სოციალური კვლავწარმოებისა და COVID19-ის შესახებ

შვიდი თეზისი

პირველი თეზისი – კაპიტალიზმი უპირატესობას ანიჭებს მოგების მიღებას და არა სასიცოცხლო მნიშვნელობის წარმოებას, ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ.

ეს პანდემია და მმართველი კლასის პასუხი მასზე, სოციალური რეპროდუქციის იდეის ნათელ და ტრაგიკულ ილუსტრაციას გვთავაზობს: რომ სიცოცხლის შექმნა, ემსახურება მოგების მიღებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. კაპიტალიზმის უნარი, აწარმოოს საკუთარი სიცოცხლის წყარო – მოგება, სრულიად დამოკიდებულია მშრომელების ყოველდღიურ „პროდუქტიულობაზე,“ რაც გულისხმობს, რომ ის დამოკიდებულია სასიცოცხლო პროცესებზე, რომლებზეც ვერ დომინირებს და სრულად ვერ აკონტროლებსმას. ამავე დროს, დაგროვების ლოგიკა მოითხოვს, რომ მან მაქსიმალურად დაბალ დონეზე შეინარჩუნოს ხელფასები და გადასახადები, რაც ხელს უწყობს სიცოცხლის წარმოებას და შენარჩუნებას. კაპიტალიზმის მთავარი შეუსაბამობაც ეს არის. ყოველივე ეს აუფასურებს და ამცირებს მათ, ვინც ქმნის სოციალურ კეთილდღეობას, ესენია: მედდები თუ სხვა მშრომელები საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, მშრომელები კვებითი საწარმოებიდან, სუპერმარკეტის თანამშრომლები, მიტანის სერვისებში დასაქმებულები, მასწავლებლები, ძიძები, ნარჩენების შემგროვებლები, მოხუცების მომვლელები. პანდემია კი ცხადყოფს იმას, რომ საზოგადოება უბრალოდ ვერ გადარჩება ამ მშრომელების გარეშე. საზოგადოება ვერ იარსებებს ისეთი ფარმაცევტული კომპანიების გარემოცვაში რომლებიც კონკურენციისა და მოგების გამო ადამიანების სიცოცხლეს აგდებენ საფრთხის ქვეშ. აშკარაა, რომ ,,ბაზრის უხილავი ხელი’’, პლანეტის მასშტაბით ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც, როგორც ამჟამინდელი პანდემია აჩვენებს, კაცობრიობას სჭირდება.

ჯანმრთელობის კრიზისი ამგვარად აიძულებს კაპიტალს, ყურადღება გაამახვილოს სიცოცხლეზე და სასიცოცხლო საქმიანობაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, საკვების წარმოება და დანაწილება.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს დარჩეს ასე, მაშინაც კი, როცა პანდემია გადაივლის, იმისათვის რომ მოხდეს ჯანმრთელობის, განათლების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივობების დეკომერციალიზაცია და გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მეორე თეზისი- სოციალურად კვლავწარმოებული მშრომელები არსებითად აუცილებელ სამუშაოს ასრულებენ : ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისინი აღუარებულნი იყვნენ მსგავს პერსპექტივაში

სანამ სამომხმარებლო საგნების მწარმოებელ კომპანიებს თანამშრომლების ნაკლებობა აქვთ, მათ დაინახეს რომ მოგება და სასაქონლო ღირებულება კლებულობს, ისინი პასუხისმგებლები არიან სათემო ორგანიზაციების, საზოგადოების, ოჯახებისა და ინდივიდების წინაშე.

მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალიზმისთვის საჭიროა გადაანაწილოს საკუთარი პრიორიტეტები მოგების სარგებლიანობასა და სიცოცხლის აუცილებლობას შორის, ამგვარი ორგანიზაციები, საზოგადოება, ოჯახები და ინდივიდები თითქმის მოუმზადებლები არიან ამ გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასურსათო მაღაზიის მშრომელებსა თუ საზოგადოების სხვა წევრებზე დამანგრეველი ზეგავლენა მხოლოდ კოვიდ-19-ს არ ჰქონია. წლების განმალობაში მიმდინარე ფუნდამენტური სოციალური სერვისების მკაცრი ეკონომიკის სახელით შესუსტება ნიშნავს, რომ სოციალური კვლავწარმოებული სამუშაო ძალა არის უფრო დასუსტებული, ვიდრე ის იყო ადრე და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ სულ უფრო და უფრო ნაკლები რესურსი.

ჩვენ მოვითხოვთ, ფინანსური რესურსი და სტიმულირების პაკეტი ჩაიდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოში და არა კაპიტალისტური კომპანიების მუშაობის შენარჩუნებაში.

ათწლეულების განმავლობაში კრიზისის უგულებელყოფის გამო, ბევრი კაპიტალისტური სახელმწიფო გადახედავს თავის პრიორიტეტებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილორივ და დროებით. ისინი უგზავნიან საბანკო ქვითრებს ოჯახებს, დაზღვევას უნარჩუნებენ უსაფუძვლოდ უმუშავრად დარჩენილებს, ავალდებულებენ მანქანების მწარმოებელ კომპანიებს, მანქანების ნაცვლად ნიღბები და ვენტილატორები აწარმოონ. მაგალითად, ესპანეთში მთავრობამ დროებით დაიკავა არამომგებიანი სავადმყოფოები, ამერიკის სადაზღვეო კომპანიები კოვიდ-19 ტესტის საფასურისგან ათავისუფლლებენ თავიანთ მომხმარებლებს. ყოველივე ეს ნათელს ხდის, თუ როგორ მარტივად არის შესაძლებელი ეს რესურსები ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, როცა პოლიტიკური ნება არსებობს.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ სოციალური რეპროდუქციის სფეროებში დასაქმებული ადამიანები – მედდები, საავადმყოფოების დამსუფთავებლები, მასწავლებლები, ნაგვის გამტანები, საკვები პროდუქტის მწარმოებელი და სუპერმარკეტებში დასაქმებული ადამიანები, აღიარონ აუცილებელი სამუშაოს შემსრულებლებად და აისახოს ეს მათ ანაზღაურებაზე, სარგებელსა და სოციალურ მდგომარეობაზე, რათა გამოიკვეთოს მათი მნიშვნელობა საზოგადოების მთლიანობის შენარჩუნებაში.

მესამე თეზისი- ბანკების ნაცვლად ადამიანებს დავუდგეთ თავდებად

მმართველი ელიტა გაცილებით მეტ რესურსს ხარჯავს ბიზნესის გადარჩენაში იმ იმედით, რომ თავიდან აიცილებს კაპიტალისტური სასაქონლო ღირებულების კიდევ უფრო ღრმა კოლაფსს. შეგახსენებთ, რომ ყველა მოგება მშრომელთა ძალისხმევის წყალობით არის მიღებული. სასტუმროსა და რესტორნების ქსელის დირექტორები, ტექნიკური და საავიაციო კომპანიები და კიდევ სხვები მილიონობით მშრომელებს აკლებენ კუთვნილ ანაზღაურებას და ამავე დროს, თავიანთი სახელფასო ფონდისთვის ინახავენ გაბერილ ხელფასებსა და დანამატებს. ეს იმიტომ, რომ კაპიტალისტური სისტემა მოითხოვს, რომ წინააღმდეგობა სიცოცხლესა და სახელფასო შრომას შორის ყოველთვის მოგვარდეს კაპიტალის და არა სიცოცხლის სასარგებლოდ.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველა ფინანსური რესურსი და დანაზოგი ჩაიდოს სასიცოხლო მნიშვნელობის შრომაში და არ ინახავდნენ მას კაპიტალისტური კომპანიების მუშაობის შესანარჩუნებლად.

მეოთხე თეზისი – გახსენით საზღვრები, დახურეთ ციხეები

პანდემია პირდაპირ დარტყმას აყენებს ემიგრანტეს და მსჯავრდებულებს: ისინი ვინც გამოკეტილები არიან ციხეებში, მოუწესრიგებელ, არაჰიგიენურ პირობებში, არ აქვთ ჯანმრთლობის რესურსებზე წვდომა, ისინი ვინც არიან საბუთების გარეშე და იტანჯებიან სიჩუმეში, ეძებენ გამოსავალს და არიან დეპორტირებულები, ისინი ვინც მუშაობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში (ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, სოფლის მოურნეობა და ასე შემდეგ) და სხვა არჩევანის არარსებობის გამო დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან (მათ საერთოდ არ აქვთ დამცავი აღჭურვილობა, ან აქვთ ნაკლებად), ისინი ვინც მიემგზავრებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში, რათა შეხვდნენ თავიანთ ოჯახებს და ისინი, ვისაც არ შეუძლია დატოვოს ქვეყანა, რადგან მგზავრობაა აკრძალული.

