fbpx

საპილოტე კურსი: კეთილდღეობის პოლიტიკა

საპილოტე კურსი: კეთილდღეობის პოლიტიკა

კურსის მიზანია მიმოიხილოს სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი ასევე მიმოიხილავს კეთილდღეობის სისტემის ისტორიულ განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შედარებითი ანალიზის კონტექსტში.

კურსი შედგება 8 ლექციისგან, ლექციები განთავსდება 1 მარტიდან ყოველ 2 კვირაში ერთხელ. თითოეული სალექციო მასალა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ვიდეო ლექცია, საკითხავი მასალა, ცოდნის შესამოწმებელი ტესტი. კურსი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

კურსზე რეგისტრაციის შემდეგ ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები; კურსის სილაბუსი და სხვა საჭირო მასალები გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

კურსის მიზანია მიმოიხილოს სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების შესახებ და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი ასევე მიმოიხილავს კეთილდღეობის სისტემის ისტორიულ განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შედარებითი ანალიზის კონტექსტში;