კვლევის ავტორი: ნათია ქარჩილაძე

სამეცნიერო ხელმძღვანელები: იაგო კაჭკაჭიშვილი, მაია ბარქაია

არაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტები:   

თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე

საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში, საქართველოში ეკონომიკური ტრანზიციის პირობებში, დღემდე, ვაჭრობა დაარაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დაბალი სოციალურიდა ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე მოსახლეობისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თუხელისუფლება ვერ ახერხებდა/ახერხებს ბაზისური ინფრასტრუქტურული, ადმინისტრაციული და ინსტიტუციურიწესრიგის უზრუნველყოფას, დასაქმების ადგილების შენარჩუნებასა და ახალი ადგილების გაჩენას, შედეგად, 1990-1999 წლების პერიოდში ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების პროცენტული რაოდენობა 91%-იდან 57%-მდეშემცირდა, ამ მძიმე სოციო-ეკონომიკური პირობებიდან თავის დასაღწევად ადამიანები პირადი ძალისხმევით, სხვადასხვა არაფორმალური პრაქტიკებისა გამოყენებით, ცდილობდნენ თავის გატანას და საარსებო მინიმუმისგამომუშავებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვითდასაქმებულებს, ძირითადად, წარმოადგენდნენ სოციალურადყველაზე მოწყვლადი ფენები თუ ჯგუფები, მათ შორის ჭარბობდნენ ქალები, საპენსიო ასაკის ადამიანები, და აგრეთვე, იძულებით გადაადგილებული პირები თუ შიდა მიგრანტები, რომლებიც დღემდე ყველაზე მეტად არიან ასოცირებულნიარაფორმალურ სექტორში ჩაბმულ, წვრილ და გარემოვაჭრეებთან (Manning, 2009, pg. 29). (ქებურია 2017)

რაც შეეხება ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, ნიშანდობლივია, რომ მაშინდელი სახელისუფლებო გუნდისწარმომადგენლები განსაკუთრებით არ წყალობდნენ გარემოვაჭრეებს – 2007 წელს უნებართვო გარევაჭრობაკანონგარეშედ გამოცხადდა, ხოლო მათ, ვინც კვლავ აგრძელებდა ასეთ საქმიანობას, მაღალ ჯარიმებს აკისრებდნენ. სწორედ ამ პერიოდში იწყება არაფორმალური სავაჭრო სივრცეების პრივატიზება, საჯარო სივრცეების დაცლაკიოსკებისაგან და ხელნაკეთი სავაჭრო დახლებისგან და მათ ადგილას სუპერმარკეტებისა თუ თანამედროვე სავაჭროცენტრების აშენება; ხოლო 2012 წლის მთავრობის ცვლილების შემდეგ, გარემოვაჭრეები ნელ-ნელა კვლავ იწყებენდაბრუნებას ქუჩებში, ტროტუარებზე. მთვარობის ცვლილების შედეგ მათთვის საჯარო სივრცეები კვლავხელმისაწვდომი ხდება (Polese, Morris, Rekhviashvili, 2016, pg.20), (Rekhviashvili, 2015, pg. 490). (ქებურია 2017)

