გთავაზობთ სხვადასხვა ჯგუფის/ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევებს, პოლიტიკის დოკუმენტებს და სტატიებს, რომლებიც საცხოვრისის პოლიტიკის თემას ეხება. მოცემული სტატიები, კვლევები და თარგმანები მომზადებულია მედია პლატფორმა European.ge-ის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და ურბან რეაქტორის მიერ.


European.ge: საცხოვრისი – ზოგადი შესავალი რამდენიმე მაგალითით

1970-იანი წლებიდან, ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის გლობალურად მზარდი დომინაციის პირობებში, საცხოვრისის უზრუნველყოფა თანდათან თავისუფალი ბაზრის პრეროგატივა ხდებოდა. ამის პროპორციულად კი, თითქმის მთელი მსოფლიოს ურბანულ ცენტრებში საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა კლებულობდა. ეს განსაკუთრებით მტკინვეულად გლობალური სამხრეთის ქვეყნებში იგრძნობოდა, სადაც ამ პერიოდში სოფლიდან ქალაქისკენ მიგრაციის მეორე ტალღამ უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის და მომდევნო შოკების შემდეგ, ხელმისაწვდომი საცხოვრისის მიმართ ინტერესი კვლავ აღმავლობას განიცდის.


European.ge: რატომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი საცხოვრისის უფლების რეალიზება?

მოცემული ტექსტი წარმოადგენს 2006 წელს გამოცემული წიგნის „A Right to Housing: Foundation for a New Social Agenda”-ს შესავალს (2006). მისი ავტორები არიან რეიჩელ გ. ბრატი, მაიკლ ე. სტოუნი და ჩესტერ ჰარტმანი. ტექსტში საცხოვრისის თემა ამერიკის მაგალითზე არის განხილული. ის მოიცავს საცხოვრისის თემასთან დაკავშირებულ ფიზიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ასპექტებს და ხაზს უსვამს საცხოვრისთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს.


European.ge: სოციალური უსაფრთხოების ქსელები, არაფორმალური ეკონომიკა და საბინაო სიღარიბე – გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება

ავტორის მიდგომა ეყრდნობა „რბილ სტრუქტურალისტურ“ მეთოდს, რომელიც აერთიანებს სტრუქტურულ ელემენტებს და „რაციონალური არჩევანის“ (პოლიტიკის ან ორგანოს არჩევანი) მიდგომას – ასე ვთქვათ კონტექსტუალიზებულ რაციონალური არჩევანის თეორიას. ნაშრომში ეს თეორია გამოიყენება საცხოვრებლით სიღარიბის თავისებურებების და მასშტაბების ასახსნელად. სტატია ეყრდნობა უნგრეთის საბინაო სისტემაში მომხდარი ცვლილებების ანალიზს, თუმცა არგუმენტების გასამყარებლად გამოყენებულია სხვა რეგიონების მაგალითებიც.


European.ge: საცხოვრებლის ეკონომიკური მნიშვნელობა განვითარებად ქვეყნებში

უნდა იყოს თუ არა საბინაო პირობების გაუმჯობესება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ნაწილი? უნდა მოიცადოს თუ არა საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხმა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევამდე? რამდენად უნდა ეძლეოდეს პრიორიტეტი საბინაო საკითხს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, შეზღუდული რეუსრსების პირობებში? რა დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია საბინაო მომარაგებას ეკონომიკური ზრდის პროცესში სხვა ეკონომიკურ ინვესტიციებთან შედარებით? 1950-იან და 60-იან წლებში, ამ კითხვებმა ცხარე დისკუსიები გამოიწვია, როგორც განვითარების პრობლემატიკისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში, ისე დაგეგმარებაში და პრაქტიკაში. ნაშრომი ეყრდნობა პოლიტიკურ და კვლევით საქმიანობაში დაგორვილი ცოდნის კორპუსს და ხელახლა უბრუნდება წარსულში განვითარებულ დებატებს, რათა მიმოიხილოს მთავარი არგუმენტები და საცხოვრისის ეკონომიკური პოტენციალი ხელახალი შეაფასოს. ამის შემდეგ, ტექსტი საჯარო პოლიტიკისთვის ზოგადი რეკომენდაციების შემუშავებას ცდილობს. ამ წერილის მთავარი მიზანია, წარსული და აწმყო მტკიცებულებების ფონზე დაგვანახოს, ეკონომიკური ზრდის სტრატეგიებში საბინაო სექტორის უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინების საჭიროება.