პანდემია იარსებებს თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ტრამპისთვის, ის მაინც დაუწესებს სანქციებს ირანს (სადაც ინფიცირებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა სწრაფად მატულობს). არც ტრამპი და არც ევროკავშირი არ აპირებს სანქციები დაუწესოს ისრაელს, რომელსაც 2 მილიონი ადამიანი ჰყავს დაკავებული ღაზას სექტორში და რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ერთმანეთისგან განსხვავებული გამოხმაურება პანდემიაზე, გამოკვეთს და ამტკიცებს რასისტულ და კოლონიალისტურ ჩაგვრას, რაც არის კაპიტალიზმის ფარული დანაშაული.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვამ იზრუნოს ნებისმიერ საემიგრაციო რეგულაციაზე;

დაკავებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და ალტერნატიული თანმდევი სანქციები გამოიძებნოს მათთვის, ვინც არის ავად; დაიხუროს ის საპატიმრო დაწესებულებები და სხვა კარცერული ინსტიტუტები, რომლებიც სიცოცხლეს კი არ კვებავს, არამედ სჯის მას.

მეხუთე თეზისი- სოლიდარობა ჩვენი იარაღია, მივმართოთ ის კაპიტალიზმის წინააღმდეგ

პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ როგორ უმკლავდებიან მშრომელი ადამიანები კრიზისს და გადარჩენის როგორი ფართო და მრავალმხრივი სტრატეგიები აქვთ. უმეტესობა მეგობრებისა და ოჯახის დახმარების იმედად არის დარჩენილი. თუმცა, ზოგიერთი ურთიერთდახმარებისთვის ორგანიზდება. უსახლკაროები და ისინი, ვინც კაპიტალისტურმა სისტემამ უარყო როგორც ტვირთი, დახმარებას იღებენ გმირი მოხალისეებისგან, რომლებიც სხვებს სიცოცხლის უფლებას სთავაზობენ. დიდ ბრიტანეთში მოსახლეობამ ‘ვოთს აპში’ შექმნა ჯგუფები, იმისათვის რომ ერთმანეთს შეატყობინონ იმ მოწყვლადი ჯგუფების შესახებ, რომლებსაც დახმარება ესაჭიროება, რათა მიაწოდონ საკვები და მედიკამენტები. სკოლები საკვების ვაუჩერებს უგზავნიან შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები. ‘საკვების ბანკები’ და საქველმოქმედო ორგანიზაციები ხედავენ, თუ როგორ მატულობს მოხალისეების რიცხვი. სოცალური რეპროდუქციის გაერთიანებათა რიცხვი მატულობს, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა. წარსულისგან ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი: უფლებას არ მივცემთ კაპიტალისტურ მთავრობებს, გამოიყენონ სოციალური გაერთიანებები საკუთარი პასუხისმგებლობის ასარიდებლად.

როგორც სოციალისტ ფემინისტები, ჩვენ უფრო უნდა გავაქტიურდეთ ერთად ვიმუშავოთ, მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ რაც საჭიროა ადამიანების სიცოცხლისთვის ყველა მარაგი შეგროვებული გვქონდეს. ეს გულისხმობს სოლიდარობის განცდის შექმნას სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებში, რომლებზეც არათანაბრად ნაწილდება რესურსები . ეს გულისხმობს, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ყველა მარგინალიზებულ და დაჩაგრულ ჯგუფს, არასამთავრობოები , საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სავაჭრო გაერთიანებები. ეს ნიშნავს იმას რომ, მოვითხოვოთ სახელმწიფომ აღიაროს სოციალური რეპროდუქციის შრომა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი სოციალური არსებობისთვის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ისწავლოს ხალხისგან და პოლიტიკაში გაატარონ ის, რასაც ჩვეულებრივი ხალხი აკეთებს ერთმანეთის მხარდასაჭერად.

მეექვსე თეზისი -ფემინისტების სოლიდარობა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

Covid-19-ის გავრცელებისგან თავდასაცავად თვითიზოლაციის შემოღება აუცილებელია, თუმცა, ბევრ ქვეყანაში დღის წესრიგში დადგა იმ ადამიანების საკითხი, რომლებიც ცხოვრობენ ძალადობრივ გარემოში. ფიქსირდება შეტყობინებები, რომ ოჯახის წევრები და პარტნიორები ძალადობენ ქალებზე და ლგბტქ თემის წარმომადგენლებზე, რომლებიც იძულებულები არიან, კარანტინის პირობებში დარჩნენ მოძალადეებთან ერთად, ერთ ჭერ ქვეშ. კამპანია ‘დარჩი სახლში‘, რომელიც არ ითვალისწინებს და არ ზრუნავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებზე, ფაქტობრივად, ბედის ანაბარად ტოვებს მათ წლების განმავლობაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ კონტექსტში, სადაც, წლების განმავლობაში, უკონტროლო ნეოლიბერალიზმი მოითხოვს, რომ თანხები ამოიღონ ძალადობის საწინააღმდეგო თავშესაფრებიდან და სერვისებიდან.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ მიმართულება შეუცვალოს წლების განმავლობაში შეჩერებულ ძალადობის საწინააღმდეგო სერვისებს და უზრუნველყოს რესურსები, რომლების საჭიროა სააგეტენტოებისთვის, რომ შეძლონ უფრო ფართო მასებზე გასვლა და მათი მართვა.

მეშვიდე თეზისი – სოციალურად კვლავწარმოებულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ძალა : ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ საზოგადოების რეორგანიზაციისთვის

ეს პანდემია შეიძლება არის ან უნდა იყოს ის დრო, როცა მემარცხენეებმა თავიანთი დღის წესრიგი უნდა მიმართონ იქითკენ, თუ როგორ შეუწყონ ხელი სიცოცხლის ღირებულებას, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ წავიდეთ კაპიტალიზმის მიღმა.

პანდემიამ გვაჩვენა, თუ როგორ სჭირდება კაპიტალიზმს დღეს სოციალურად რეპროდუქციული მშრომელები ხელფასიანები და უხელფასოები, საავადმყოფოებში და ინფრასტრუქტურულ სამსახურში, ოჯახებსა და საზოგადოებაში. მოდით, შევახსენოთ ჩვენ თავებს, რომ სოციალური ძალა არის მშრომელების ხელში. ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ სოციალურად კვლავწარმოებაში ჩართულმა მშრომელებმა უნდა გავაცნობიეროთ , თუ რა სოციალური ძალა გვაქვს, ჩვენ ეროვნულ კონტექსტში, საზღვრებში, რომლებიც გვყოფს მსოფლიოსგან.

თუ ჩვენ გავჩერდებით, მსოფლიოც გაჩერდება. ასეთი ხედვა შეიძლება ჰქონდეს არსებული პოლიტიკის საფუძველს, რომელიც აფასებს ჩვენ შრომას, ეს ასევე შეიძლება იყოს პოლიტიკური მოქმედების ამოსავალი წერტილი, რომელზეც აიგება მთელი ინფრსტუქტურა, განახლებული ანტი-კაპიტალისტური დღის წესრიგი, რომელიც არა მოგებაზე, არამედ, სიცოცხლის მნიშვნელობაზე იქნება ორიენტირებული, რაც ამოძრავებს ჩვენს საზოგადოებას.

სტატია ,,სოციალური კვლავწარმოებისა და COVID19-ის შესახებ” თავდაპირველად გამოქვეყნდა ახალ მარქსისტულ ჟურნალში ,,სპექტრი“.

The Marxist Feminist Collective consists of Tithi Bhattacharya, Svenja Bromberg, Angela Dimitrakaki, Sara Farris, and Susan Ferguson. We are the organizers of the Marxist Feminist Stream at the Historical Materialism Conference.

თარგმნა მაკა კენჭოშვილმა.