fbpx

წიგნის პრეზენტაცია: ზიგმუნტ ბაუმანი – თხევადი მოდერნულობა

30 ოქტომბერს 19:00სთ-ზე, PLATFORMA.ge და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე:

ზიგმუნტ ბაუმანი: თხევადი მოდერნულობა

მთავარი მოხსენება: “ზიგმუნტ ბაუმანი და პოსტმოდერნის სამყარო”
მომხსენებელი რეზი ქოიავა.

წიგნის წარდგენა:

• თემო ბეჟანიძე , Platforma.ge
• ნათია ქარჩილაძე, გადაცემა ,,ათვლის კუთხე”.

„თხევადი მდგომარეობა“ სითხეებისა და აირების თვისებაა. რაც განასხვავებს მათ მყარი სხეულებისგან, მათ „არ შეუძლიათ გაუძლონ მხებ ან მამოძრავებელ ძალას, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომაც მუდმივად იცვლიან ფორმას ამგვარი ზემოქმედებისას“.
წიგნი ეძღვნება 5 ცნების ანალიზს პოსტმოდერნულ სამყაროში, ესენია: ემანსიპაცია, ინდივიდუალიზმი, დრო/სივრცე, სამუშაო და საზოგადოება.

პუბლიკაცია გამოიცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე წიგნები გავრცელდება უფასოდ.

მისამართი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, 214-ე აუდიტორია.
დრო: 30 ოქტომბერი, 19:00სთ