ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲘᲖᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝᲨᲘ ᲗᲘᲗᲥᲛᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲣᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘᲐ ᲬᲛᲘᲜᲓᲐᲓ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲐᲜ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲔᲠᲗᲘ ᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲘᲡ ᲭᲠᲘᲚᲨᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ. ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲣᲠᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲣᲠᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲘ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ. ᲓᲦᲔᲡ, ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲐᲕᲔᲜ ᲛᲣᲚᲢᲘᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲣᲠ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲡ ᲐᲛᲐ ᲗᲣ ᲘᲛ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘᲡ ᲤᲐᲠᲗᲝ ᲙᲝᲜᲔᲢᲥᲡᲢᲨᲘ ᲡᲐᲙᲕᲚᲔᲕᲐᲓ. ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲝᲑᲐᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲠᲦᲕᲔᲕᲡ ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲔᲑᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ ᲓᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠ ᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ-ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠ ᲭᲠᲘᲚᲨᲘ ᲒᲐᲜᲘᲮᲘᲚᲐᲕᲡ, ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ, ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲗᲣ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲐᲡᲞᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲘᲗ. ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ-ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ ᲐᲠᲐ ᲛᲐᲠᲢᲝ ᲤᲐᲠᲗᲝ ᲡᲣᲠᲐᲗᲡ ᲮᲐᲢᲐᲕᲡ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲘᲒᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐᲡ ᲒᲕᲐᲫᲚᲔᲕᲡ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲕᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲝᲗ ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲗ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡ ᲨᲘᲒᲜᲘᲗ ᲗᲣ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠ ᲐᲡᲞᲐᲠᲔᲖᲖᲔ. ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲐᲛᲘᲢᲝᲛ, ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲒᲐᲐᲪᲜᲝᲡ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲜᲢᲔᲑᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲐ ᲓᲐ ᲐᲩᲕᲔᲜᲝᲡ ᲛᲘᲡᲘ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲐ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲤᲔᲠᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲡᲐ ᲗᲣ ᲨᲔᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐᲨᲘ. 

ᲙᲣᲠᲡᲘ ᲡᲐᲛ ᲜᲐᲬᲘᲚᲐᲓ ᲘᲧᲝᲤᲐ: ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡ ᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ ᲛᲔᲗᲔᲥᲕᲡᲛᲔᲢᲔ ᲡᲐᲣᲙᲣᲜᲘᲓᲐᲜ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲐᲛᲓᲔ, ᲛᲔᲝᲠᲔ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲬᲧᲝᲑᲘᲡ ᲙᲝᲜᲢᲣᲠᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ. 

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲐᲡ ᲨᲔᲣᲥᲛᲜᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲣᲠᲘ ᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲚᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲔᲝᲠᲘᲣᲚ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲔᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐᲖᲔ. ᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲡ ᲗᲘᲗᲝᲔᲣᲚᲘ ᲚᲔᲥᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲝᲡ ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲚᲘᲖᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲔᲮᲣᲠᲔᲑᲘ, ᲛᲝᲪᲔᲛᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲙᲝᲜᲢᲔᲥᲡᲢᲘ ᲓᲐ ᲘᲛ ᲓᲠᲝᲘᲡ ᲬᲐᲛᲧᲕᲐᲜᲘ ᲞᲝᲚᲘᲢ. ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲜᲐᲐᲖᲠᲔᲕᲘ.

ᲛᲔᲝᲠᲔ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲐᲖᲠᲘᲡ, ᲛᲝᲜᲔᲢᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲘᲔᲠᲐᲠᲥᲘᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲛᲝᲧᲐᲚᲘᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲡ ᲔᲗᲛᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲘᲡᲔᲗ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲡ ᲒᲐᲜᲘᲮᲘᲚᲐᲕᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘᲪᲐᲐ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ, ᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ, ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐ, ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲘᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ. ᲐᲡᲔᲕᲔ, ᲮᲐᲖᲘ ᲔᲡᲛᲔᲑᲐ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝ ᲒᲐᲓᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲐᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚ ᲓᲐ Ე.Წ. ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲓ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ  ᲓᲐ ᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲐ ᲔᲗᲛᲝᲑᲐ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲡ. 

