თუ სტრუქტურალისტური თეორიები სუბიექტს (ინდივიდს) განიხილავს არა როგორც სოციალური ფორმაციის განმსაზღვრელს, შემოქმედს, არამედ პირიქით – როგორც სტრუქტურის შედეგს (ეფექტს), მაშინ როგორ შეიძლება ამ თეორიამ ილაპარაკოს რაიმე ტიპის ცვლილების, პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილების შესახებ? სტრუქტურალისტური მიდგომები 60იანი წლებიდან საფრანგეთში ფეხს იკიდებს ერთდროულად უამრავ სხვადასხვა დარგში, მათ შორის ფილოსოფიაში, ანთროპოლოგიაში, ლინგვისტიკაში, ფსიქოანალიზში, და ა.შ. ამ თეორიული ჩარჩოს გავლენა ძალიან დიდია დღევანდელ კრიტიკულ თეორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურალიზმმა წარუშლელი კვალი დატოვა ნებისმიერი ტიპის კრიტიკულ აზროვნებაზე. ლექციის განმავლობაში, სტრუქტურალიზმის ძირითადი იდეების წარდგენის შემდეგ, ვეცდებით, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე ვიმსჯელოთ, და შესაძლო პასუხების გარშემო ზოგადი მონახაზი გავაკეთოთ.

მომხსენებელი: ანა ბერია, ფილოსოფიის მაგისტრი, კინგსტონის უნივერსიტეტიდან.

შეხვედრა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით