fbpx

თარგმანები

ამოუხსნელის ღირსებანი – ყვითელჟილეტიანების შესახებ

როდესაც თანასწორთა ჯგუფი არღვევს დროის ჩვეულ მიმდინარეობას – დღესდღეობით წამოჭრილი დიზელის საწვავზე არსებული გადასახადი, უკანასკნელ წარსულში უნივერსიტეტის შერჩევა, პენსიები და დასაქმების შესახებ კანონი – უთანასწორობის ეს ჯაჭვი, რომელიც მოგების კანონით მართულ გლობალურ მსოფლიო წესრიგს ქმნის ნელ-ნელა ჩამოშლას იწყებს.ორი მსოფლიო უპირისპირდება ერთმანეთს, რითიც უფსკრული კონკრეტულ მოთხოვნებსა და თავად მოძრაობის ლოგიკას შორის სულ უფრო ღრმავდება.

მშრომელების გარეშე დემოკრატია არ იარსებებდა

▶️ ჟურნალ “იაკობინის” ასოცირებული რედაქტორის, შონ გუდის ინტერვიუ ეველინ ჰიუბერთან, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორთან ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში. ▶️ ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა Jacobin-ზე. ▶️ ქართული თარგმანი მოამზადა ლელა ბეჟუაშვილმა. დემოკრატია, მთელ მსოფლიოში, წარმოშვეს არა კაპიტალისტურმა ელიტებმა, არამედ ორგანიზებულმა მუშებმა. დემოკრატიის შესახებ დისკუსიები ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა.

ეკლესიის მემარცხენე მხარე

სტატია პირველად გამოქვეყნდა jacobinmag.com-ზე. თარგმნა თორნიკე გერლიანმა. ეკლესიის მემარცხენე მხარე 1968-ის ორმოცდამეათე წლისთავმა, მეოცე საუკუნის ამ ცენტრალურ მომენტზე მსჯელობების გააქტიურება გამოიწვია. თუ იმ გარდაქმნების წელიწადის თვალსაჩინო სურათი პარიზის ქუჩებში მოწყობილი სტუდენტური ბარიკადები ან ბერკლიში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო პროტესტებია, ის ასევე გამორჩეულია პოლიტიკური და სოციალური ძალაუფლებისადმი დაპირისპირებებით მსოფლიოს გარშემო.

ინტერვიუს თარგმანი გაიატრი სპივაკთან

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პრესამ ჯაკ დერიდას, ფრანგი თეორეტიკოსის ფუნდამენტური ნაშრომის “გრამატოლოგიის შესახებ” 40 წლის თავის იუბილესთან დაკავშირებით განაახლა აკადემიური დებატები დეკონსტრუქციის პროცესის გარშემო. მოცემული ნაშრომი თავდაპირველად აკადემიურ წრეებში დღეისათვის უკვე ძალზედ წარმატებულმა ინტელექტუალმა და მკვლევარმა , გაიატრი ჩაკრავორტი სპივაკმა თარგმნა. დერიდას ნაშრომის თარგმნა იმ დროისათვის სპივაკისთვის უდიდეს გამბედაობასთან იყო დაკავშირებული , ის არც ინგლისურს და არც ფრანგულს ფლობდა სრულყოფილად.

პოსტკოლონიურობა და პოსტმოდერნულობა

კვამე ენტონი აპია პოსტოკოლონიურობა არის პირობა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ comprador intelligentsia ( ესპ. მყიდველი ინტელიგენცია) : შედარებით მცირე, დასავლური სტილისა და დასავლური განათლების მქონე მწერალთა და მოაზროვნეთა ჯგუფი, რომლებიც პერიფერიულს სივრცეში აშუალებენ ვაჭრობას მსოფლიო კაპიტალიზმის კულტურული საქონლით.

კობო აბე, მაღრიბი და მაშრიყი: ორი კულტურის შეყრა

ერთხელ, გვიან საღამოს, ტელევიზიით აჩვენებდნენ კინოფილმს „მაროკო”. დიქტორმა მას „მსოფლიო კინოხელოვნების შედევრი” უწოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ნათქვამისადმი ერთობ სკეპტიკურად განვეწყვე. საქმე ისაა, რომ, თუმცა ეს ფილმი ოდესღაც უკვე ნანახი მქონდა, მაინც, ბოლო ერთი სცენის გარდა, მეხსიერებაში სხვა არაფერი დამრჩენოდა რა.

ბელ ჰუკსი – თეორია, როგორც განმათავისუფლებელი პრაქტიკა

დასაწყისში მინდა მოკლედ მოგითხროთ, თუ როგორ მივედი თეორიამდე. მთავარი მიზეზი, ტკივილი იყო, რომელიც ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობასაც კი არ მაძლევდა. თეორიამდე სასოწარკვეთილი მივედი, ერთადერთი სურივილით – გამეგო და აღმექვა თუ რა ხდებოდა ჩემში და ჩემს გარშემო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტკივილის თავიდან მოცილება მინდოდა და განკურნების საშუალებაც სწორედ თეორიაში ვპოვე.