fbpx

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი

დამოუკიდებელი პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი” 8 მარტს, თბილისში, მშრომელ ქალთა მსვლელობას აანონსებს. საინიციატივო გაერთიანება PLATFORMA.GE უერთდება 8 მარტის მსვლელობას და უცვლელად გთავაზობთ დამოუკიდებელი პროფკავშირის ,,სოლიდარობის ქსელის” მიერ მომზადებულ მანიფესტს:

რატომ  გამოვდივართ 8 მარტს

შრომა

ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. ჩვენ გვეკუთვნის ორმაგიანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. თუმცა, არსებობს ერთ-ერთი მთავრობის მავნებელი დადგენილება, რომელიც 48 საათიან სამუშაო კვირას სპეციფიკური კატეგორიების ნუსხის სახით ადგენს. ჩვენ ვმუშაობთ 48 საათს ნაცვლად 40 საათისა და ვიღებთ იმავე ხელფასს. ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ! ყოველი ასეთი რვასაათი ჩვენი მოპარული ხელფასია. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში. 

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესალებლობა იქნება გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვთ არა მინიმალურ, არამედ საცხორებელ ხელფასს, რომელიც იქნება საკმარისი ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადასარჩენად. მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა ამცირებს ანაზღაურებას. არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც სრულ განაკვეთზე სამუშაოს ანაზღაურებისთვის 40 ლარს ადგენს, რადგან არ არსებობს ზღვარი. ეს დაბალი ხელფასები აქამდე ჩვენი, ქალების წვალებისა და შრომის ხარჯზე შემორჩა. ჩვენ ნერვებს და ენერგიას  ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით  და ჩვენ თვითონ უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა გავგიფუჭდება, ხელით ვრეცხავთ; როცა ავად გავხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის მაგივრად დამატებით ჟაკეტს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს დახეულ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ.

თანასწორობა და შრომა

ჩვენ მოვითხოვთდასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუშაოადგილზე! საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება ჩავერიოთ ასეთ შემთხვევებში და დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობაში დამნაშავე მსხვერპლი არ არის. ამისთვის ვითხოვთ მომხდარზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, პროცედურების გამჭვირვალობას, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში. მოვითხოვთ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას კაცებთანმიმართებით. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის “ბუნებრივ” მოვალეობებად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელიავიდრე პრივილეგია დაშეღავათი

დეკრეტი

ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ აღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია, და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულფყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ამის სანაცვლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო სთავაზობს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ გამოდის კანონით დადგენილი დეკრეტული შვებულების – 6 თვის განმავლობაში. 

მით უმეტეს, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს უფრო მეტი ზრუნვა და კვებითი კალორიები სჭირდებათ. დეკრეტის ვალდებულებისგან სრულიად თავისუფლები არიან დამსაქმებლები. ჩვენ მოვითხოვთ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას! არსებული დეკრეტით გათვალისწინებული ექვსი თვე კი ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო ადგილის გარანტირებულობაზე დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ. . გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი შვებულება არ გამოუყენებიათ დედებს, რაც ახალშობილზე 24 საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს.  

სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი დედისთვის, ხანგრძლივი გრაფიკებია, რომ 40 საათიც ფუფუნებაა საქართველოში. დიდი ხნით ახალშობილი ბავშვის დატოვების შემთხვევაში მეძუძურ ქალებს გაუჭირდებათ საკმარისი რძის წარმოება, ასევე გასათვალისწინებელია დედის და ბავშივს მიჯაჭუვლობა რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე, ვაწყდებით დედების დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე აყვანისას, რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველდღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენას.

ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება, და სამომავლოდ გაიზარდოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო 6 თვიდან ორ წლამდე.

ბაღები

რაც შეეხება საჯარო ბაღებს, აქ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საბავშვო ბაღები არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ბაღებში არ არის საკმარისი ადგილები და ყოველწლიურად 10 000-ობით აღსაზრდელი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. 

