დოქტორი და წმინდანი

არუნდატი როი

თარგმნა გვანცა ჯიქიამ

იხილეთ სრულად

„კასტური წყობის რღვევა“ მოხსენების ტექსტია, რომელიც ოთხმოც წელს ითვლის და წარმოთქმა არ ღირსებია. პირველად წაკითხვისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაც ბნელ ოთახში შევიდა და ფანჯრები შეაღო. დოქტორ ბჰიმრაო რამჯი ამბედკარის კითხვა ინდოელთა უმრავლესობაში განსწავლულ რწმენასა და ცხოვრებაში ყოველდღიურად განცდილ სინამდვილეს შორის არსებულ მიჯნას შლის.

მამაჩემი ინდუსი იყო, ბრაჰმო.  მოზარდობამდე მას არასოდეს შევხვედრივარ. დედასთან ერთად, სირიელი ქრისტიანების ოჯახში, კომუნისტების მართულ კერალას პატარა სოფელ აიემენემში გავიზარდე. მე კასტური დაყოფითა და მათ შორის გავლებული უხილავი საზღვრებით ვიყავი გარშემორტყმული. აიემენემს საკუთარი ცალკე „პარაიანის“ ეკლესია ჰქონდა, სადაც პარიას კასტის წარმომადგენელი მღვდელი „ხელშეუხებელთა“ კასტის2 მრევლს მოძღვრავდა. კასტა საცნაური იყო ადამიანთა სახელებში იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიმართავდნენ ისინი ერთმანეთს; როგორ სამუშაოს ასრულებდნენ; როგორ იმოსებოდნენ; როგორ ქორწილებს აწყობდნენ და რა ენაზე მეტყველებდნენ. მიუხედავად ამისა, სკოლის სახელმძღვანელოში არასოდეს შემხვედრია კასტის ცნება. ამბედკარის კითხვამ მიმანიშნა პედაგოგიურ სამყაროში არსებულ ღიობზე. მისი კითხვა ფარდას ხდის ამ ღიობის არსებობის მიზეზს და იმასაც, თუ რატომ იქნება ეს შეუქცევადი იქამდე, სანამ ინდური საზოგადოება რადიკალური, რევოლუციური ცვლილების წინაშე არ დადგება.

რევოლუციები შესაძლოა დაიწყოს და ხშირად დაწყებულა კითხვით.

იხილეთ სრულად

თარგმანი მომზადდა ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.