2020 წლის 30 იანვარს ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) წარმოადგინა კვლევის ,,ცვლილებათა ათწლეული: მოსაზრებები და ღირებულებები საქართველოში, 2009-2019″ შედეგები.

კავკასიის ბარომეტრი საქართველოს და სომხეთის მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. აქამდე, კავკასიის ბარომეტრის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია 2008 წლიდან დღემდე ჩატარებული 9 ტალღის მონაცემები.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომდგენლობითია, მონაცემთა განზოგადება კი შესაძლებელია თბილისის, საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლების დონეზე. საქართველოში 2015 წლიდან გამოკითხვა ტარდება აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. საშუალოდ, თითოეულ ტალღაში გამოკითხულთა რიცხვი 2100 რესპონდენტს შეადგენს, ხოლო შეფასებათა საშუალო ცდომილება 2.2-2.8%-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება კავკასიის ბარომეტრის 2019 წლის მონაცემებს, საველე სამუშაოები 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს, ხოლო კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2317 რესპონდენტი.

გთავაზობთ, კვლევის მონაცემების თემატიკების მიხედვით:

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

ზოგადად, რამდენად ბედნიერი ხართ? კითხვაზე საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე – უბედურად.

ამასთან, ტენდენცია აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე შეიცვალა განწყობა სხვების მიმართ – ადამიანები საშუალოდ თვლიან, რომ სხვებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. აღნიშნული მონაცემი დიაგრამაზე წარმოდგენილაი შეკითხვის ,,როგორ ფიქრობთ, ზოგადად, ადამიანებს შეუძლია ენდოს საქართველოში მცხოვრები ხალხის უმეტესობას, თუ, პირიქით, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ხალხთან ურთიერთობისას?

კავკასიის ბარომეტრი ამოწმებს მოსახლეობაში ფატალიზმის აღქმას. კვლევაში რესპონდენტებს უნდა აერჩიათ ორი შესაძლო პასუხის ვარიანტიდან ერთ-ერთი. კერძოდ, როგორ მიაჩნიათ მათ: ადამიანები თავად განაგებენ საკუთარს ბედს, თუ ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას მიემართება.

როგორც ანგარიშშია ნაჩვენები, მოსახლეობა უფრო მიდრეკილია, თქვას, რომ ადამიანები საკუთარ ბედს თავად განაგებენ.

ასევე, კეთილდღეობის ნაწილში რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა, ზოგადად, როგორ შეაფასებდნენ თავიანთ ჯანმრთელობის მდგომაორებას? როგორც ძალიან ცუდს / ცუდს / საშუალოს / კარგს თუ ძალიან კარგს. მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სოციალური ნორმები და ღირებულებები:

პირველი შეკითხვა ეხება დამოკიდებულებას სხვა ეროვნებების მიმართ. როგორც კვლევამ აჩვენა, საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ახლოს უკრაინელებთან და რუსებთან, ყველა შორს კი – არაბებთან, ირანელებთან და იეჰოვას მოწმეებთან აყენებს.

შემდეგი შეკითხვა ეხება იმას, თუ ყველაზე მეტად ვის არ ისურვებდნენ მათ მეზობლად რესპონდენტები. ამ მხრივ, 2017 და 2019 წლის მონაცემებში ყველაზე მაღალი მნიშვნელობა რესპონდენტებმა კრიმინალებს (27 და 27%), ნარკომანებს (22 და 25%) და ჰომოსექსუალებს (23 და 24%) მიანიჭეს.

კვლევაში შემოწმდა თუ როგორ უყურებს მოსახლეობა ქალებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქცევებს. კერძოდ, შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რომელი ასაკიდანაა მისაღები ქალისთვის: ძლიერი ალკოჰოლური სასმელების დალევა, სიგარეტის მოწევა, მშობლების ცალკე ცხოვრება ქორწინებამდე, სქესობრივი ურთიერთობების დამყარება ქორწინებამდე და საპირისპირო სქესის ადამიანთან თანაცხოვრება ქორწინების გარეშე.

როგორც კვლევა აჩვენებს, მართალია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კონსერვატიულადაა განწყობილი ქალის როლის შესახებ, თუმცა ასეთი დამოკიდებულებები 2010 წელთან შედარებით შემცირებულია.

რაც შეეხება ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლების განაწილებას, კვლევები აჩვენებს, რომ 2010 წელთან შედარებით გაორმაგდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახს ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა არჩენდეს.

ამასთან, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ბავშვის სქესს ოჯახში. აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით 13 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

შემდეგი შეკითხვა ეხება იმას, თუ რა მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად. კითხვაზე შემოთავაზებული იყო შემდეგი არჩევითი პასუხები: ნაცნობობა, გამართლება, საჭირო ხალხის პატივისცემა, ასაკი, გარეგნობა, განათლება, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, ნიჭი.

კვლევების შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ საქართველოში სამსახურის საშოვნელად მერიტოკრატიული ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია.

კვლევისას შესწავლილ იქნა მოსახლეობის რელიგიასთან დამოკიდებულებები და განწყობები. 2008-2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმავლესობა საკუთარ თავს რელიგიურად მიიჩნევს, თუმცა რელიგიურ მსახურებას იშვიათად ესწრება.

დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დაშლის მიმართ:

კვლევაში რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა, თუ როგორ მიიჩნევდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის. როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, მოსახლეობის აზრი თანაბრადაა გაყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლასთან დამოკიდებულების მიმართ.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად აფასებენ ამ მოვლენას დადებითად, ვიდრე ხნიერი რესპონდენტები.

რესპონდენტებმა, რომლებმაც უპასუხეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოს კარგი მოვლენა იყო (ასეთია რესპონდენტების 41%), საბჭოთა კავშირის დაშლისადმი დადებით დამოკიდებულებას დამოუკიდებლობის მოპოვებითადა ეროვნული კულტურის განვითარების შესაძლებლობით ხსნიან.

ხოლო იმ რესპონდენტების შემთხვევაში, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოს ცუდ მოვლენად მიიჩნია (ასეთია რესპონდენტების 42%), მათი დიდი ნაწილი უარყოფით დამოკიდებულებას ეკონომიკური შედეგებითა და სამხედრო კონფლიქტებით ხსნიან. რესპონდენტების 64% მიუთითებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუარესდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა .

ენების ცოდნა და დამოკიდებულებები:

კვლევა აჩვენებს, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ინგლისურს გარკვეულ დონეზე ფლობენ. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ საშუალო სკოლებში ინგლისური ენა უნდა იყოს სავალდებულო.

კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამად საქართველოს ოჯახების თითქმის ნახევარი ფლობს კომპიუტერს და მისი მეშვეობით სარგებლობს ინტერნეტით. ოჯახების ორი მესამედი ინტერნეტს მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. ასევე, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% ინტერნეტით სარგელობს, რაც 2009 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

საშინაო პოლიტიკა

კვლევისას, რესპონდენტებმა პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში, ასევე, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა. როგორც კვლევა აჩვენებს, მოსახლეობა მთავარ პრობლემად ეკონომიკური ხასიათის საკითხებს ხედავს (უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა/ინფლაცია).

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საშინაო პოლიტიკა საქართველოში არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამ მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდება..

რაც შეეხება ინსტიტუციების მიმართ ნდობას, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს, რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებს და პოლიციას ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი – პოლიტიკურ პარტიებს.

ჯანდაცვის სისტემის შემთხვევაში, რესპონდენტების განწყობები შემდეგია:

ასევე, 2019 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით მიხედვით საქართველოში მომუშავე ბანკებს არ ენდობა (საერთოდ, ძირითადად) გამოკითხული რესპონდენტების 37%, ხოლო სრულად ენდობა ან ძირითადად ენდობა რესპონდენტების 25%.

2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სისტემას რესპონდენტების 22% არ ენდობა (საერთოდ ან ძირითადად არ ენდობა), რაც წინა წლის მონაცემეთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. (2017 წელი – 18%; 2015 წელი – 10%).

ნდობა საქართველოს მასმედიის მიმართ:


2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებს ძირითადად ან სრულად ენდობა რესპონდენტების 70%.

რაც შეეხება საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობას, 2019 წლის შედეგების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ენდობა (საერთოდ ან ძირითადად) რესპონდენტების 25%, ხოლო ძირითადად ან სრულად ენდობა რესპონდენების 20%.

როგორც კვლევები აჩვენებს, საქართველოს ჯარის მიმართ ნდობა რესპონდენტებში ყველაზე მაღალია. 2019 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით, საქართველოს ჯარს ძირითადად ან სრულად ენდობა გამოკითხული რესპონდენტების 74%.

ასევე, ნდობის მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს პოლიციას. რესპონდენტების 47% ძირითადად ან სრულად ენდობა საქართველოს პოლიციას.

გამოკითხული რესპონდენტების 37% ძირითადად, ან საერთოდ არ ენდობა საქართველოს სასამართლო სისტემას,  ამ ინსტიტუციას კი ნდობა რესპონდენტების მხოლოდ 17%-მა გამოუცხადეს. ასევე, მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სასამართლოები საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობიან.

ასევე, საქართველოს პარლამენტის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი 2019 წელს გაიზარდა. რესპონდენტები, რომლებიც საერთოდ ან ძირითადად არ ენდობიან საქართველოს პარლამენტს 2019 წლის მონაცემების მიხედვით ასეთი რესპონდენტების წილი 46%-ია.

ასევე, მაღალია უნდობლობის მაჩვენებელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. 2019 წლის მონაცემების მიხედვით რესპონდენტების წილი, რომლებიც საერთოდ ან ძირითადად არ ენდობიან აღმასრულებელ ხელისუფლებას 40%-ია.

ასევე, 2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რესპონდენტების მხოლოდ 17% ენდობა სრულად ან ნაწილობრივ, ხოლო 49% საერთოდ ან ძირითადად არ ენდობა მას.

პოლიტიკური  პარტიებისადმი ნდობა კვლავ დაბალია. 2019 წლის მონაცემებით, პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ ან ძირითადად არ ენდობა გამოკითხული რესპონდენტების 50%.

ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ ნდობის მაჩვენებელი შემდეგია:

სახალხო დამცველს, 2019 წლის მონაცემებით, რესპონდენტების მხოლოდ 17% არ ენდობა (საერთოდ ან ძირითადად), ხოლო 29%
სრულად ან ძირითადად ენდობა მას.

ნდობა ევროკავშირის მიმართ:

ნდობა გაეროს მიმართ:

მოსაზრებები მთავრობის როლის მიმართ:

კვლევაში რესპონდენტებს შეთავაზეს 2 სავარაუდო პასუხიდან დაეფიქსირებინათ, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ თითოეულ მათგანს.
ა. ადამიანები ბავშვებივით არიან, მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე.
ბ. მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული: ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები, და უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსაზრებები მთავრობის როლის შესახებ გაყოფილია – თითქმის ნახევარი თვლის, რომ მას ე.წ პატერნალისტური როლი უნდა ჰქონდეს.

კვლევა აჩვენებს, რომ მცირდება იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლება ადამიანებს სამართლიანად ექცევა.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 2/3-ზე მეტი ეთანხმება, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არსებობს. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ საქართველო დემოკრატიულია, თუმცა ნახევარი აღიარებს, რომ დემოკრატიას დიდი პრობლემები აქვს. კერძოდ, მცირდება მხარდაჭერა დემოკრატიული წყობის მიმართ – მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამბივალენტურია, ან – არადემოკრატიული მთავრობა ჯობია.

მოსაზრებები საპროტესტო აქციების შესახებ:

მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ხალხმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

კონფლიქტები

კითხვაზე, შესაძლებელი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან არიდება, კვლევა აჩვენებს, რომ თითქმის ათი პროცენტული პუნქტით გაზრდილია იმ ადამიანების წილი, რომლებიც თვლიან, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

2013 წელთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ აფხაზეთსა და საქართელოს შორის კონფედერაციის შექმნა მისაღებია, ამასთან, აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ან – რუსეთის შემადგენლობაში არსებობა. ამასთან, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღებია, სამხრეთ ოსეთს ჰქონდეს მნიშვნელოვანი ავტონომია, ან იყოს კონფედერაციის ნაწილი.

საგარეო პოლიტიკა:

მოსახლეობის მეოთხედი თვლის, რომ საქართველოს მეგობრები არ ჰყავს. ათი პროცენტული პუნქტით შემცირებულია იმ ადამიანთა წილი, რომლებიც ქვეყნის მთავარ მეგობრად აშშ-ს მიიჩნევს. მოსახლეობის თითქმის ნახევრისთვის მთავარ მტერს რუსეთი წარმოადგენს.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერას მოსახლეობა ძირითადად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით ხსნის.

მიგრაცია:

რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ჰყავს ნათესავი, რომლეიც საქართველოს ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ხანია, ცხოვრობს.


წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)

პრეზენტაციის ფაილი