მასწავლებლებს უწევთ იმაზე მეტი ბავშვის მოვლა ვიდრე ფიზიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამდენ ბავშვთან გამკლავებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენ, საკუთარ ბავშვებს აღსაზრდელად ვაბარებთ ბაღის თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც 275 ლარიდან საუკეთესო შემთხვევაში 660 ლარამდე მერყეობს, რაც სრულიად არ შეესაბამება მათ უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციასა და როლს და არ უზრუნველყოფს, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მოვიდნენ კვალიფიციური კადრები. 

უფრო მეტიც, ბაღების და სკოლების გრაფიკი არ ემთხვევა სამსახურების დაწყებისა და დასრულების დროს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლებაა ჩვენთვის. ჩვენ მოვითხოვთ, მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც გვქონდეს – ერთი საათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს, რათა შეგვეძლოს ჩვენი შვილების ბაღებში/სკოლებში უსაფრთხოდ მიყვანა და გამოყვანა. 

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს ბაღების სახელმწიფო დაფინანსება და ბაღები გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამასთანავე, ბაღებში ბავშვები მიღონ 6 თვიდან 6 წლამდე.

გარემო

ოჯახი თავისთავად ვალდებულია თითოეული წევრის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და შეუქმნას მას შესაფერისი გარემო, თუმცა ამასთანავე ვალდებულია საზოგადოებაც და სახელმწიფოც. უფრო ფართო ჭრილში ამ ფუნქციებს ასრულებს ჯანდაცვა, ტრანსპორტი, პარკები, სკოლები, ჰაერი, ქუჩები ქალაქში და სხვა. თითოეულზე ხელმწისავდომობა მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას პირდაპირ განაპირობებს და აქვს გავლენა ადამიანის პროდქტიულობაზე. 

ჩვენ გამოვდივართ სპეციალური საჭიროების მქონე ხალხისთვის და დედებისთვის, რომლთაც ძალიან უჭირთ ბავშვების ეტლით გადაადგილება. ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა არ პასუხობს მათ საჭიროებებს. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები გარემო. 

ჩვენი, ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა განათლების სისტემას და მისი ხარისხის ამაღლებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა არამხოლოდ ზოგად და სპეციფიურ ცოდნას აძლევდეს ადამიანს, არამედ უყალიბებდეს მას ფართო, სამოქალაქო ცნობიერებას. ჩვენ ვითხოვთ ამ მაგალითზე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილისაჯარო სიკეთის გაუმჯობესებას

ჩვენ გამოვდივართ უკეთესი საჯარო ტრანსპორტის მოთხოვნით. საქართველოში ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ დგას. ჩვენ გვიჭირს გადაადგილება სამუშაო ადგილამდე, სახლამდე, საავადმყოფომდე და სხვა დანიშნულების პუნქტებამდე.  ავტობუსები, “მარშუტკები” და მეტრო გადაჭედილია; ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იშვიათად ან საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. ყოველ დღე ტყუილად გვეხარჯება დროც და ნერვებიც ტრანსპორტის გამო. ტრანსპორტიდან გადმოსულს გვხვდება დანგრეული ქუჩები, ორმოებით და მანქანებით სავსე ტროტუარები, სადაც თუ ფრთხილად არ ვიარეთ და ზემოთაც არ ვიყურეთ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შენობიდან ჩამონგრეულმა ნაწილმა გვიმსხვერპლოს.  ქალაქში ყოველდღიური გასვლა ფიზიკური დაფსიქოლოგიური რისკია

საბინაო პოლიტიკა

სახლებში დაბრუნებულებს გვხვდება ჩვენი დიდი ოჯახები. რადგან ძირითადად ერთ სახლში მრავალი სული ცხოვრობს, ჩვენ იშვიათად გვაქვს ჩვენი ადგილი. თავად შენობები ავარიულია, ხშირად ლიფტი არ მუშაობს, ან ფუჭდება, სადარბაზოებში კედლებიც ნელ-ნელა ინგრევა, შიდა ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაურემონტებელია. შეიძლება ჩვენს სახლში წესრიგში იყოს გაყვანილობა და სისტემები, თუმცა თავად კომუნალურების ინფრასტრუქტურაა გაუმართავი. ახალ ამბებში ხშირად ვიგებთ გაზის გაჟონვის ან შენობების აფეთქებების შესახებ ინფორმაციას. სახელმწიფოს მოვალეობაა უსაფრთხო და გამართული გაზისა თუ სხვა საჭიროებების მიწოდებაზე კონტროლი. კომუნალური გადასახადები იზრდება მაშინ როდესაც ჩვენი შემოსავალი მცირდება; მცირდება ასევე ჩვენი უსაფრთხოების განცდა.

სახელმწიფომ ასეთი საჯარო სიკეთეები ხარისხიან საცხოვრებელთან ერთად უნდა უზრუნველყოს. როგორვიქნებით პროდუქტიული და სრულფასოვანი მოქალაქეებითუ სახლში მუდმივად ინფრასტრუქტურულიპრობლემები გვექნება? ან არ გვაქვს საცხოვრებელი ადგილი, ან გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ან იმდენს ვიხდით ქირაში ან იპოთეკაში, რომ ჩვენი მთელი ცხოვრების ხარისხს აზიანებს გადაუხდელობის დარდი და შემოსავლის დაკარგვის შიში, რომელსაც შესაძლოა გამოსახლება მოჰყვეს. ჩვენ გამოვდივართ 8  მარტს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის მსაწესრიგებლად. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსაბინაო პოლიტიკასრომელიც ყველას ღირსეული საცხვორებელით უზრუნველყოფს!

სუფთა ეკოლოგია

ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია! მშენებლობებისა და ტრანსპორტის მატებას ქალაქის ხეებიც ვერ უმკლავდება. გარეთ გასვლა შეუძლებელია. ქალაქში არ არის საკმარისი პარკები და რეკრეაციული ზონები. მთავრობას ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაცვლად, ურჩევნია ბიზნესსა და სწრაფ მოგებაზე იფიქროს. სწრაფი განვითარება კი ნიშნავს – ეს არის მოსახლეობის 1%-ის გამდიდრება, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში უკეთესი ჰაერისთვის, გარემოსთვის. ჩვენ კი ვრჩებით დაბინძურებულ ქვეყანაში, ვყრუვდებით მშენებლობის ხმაურით და დანევროზებულები აგრესიას ერთმანეთისადმი გამოვხატავთ. 

ჩვენ ვითხოვთ სუფთა საკვებს. რეგულაციების ნაკლებობამ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა და სიღარიბემ განაპირობა დაბალხარისხიანი საკვების მიწოდება. უცხოეთიდან შემოდის იაფი და დაბალხარისხიანი საკვები, რომელსაც ადგილობრივი პროდუქტი, ფერმერის მოყვანილი, კონკურენციას ვერ უწევს, შესაბამისად ჩვენი ჯანსაღი საკვები ძირითადად ექსპორტზე გადის სხვებისთვის. ექსპორტზე ორიენტირებულმა ბაზარმა, შიდა მოთხოვნები ჩაკლა, რადგან ჩვენ არ ვართ გადახდისუნარიანი “მომხმარებლები.” 

ბავშვები

ჩვენ 8 მარტს ბავშვებისთვის გამოვდივართსახელმწიფომ ბავშვები პრიორიტეტად უნდა დააყენოს. უნდა შექმნას სპეციალური პროგრამები ბავშვთა კვებაზე, საცხოვრებელსა და ტანსაცმელზე. ჩვენს შვილებს სჭირდებათ საბავშვო კულტურის განვითარება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების მაგივრად სხვა რამით გაერთონ. ჩვენ გვჭირდება ხელი შევუწყოთ მათ თვითგამოხატვას, ვიზრუნოთ მათ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და პროდუქტს, რისთვისაც აუცილებელია ბავშვებისთვის შექმნილ პროდუქტებზე (სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები, სასკოლო ნივთები) შემოწმების მაღალი სტანდარტების დაწესება.

პენსია

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ღირსეული პენსიისთვის. ერთადერთი გონივრული კანონი ქვეყანაში ქალთა საპენსიო ასაკზე გვაქვს, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საბაზისო პენსია! პენსია არის ხელფასის გაგრძელება, რომელზეც სიბერეში უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რათა შრომისუუნარობის დროს გადავრჩეთ. სამწუხაროდ, დღევანდელი პენსია არც არის საკმარისი გადარჩენისთვის, მითუმეტეს ღირსეული ცხოვრებისთვის.  სახელმწიფო პენსიის რეფორმა არ პასუხობს პენსიის დანიშნულებას და აუცილებლად უნდა გადაკეთდეს სოლიდარობის სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პენსიის რაოდენობა იქნება დამოკიდებული ღირსეული სტანდარტების ქონაზე და არამხოლოდ ინდივიდუალური შენატანების რაოდენობაზე. ჩვენ ვითხოვთსაშინაოშრომა და თვითდასაქმებულთა შრომა (საოჯახო მეურნეობამიწის ნაკვეთის ქონააუცილებლად ჩაითვალოსსამუშაო გამოცდილებაში.

