ სხვადასხვა კურსებს, რომელიც ონლაინ სასწავლო პლატფორმის MOODLE-ის სისტემაში იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მიერ შექმნილი კურსები ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი და მასში მონაწილეობის მიღება უფასოა. კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


იხილეთ მიმდინარე კურსები:


კურსის მიზანია მიმოიხილოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგომ. ვისაუბროთ სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის და მისი მოდელების, ასევე კრიტიკული ხედვების შესახებ, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი ასევე მიმოიხილავს კეთილდღეობის სისტემის ისტორიულ განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შედარებითი ანალიზის კონტექსტში.

სისტემაში შესვლა