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ ᲣᲨᲣᲐᲚᲝᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲗᲛᲝᲑᲐ, ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲓᲐᲜ ᲓᲦᲔᲛᲓᲔ. ᲐᲥ ᲒᲐᲜᲮᲘᲚᲣᲚᲘᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲞᲝᲡᲢ-ᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲢᲠᲐᲜᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ, ᲐᲡᲔᲕᲔ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲗᲣ ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲝᲪᲘᲝ-ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ. ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲜᲐᲬᲘᲚᲨᲘ ᲒᲐᲜᲮᲘᲚᲣᲚ ᲗᲔᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲜᲐᲬᲘᲚᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲬᲧᲝᲑᲘᲡ ᲙᲝᲜᲢᲔᲥᲡᲢᲗᲐᲜ. 

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲡᲘᲚᲐᲑᲣᲡᲘ

ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ-ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲔᲑᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲮᲐᲖᲘ
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲡᲬᲐᲕᲚᲝᲗ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ?ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡ ᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲙᲝᲜᲢᲣᲠᲘ
ᲛᲔᲝᲠᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ (XVI-XVIII) ᲛᲔᲠᲙᲐᲜᲢᲘᲚᲘᲖᲛᲘ, ᲙᲝᲚᲝᲜᲘᲐᲚᲘᲖᲛᲘ, ᲐᲓᲐᲛ ᲡᲛᲘᲢᲘ
ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ (XVIII-XIX) ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ, LAISSEZ FAIRE ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ, ᲛᲐᲠᲥᲡᲘ
ᲛᲔᲝᲗᲮᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ  (XIX-XX)ᲐᲮᲐᲚᲘ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲐᲚᲘᲖᲛᲘ
ᲛᲔᲮᲣᲗᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲘᲓᲔᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ (1920-ᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘᲓᲐᲜ II ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲐᲛᲓᲔ)ᲓᲘᲓᲘ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲐ, ᲞᲝᲚᲐᲜᲘ, ᲙᲔᲘᲜᲡᲘ, NEW DEAL
ᲛᲔᲔᲥᲕᲡᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘ II ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐ, ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ
ᲛᲔᲨᲕᲘᲓᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲜᲔᲝᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ, ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲔᲢᲐᲠᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ, ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲘᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ, ᲜᲔᲝ-ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲐᲚᲘᲖᲛᲘ, ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡ ᲡᲝᲪᲘᲝ-ᲔᲙᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲖᲦᲕᲐᲠᲘ
ᲛᲔᲠᲕᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲡᲘᲛᲔᲢᲠᲘᲐ ᲓᲐ ᲙᲔᲗᲘᲚᲓᲦᲔᲝᲑᲘᲡ ᲣᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝ ᲒᲐᲓᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲐ, ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲗᲔᲝᲠᲘᲔᲑᲘ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ
ᲛᲔᲪᲮᲠᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲞᲝᲡᲢ-ᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ:ᲕᲐᲨᲘᲜᲒᲢᲝᲜᲘᲡ ᲙᲝᲜᲡᲔᲜᲡᲣᲡᲘ, ᲨᲝᲙᲣᲠᲘ ᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ, ᲢᲠᲐᲜᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲞᲐᲠᲐᲓᲘᲒᲛᲐ
ᲛᲔᲐᲗᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲡᲢ-ᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ (1991-2003)
ᲛᲔᲗᲔᲠᲗᲛᲔᲢᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲡᲢ-ᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲕᲐᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ
ᲛᲔᲗᲝᲠᲛᲔᲢᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲡᲢ-ᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: ᲕᲐᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲡᲝᲪᲘᲝ-ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ
ᲛᲔᲪᲐᲛᲔᲢᲔ ᲚᲔᲥᲪᲘᲐᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲮᲔᲓᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ 

2 ᲛᲐᲠᲢᲘ, 12:00ᲡᲗ-ᲓᲐᲜ

2 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 23:00ᲡᲗ-ᲛᲓᲔ.

ᲙᲣᲠᲡᲖᲔ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ და მასში ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲣᲤᲐᲡᲝᲐ

რეგისტრაცია

რეგისტრაცია დაიწყება 2 მარტს, 12:00სთ-ზე.

ᲒᲐᲠᲓᲐ ᲚᲔᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡᲐ, ᲙᲣᲠᲡᲘ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲡᲐᲪ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡᲐᲪ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ WEBINAR-ᲔᲑᲘᲡ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ:

ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲡ ᲒᲐᲓᲐᲔᲪᲔᲛᲐᲗ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲙᲐᲢᲘ. 

ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ,,ᲡᲐᲓᲘᲡᲙᲣᲡᲘᲝ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ” ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲤᲠᲘᲓᲠᲘᲮ ᲔᲑᲔᲠᲢᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘᲡ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ.