ლექციაში გააანალიზებულია სივრცის მნიშვნელობა გლობალიზაციის და გლობალური კაპიტალიზმისთვის,ასევე საუბარია ჰარვის „წართმევით/ჩამორთმევით დაგროვებისა“ და ანა ცინგის თეორიაზე „მოგროვებით დაგროვებაზე“. ეს ორი ტექსტი ცდილობს სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახოს პრობლემა და შემოგვთავაზოს ახალი პერსპექტივა ისეთ გლობალურ მოვლენებზე როგორიცაა პოსტინდუსტრიალიზაცია, ზედმეტი დაგროვება, მიტოვებული სივრცეები და კაპიტალისტური ეკოლოგია.

ლექცია მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა დათო ლაღიძემ.

შეხვედრა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით