fbpx

მეცნიერება და მისი ვექტორები საქართველოში – საჯარო ლექცია

2019 წლის 31 ოქტომბერს, გიწვევთ პროფ. მარინა ჩიტაშვილის საჯარო ლექციაზე ,,მეცნიერება და მისი ვექტორები საქართველოში”.

მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარება და ინტეგრირება უნივერსიტეტებში მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ძირითადი მიმართულებაა. საქართველოში საბჭოური მემკვიდრეობით მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარება ძირითადად გატანილი იყო უმაღლესი განათლებიდან და ხორციელდებოდა მეცნიერებათა აკადემიას დაქვემდებარებულ სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტებსა და უწყებრივ ინსტიტუტებში. 2004 წლიდან უმაღლესი განათლების კანონის მიღებით მეცნიერების ინტეგრირება სტრუქტურულად უნივერსიტეტების პრეროგატივა გახდა. პოსტ-საბჭოთა ინერციის დაძლევა დღემდე ბოლომდე არ მომხდარა, რასაც ინსტიტუციონალური მიზეზები აქვს, როგორც მაკრო, ასევე მეზო და მიკრო დონეზე. მაკრო დონეზე არ არსებობს პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რას აკეთებს სახელმწიფო და რა კონკრეტული განხორციელების გზებია დასახაული მეცნიერების განვითარებისათვის, უნივერსიტეტების სტრატეგიაში არ არის მკაფიო ორიენტირები, როგორც ხდება მეცნიერების მენეჯმენტი და რაზეა ორიენტირებული ცალკეული უნივერსიტეტი, ხოლო მიკრო დონეზე არ არის ნათელი როგორ ხდება არსებული ადმიანური რესურსების განვითარება მეცნიერების ხელშეწყობისათვის. ფრაგმენტულობა და პრიორიტეტების არ არსებობა, ინტერდისციპლინური თემებზე ორიენტირებული პრობლემური ლაბორატორიებისა და კვლევითი ჯგუფების არ არსებობა, სადოქტორო სწავლების და პოსტ-დოქტორანტურის სუსტი ბმა აკადემიური სივრცეში კარეიერის დაგეგმვისათვის, უნივერსიტეტების და ბიზნესის ურთიერთობების ნომინალური არსებობა ის ძირითადი ხელშემშლელი ვექტორებია, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში სამეცნიერო პოტენციალის ჩართვას.

ღონისძიბა ტარდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, 214-ე აუდიტორია.
ღონისძიების დაწყების დრო: 18:00სთ.

პროფ. მარინა ჩიტაშვილი მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; სხვადასხვა დროს, როგორც მეცნიერ-მკვლევარი, მიწვეული იყო ლუნდის(შვეცია), უელსის(დიდი ბრიტანეთი), მიუნხენის(გერმანია) და სტენფორდის(აშშ) უნივერსიტეტებში. არის რამდენიმე წიგნისა და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.