European.ge: შედარებითი საბინაო პოლიტიკა და კეთილდღეობა: ურთიერთდამოკიდებულების თეორიზაცია

კეთილდღეობისათვის გაწეულ ხარჯებში, საცხოვრებლის  კაპიტალური ინვესტიციების წილი საკმაოდ მაღალია და ამასთან ერთად, ის შინამეურნეობების ბიუჯეტის ხარჯებშიც ყველაზე დიდ წილს იკავებს. კაპიტალური ინვესტიციების კომპონენტი ასევე განმსაზღვრელ როლს თამაშობს ცხოვრების სტილისა და ურბანული გარემოს ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, არსებობს მტკიცება, რომ კეთილდღეობის ოთხ საყრდენს შორის, საცხოვრებლის როლის დაკნინება უნდა შეწყდეს და აღიარებულ იქნას მისი საკვანძო მნიშვნელობა; აქცენტი გაკეთდეს მის სინერგიულ დამოკიდებულებაზე კეთილდღეობის სხვა განზომილებებთან, განსაკუთრებით პენსიებთან, რაც საზღვრებს უწესებს კეთილდღეობის სახელმწიფოს ორგანიზების ფორმებს. შესაბამისად, საჭიროა, რომ კეთილდღეობის მკვლევარებმა ქვეყნებს შორის საბინაო სისტემის მოწყობას წინანდელზე მეტი ყურადღება დაუთმონ და ის თეორიულად უფრო ღრმა ანალიზის საგნად აქციონ.  ეს ტექსტი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი  ნაბიჯია.


European.ge: საცხოვრისი ლათინურ ამერიკაში: მოკლე ისტორია, მაგალითები და დღევანდელობა

ლათინურ ამერიკაში გატარებული ქალაქგეგმარებითი და საბინაო პოლიტიკები ძალიან კარგად ასახავს ამ რეგიონში უკანასკნელ ათწლეულებში მომხდარ ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებებს და ისტორიას. როგორც ბევრ განვითარებად რეგიონში, აღნიშნული პოლიტიკა დიდ გავლენას განიცდის ისეთი საერთაშორისო განვითარების საააგენტოების მხრიდან, როგორიცაა, მსოფლიო ბანკი. ფაქტიურად, ამ ოთხი ათწლეულის მანძილზე კარგად ჩანს მსოფლიო ბანკის პუბლიკაციებსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საბინაო პოლიტიკების ცვლილებებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთმიმართება.


1TV: მუდმივი საბინაო კრიზისი და არათანაბარი ურბანული განვითარება თბილისის მაგალითზე

დღეს თბილისის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ზრდადი პოლარიზაცია და არათანაბარი ურბანული განვითარება წარმოადგენს. ჩვენ ვაკვირდებით უთანასწორობის ზრდას, სოციალურ და სივრცით სეგრეგაციას, ურბანული გარემოს პრივატიზაციას და ჩაკეტილი სივრცეების გამრავლებას. შედეგად კი ვღებულობთ ფრაგმენტირებულ ქალაქს, სადაც ბევრი პარალელური რეალობა ერთმანეთის გვერდი-გვერდ არსებობს. აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთ ფუნდამენტს ქვეყანაში არსებული საბინაო კრიზისი წარმოადგენს. მოცემულ სტატიაში მიმოხილულია საბინაო კრიზისის და არათანაბარი ურბანული განვითარების ურთიერთმიმართებას. ნაშრომი ძირითადად ეყრდნობა ააიპ. ურბან რეაქტორის 2018 წლის კვლევას „საბინაო პოლიტიკა საქართველოში თბილისის მაგალითზე“.


EMC: საბანკო ვალდებულებები და უსახლკარობა

ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული საცხოვრისიდან გამოსახლების შედეგად დამდგარი უსახლკარობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დაურეგულირებელი ურთიერთობები საბანკო და საკრედიტო სუბიექტებთან, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების არასათანადო ხარისხი და სხვა სახის პოლიტიკების სისუსტე ან არარსებობა მნიშვნელოვნად ამწვავებს ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას – საქართველოში საბანკო ვალდებულებებზე დამოკიდებულების ზრდის მაჩვენებლები საგანგაშოა.


EMC: უსახლკარობა – ინდივიდუალურ წარუმატებლობად შეფასებული სტრუქტურული პრობლემა

კაპიტალის გლობალიზაციამ, დეინდუსტრიალიზაციამ, შრომის ბაზრის ცვლილებამ,  სერვის ეკონომიკაში არაპროპკავშირული დასაქმების ზრდამ, სოციალური დანახარჯების შემცირებამ და სხვა სოციო-ეკონომიკურმა ცვლილებებმა გასული სამი დეკადის განმავლობაში უთანასწორობა თითქმის ყველა პოსტინდუსტრიალურ სახელმწიფოში გაზარდა.  ამის პარალელურად კვლევით ლიტერატურაში არსებობს ფართო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების გავლენით,  კეთილდღეობის ბენეფიტებისა და სოციალური საცხოვრისის შემცირების კვალდაკვალ გასული 30 წლის განმავლობაში უსახლკაროთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა (Snow, Andersen, 1993, Burt, 1997, Hopper, Susser and Conover, 1985).


EMC: უსახლკარობა – სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი

Library Thumbnail Image

სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებისა და კვლევითი მონაცემების სიმწირის ფონზე, კვლევამ მიზნად დაისახა საცხოვრისის უფლების რეალიზების მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუციური ჩარჩოს, კანონმდებლობის და უსახლკარობის დეფინიციის შესწავლა. კვლევა ასევე აანალიზებს საცხოვრისის სერვისების მუნიციპალურ დონეზე არსებულ სისტემას, მის მიმართებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ადმინისტრირებულ ტრანზიტულ და სპეციალიზებულ სერვისებთან და ავლენს მისი მუშაობის მთავარ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს.

კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც მოიცავს უსახლკარობის ფორმებისა და მიზეზების სოციოლოგიურ ანალიზს, ერთი მხრივ, უსახლკარო თუ სათანადო საცხოვრისის არმქონე პირებს შორის ალტერნატივისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების სიმწირის შესახებ მსჯელობს, მეორე მხრივ კი, იმის ილუსტრირებას ახდენს, თუ როგორ ურთიერთქმედებს ეს საზოგადოებრივ სისტემებში არსებულ სოციალურ უსამართლობასთან.


.

EMC: უფლება სათანადო საცხოვრებელზე – ძირითადი გამოწვევების ანალიზი

Library Thumbnail Image

წინამდებარე კვლევის მიზანია, მიმოიხილოს სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტები, კარგი პრაქტიკა და ასევე უფლებით სარგებლობასთან და- კავშირებული გამოწვევები. რამდენადაც სათანადო საცხოვრებლის უფლების კომპონენ- ტების დაცვის საჭიროებას საერთაშორისო თუ ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო- ები და ეკვივალენტური ინსტიტუტები დამატებით ხედავენ სხვა უფლებების კატეგორიაში, მიმდინარე კვლევის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის უფლებათა და თავი- სუფლებათა განუყოფლობის კონცეფციის დანახვა სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან კავშირში. ამ კუთხით მოსაზრებების არაერთგვაროვნების მიუხედავად, წინამდებარე დო- კუმენტი ყურადღებას ამახვილებს საყოველთაო კონსენსუსზე, რომელიც სასამართლოების მიერ განსჯადი არაერთი უფლებრივი შინაარსის ქვეშ ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს სათანადო საცხოვრებლის უფლების ცალკეულ კომპონენტებს.


.

.


წლების მანძილზე, უსახლკარობა არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემური ხედვის არარსებობის პირობებში, საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები სუსტ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2019 წლის მაისში, ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისებისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. წინამდებარე დოკუმენტი ამ ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მომზადდა.

ღია საზოგადოების ფონდი: უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები – საერთაშორისო მიმოხილვა

ღია საზოგადოების ფონდი: საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში


მულტიმედია:

European.ge: სჭირდება თუ არა ქვეყანას საბინაო პოლიტიკა?

EMC: უსახლკარობა, სახელმწიფოსგან არაღიარებული პრობლემა

რეალური სივრცე: საბინაო პოლიტიკა რეალურ სივრცეში

ინდიგო: უსახლკაროდ