Platforma.ge აცხადებს მიღებას სტუდენტებისთვის სოციალური კვლევის მეთოდებისა და აკადემიური წერის საკითხებზე ონლაინ სემინარებში.

სემინარებზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: სოციალური კვლევის ბუნება, კვლევის დიზაინის შემუშავება (პრობლემის აღწერა, კვლევის მიზნების და ამოცანების შესაბამისობა, ცვლადების გამოყოფა და ოპერაციონალიზაცია, ჰიპოთეზების და კვლევითი შეკითხვების შემუშავება), კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრა, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი. ასევე, ნაშრომის აკადემიური სტილის შემუშავება ციტირების შესაბამისი წესების დაცვით.

სემინარებში მონაწილეობა უფასოა. სემინარები ჩატარდება ივნისსა და ივლისის თვეების განმავლობაში. თითოეული სემინარი ჩატარდება 2 დღის განმავლობაში (სულ 4 სამუშაო სესია).

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 28 ივნისი, 2020

სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: