ალტერნატიული აკადემია აკადემიურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს განვითარების ალტერნატიულ ფორმებზე მსჯელობა, არსებული დღის წესრიგის კრიტიკულად გადააზრება და სოციალური უთანასწორობის პერსპექტივებზე მსჯელობა გლობალური უთანასწორობის ფონზე.

29 ნოემბერს გაიმართა ალტერნატიული აკადემიის პირველი შეხვედრა, თემაზე: კრიტიკული თეორია, შესავალი.

მოხსენება მოამზადა ფილოსოფიის დოქტორანტმა, დავით გალაშვილმა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიური საკითხებისთვის” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.