რაც შეეხება 2016 წლის არჩევნებს, მას შემდეგ, რაც ცენტრალური ხელისუფლება პარლამენტში საკონსტიტუციოუმრავლესობით იმარჯვებს და მისი მმართველობის მეორე ვადა სულ რამდენიმე თვის დაწყებულია, 2017 წლისპირველ ნახევარში გარემოვაჭრეები კვლავ აწყდებიან სახელისუფლებო სტრუქტურები კვლავ ანახლებენ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების დევნას და რეპრესიებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ვარდების რევოლუციის პერიოდის, და დღეს უკვე ქართული ოცნებისხელისუფლების პირობებში გატარებული ღონისძიებები გარემოვაჭრეების წინააღმდეგ, გარკვეულწილად, ერთმანეთსიმეორებს – ორივე შემთხვევაში ხდება/ხდებოდა გარემოვაჭრეების იძულებითი გაყვანა საჯარო სივრციდან, ხოლოალტერნატივის სახით ფორმალურ-ადმინისტრირებულ სივრცეებში კომერციული სავაჭრო დახლების შეთავაზება, რისი ქირაობის საშუალებაც, რეალურად, გარემოვაჭრეებს არ აქვთ. ამ კონტექსტში, როგორც უკვე აღინიშნა, ქალები არიან სწორედ ის ძირითადი, მოწყვლადი პირები, ვისიგამოცდილებაც და როლიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველომ გამოიარა ეკონომიკურიტრანზიციის პერიოდი და 90-იანი წლები, როცა აქ სამოქალაქო ომი იყო, შესაბამისად ერთი მხრივ – ქვეყნისეკონომიკა და მეორე მხრივ – ოჯახი, ქალის კისერზე გადადიოდა. საქართველოში, მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ქალებს მუდმივად უწევდათ/უწევთ ოჯახების შენახვა. შედეგად, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ამ დროის განმავლობაში მივიღეთ ის, რომ ქალები მასობრივადგავიდნენ ქუჩებში სავაჭროდ სხვადასხვა წვრილმანისა თუ პროდუქტის გასაყიდად. თუმცა, გარდა ანაზღაურებადი, არაფორმალური, სამუშაოსა, რომელიც დაბალანაზღაურებადი, მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშია, ქალებსსახლის საქმეების შეთავსებაც მოუწიათ, ეს საქმეც არ ჩამოშორდა მათ, ეს კი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ისეთი ბაზისური ტექნიკის არარსებობის შემთხვევაში, როგორიცაა, სარეცხი მანქანა, თბილი წყალი და ა.შ. თუმცა, რეპროდუქციული შრომა იმდენად შეუმჩნეველი და უხილავი იყო/არის, რომ მას ყველა თავისთავადად თვლის/თვლიდა და მიიჩნევს/მიიჩნევდა, რომ ქალის თავისთავადი მოვალეობაა დალაგება, რეცხვა, ოჯახზე ზრუნვა. გარდა ამისა, უხილავთან ერთად, იგი აუნაზღაურებელი და ყველაზე დაუფასებელია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქალი გარემოვაჭრეების კონტექსტი ვიკვლიოთ, რომლებიც, გარდა კერძო სფეროში მოღვაწეობისა, საჯაროსფეროშიც წინააღდეგობებსა და ჩაგვრას განიცდიან. დღეს კი ეს სფერო კანონგარეშეა, შრომით ბაზარზე ისედაცმცირე რეგულაციებისა და გარანტიების ფონზე.

მაშინ, როცა მმართველმა ელიტებმა გადაწყვიტეს, რომ ქალაქი გარემოვაჭრეებისაგან “გაეწმინდათ” (ქეთელაური2017), მეტროებთან, ტროტუარებზე ვხედავთ მძიმე ტომრებით, წიგნებით ან ყუთებით ფეხზე მდგარ ქალებს რომლებიცზედამხედველ ბიუროკრატებს ემალებიან. შესაბამისად, ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდაგარემოვაჭრე ქალების პრობლემების, გამოწვევების შესწავლა; იმ ბრძოლებზე საუბარი, რისი გავლაც მათყოველდღიურად საჯარო სივრცეში უწევთ. მოცემული თემის შესასწავლად კი მნიშვნელოვანია გარემოვაჭრე ქალებისცხოვრების ისტორიების, მათი თითოეულ შემთხვევაზე დაკვირვება, შესწავლა და გამოკვლევა. მნიშვნელოვანია, რომ თავად უშუალოდ იყო ჩართული პროცესში და აკვირდებოდე, უშუალოდ იყო მონაწილე იმპროცესებისა, რისი გავლაც მათ უწევთ, როცა პოლიციის მანქანას დაინახავენ და იმალებიან, ან როცა მძიმე ხისყუთები უჭირავთ ხელში.

შესაბამისად, მოცემულ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალი გარემოვაჭრეების პრობლემების შესწავლასა და მათ სამუშაო პროცესზე დაკვირვებას.


იხილეთ კვლევის ანგარიში:


ნაშრომზე საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. კვლევა მომზადებულია სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში.