fbpx

პროექტის პრეზენტაცია

,,ადამიანის უფლებები: კრიტიკული პერსპექტივები” Platforma.ge-ის მიერ შექმნილი ახალი ციფრული კურსია, რომელსაც ვახორციელებთ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების კონცეფციის ფილოსოფიური საფუძვლების, ისტორიული განვითარებისა და ფორმაციების და თანამედროვეობაში მისი არსისა და მნიშვნელობის შესახებ. კურსის ფარგლებში საუბარი იქნება ადამიანის უფლებების რელატიურობისა და უნივერსალურობის კონცეფციებზე, სხვადასხვა პერსპექტივიდან კონცეფციის კრიტიკაზე და კონცეფციის გამოწვევებზე თანამედროვე ეპოქაში.

კურსი შედგება 10 სალექციო თემატიკისგან, თითოეული სალექციო თემატიკა მოიცავს ვიდეო ლექციას, ლექციის ტრანსკრიპტს (ტექსტობრივ ჩანაწერს) და სპეციალურად თითოეული თემატიკისთვის მომზადებულ რიდერს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სტატიების და თარგმანების სინთეზს.

კურსზე რეგისტრაცია უფასოა და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. კურსი და მისი ყველა აქტივობა ელექტრონული ფორმით წარიმართება. აპლიკანტები, რომელთაც სურთ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება, ონლაინ გაივლიან 2 შუალედურ ტესტირებას და ერთ ფინალურ დავალებას კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 15 ნოემბრიდან – 15 დეკემბრამდე.

2019 წლის დეკემბერში Platforma.ge კურსის პრეზენტაციას გამართავს თბილისსა და რეგიონების უნივერსიტეტებში.

ინფორმაცია პრეზენტაციის თარიღების შესახებ გამოქვეყნდება მოგვიანებით.