Platforma.ge გიწვევთ ონლაინ კურსის ,,პოლიტეკონომიის საფუძვლები და საქართველო გლობალურ სისტემაში” მონაწილეობის მისაღებად.

სემინარზე კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ და კითხვები დაუსვან, როგორც კურსის ლექტორებს, ასევე სხვა მონაწილეებს. პირველ სემინარზე განვიხილავთ კურსის მიზნებს და ამოცანებს. ასევე, კურსის ლექტორები უპასუხებენ იმ შეკითხვებს, რაც 1-3 სალექციო კვირის დროს კურსის მონაწილეებმა გადმოგვიგზავნეს. სემინარის დროს ნებისმიერ მონაწილეს ექნება საშუალება კურსთან მიმართებაში დასვას შეკითხვები ან საკუთარი მოსაზრებები გამოხატოს სასემინარო თემების ირგვლივ.

შეხვედრა ტარდება ონლაინ, ზუმის პროგრამის გამოყენებით.

თემა: პოლიტეკონომიის საფუძვლები, სემინარი #1

დრო: 24 ივნისი, 12:00სთ

შეხვედრის მისამართი: https://us02web.zoom.us/j/89096378069?pwd=YUZxSW8rdWpUbFljL2xPN2NMbmg4Zz09

შეხვედრის ID: 890 9637 8069

პაროლი: 505050

შეხვედრა ტარდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.