ჯანდაცვა

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ხარისხიანი ჯანდაცვისთვის! ექთნები, რომლებიც ძირითადად არიან ქალები, უდიდესი დატვირთვის ფონზე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა. ქალების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ჯანმრთელობის დაზღვევა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს რის წინაშეც ქალები დგანან. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქალთა დიდი ნაწილისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. ქალები ხშირ შემთხვევაში იძულებით ამბობენ უარს შვილის ყოლაზე მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო,  გამართული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ღირსეული დეკრეტული შვებულების არარსებობის გამო. ჰიგიენური, რეპროდუქციული და ბიო-ფსიქოლოგიური საჭიროებების შესახებ განათლების აუცილებლობა უგულვებელყოფილია, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე და საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არ არსებობას. ჩვენ ვითხოვთ სკოლებში შესაბამისი განათლების ოპტიმიზაციას.

როგორც სახელმწიფო ასევე კერძო დაზღვევა ვერ სთავაზობს ქალებს სათანადო მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მიუხედავად იმისა რომ ქალები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთნებიან. ამასთანავე აღსანიშნავია რომ დღითიდღე მატულობს მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. არსებობს უფასო სკრინინგ პროგრამები, რომელიც ამ სერვისს მხოლოდ კონკრეტული ასაკიდან სთავაზობს ქალებს, რაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია. პრივატიზაციამ და ექსპორტზე ორიენტირებულმა (სამედიცინოტურზმის განვითარებაჯანდაცვამ პრიორიტეტად სწრაფი მოგება გახადა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური და პრევენციული მკურნალობა არ არის ბიზნესისთვის მომგებიანი. ჩვენ ვითხოვთ გახდეს პრიორიტეტული პრევენციული მკურნალობა, გაკეთდეს მეტი აქცენტი სხვადასხვა სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც ქალთა ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. შეიქმნას ჯანდაცვის სერვისები, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გახდის ხელმისაწვდომს ყველა ქალისთვის. 

ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებადი ბიულეტინი არამხოლოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისთვისაც გაიცეს, რადგან უმეტესად ქალები უვლიან ბავშვებს და ქრონიკულად/დროებით ავადმყოფ ოჯახის წევრებს.

ქალები რეგიონში

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღე მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ხშირად ტონობით წყალს ეზიდებიან ჭიდან ან სოფლის წყაროდან სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად თუ სარეცხისთვის. ამზადებენ სადილს, ვახშამს, მხოლოდ დაბნელებულზე შედიან სახლში და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას, რადგან კაცები მხოლოდ სტუმრები არიან სახლში

კულტურა და ხელოვნება

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ქალებისთვისრომელთაც არანაირი ხელმისაწვდომობა არ აქვთ თეატრზეკინოზეგამოფენებსა თუ კონცერტებზე და რომლებმაც სამუდამოდ დაივიწყესრომ სულსაც ისევე სჭირდება საზრდოროგორც სხეულს. ქვეყანაში სადაც კულტურის ხელშეწყობა დაყვანილია ახალი წლის კონცერტების დაფინანსებაზე, ხოლო ხელოვნების განვითარება აღქმულია როგორც ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკებისთვის ვარსკვლავის გახსნა, არ ტოვებს იმედს, რომ პოლიტიკა ოდესმე მოიცავს და დაინახავს უბრალო ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. დღეს სხვა მრავალ უფლებასთან ერთად ქალებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ და განავითარონ ნიჭი ან მინიმალური სიამოვნების მიღების ნება დართონ საკუთარ თავს. ქვეყანაში აღარ არსებობს მუნიციპალური კინო-თეატრები, მათ ადგილას ან სასტუმრო შენდება ან კაზინოებია მოწყობილი, რეგიონებში არ ფუნქციონირებს კულტურის ცენტრები და ყოველივე ამის ფონზე ქალებს გვრჩება მხოლოდ ოცნება, რომ TBC სტატუს კლიენტებისთვის ჩამოყვანილი მეგა ვარკსვლავის კონცერტზე ოდესმე შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ. 

მასმედია 

დღეს მედია ადამიანს განიხილავსარა როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრსარამედცალსახადროგორც ამომრჩეველს. საზოგადოება განიცდის საგანმანათლებლო ფოკუსის მქონე, მიუკერძოებელი და ობიექტური მასმედიის დეფიციტს. ფაქტია, რომ ისეთი მოთხოვნადი მედიასაშუალება, როგორიცაა ტელევიზია, (ხოლო მასში გასაკუთრებით გამოვყოფდით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დაფინანსებული და გამოკვებილია ქვეყნის მოსახლეობის მიერ), მასთან ერთად რადიო და ჟურნალ-გაზეთები, ორიენტირებულნი არიან ე.წ ‘’ყვითელი’’ ამბების, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირებისა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების  იმგვარად გაშუქებაზე, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეძლოს მიღებული ინფორმაციის ობიექტურად აღქმა და გაანალიზება. ჩვენ მოგვეწოდება მზა, სუბიექტური, ე.წ ‘’შეფუთული’’ ინფორმაცია პოლიტიკოსების, ექსპერტების, ბიზნესმენების და სხვათა პირით და არსად ჩანს ამ მოვლენათა კრიტიკული ანალიზი, რაც, რეალურად, წარმოადგენს ჟურნალისტიკის უპირველეს მიზანს. 

ჩვენ ვითხოვთმედიამ დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს მას დღევანდელსაქართველოში, სადაც საზოგადოება  სტრესის ქვეშაა ქვეყანაში არსებული კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო. მედია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით,  ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების  აზრს უნდა გამოხატავდეს და აჟღერებდეს მას  არა მხოლოდ  ქვეყნის ფართო მასებსა და სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შეუფასებელია მასმედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ჩართულნი აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მედია მათთვის  წარმოადგენს ერთგვარ შუამავალ, დამაკავშირებელ  რგოლს საზოგადოებასა და გარესამყაროსთან და  იცავს მათ ინფორმაციული ვაკუუმისგან.

მარტოხელა დედა 

მარტოხელა დედები განსაკუთრებელად წვალობენ საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ყველა მარტოხელა დედა ვერ იღებს და ტერიტორიული შერჩევით ხდება მათი მინიმალური დახმარება, რომელიც არსებობისთვისაც არასაკმარისია. 

ჩვენ გამოვდივართ მარტოხელა დედებისთვისდა ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან უკეთესი პოლიტიკისშემუშავებასა და მხარდაჭერას. დასაქმების ხელშეწყობას, ფინანსური/კვებითი/ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, არამხოლოდ ერთჯერადად არამედ გარკვეული პერიოდის ინტერვალებით. უსახლკაროდ დარჩენილ მარტოხელა დედებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ჩვენ ვითხოვთ დიდ ქალაქებში მუნიციპალური საცხოვრებლის პროგრამების შემუშავებას! მარტოხლა დედებისთვის უნდა შემუშავდეს გარკვეული საკანონმდებლო უზრუნველყოფნა, რომლის შესაბამისად მათთვის გარანტირებული იქნება ისეთი პრივილეგიები როგორიცაა: დრეკადი სამუშაო განრიგი (ბავშვის ან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე), ნახევარ განაკვეთზე მუშაობის საშუალება, ხანგრძლივი სადეკრეტო შვებულება (ხელფასის  და სამუშაო ადგილის შენარჩუნებით), მარტოხელობის სტატუსის გამო სამსახურში დაქირავების დროს დისკრიმინაციისგან დაცვა, მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, მათი შვილების ბაგა-გაღებით და უფასო მკურნალობით უზრუნველყოფა, შემუშავდეს ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამები და ა.შ. 

მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვისრადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობებისვიცით რა გამოვიარეთ და რაარის შესაცვლელისაერთო ძალებითთანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!