fbpx

ერიკ ჰობსბაუმი – მსოფლიო რევოლუცია

თარგმანი მოამზადა გიგი ბერიძემ.

ერიკ ჰობსბაუმი 

მსოფლიო რევოლუცია
(მესამე თავი წიგნიდან ,,ხანმოკლე მეოცე საუკუნე’’)  

იმავდროულად, (ბუხარინმა) დაამატა, ,,მე ვფიქრობ რომ ჩვენ შევედით რევოლუციის იმ პერიოდში, რომელიც შეიძლება ორმოცდაათი წელიც გაგრძელდეს, სანამ რევოლუცია არ გაიმარჯვებს  ევროპაშიც და შემდეგ მთელს მსოფლიოში’’

არტურ რენსომი ,,ექვსი კვირა რუსეთში, 1919 წელს’’  (რენსომი, 1919, გვ.54)  

რა საშინელებაა, კითხულობდე შელის ლექსებს, (რომ არ ვახსენოთ ეგვიპტელი გლეხების 3000 წლის წინანდელი ლექსები) ჩაგვრისა და ექსპლუატაციის წინაამღდეგ, კვლავ წაიკითხავენ  მსგავს ლექსებს მომავალში, რომელიც სავსე იქნება ჩაგვრითა და ექსპლუატაციით,  და კვლავ იტყვიან : ,,დღესაც ასეა..’’

ბერტოლტ ბრეხტი შელის ,,ანარქიის ნიღბის’’ (1938) შესახებ (ბრეხტი, 1964) 

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ევროპაში მოხდა რუსეთის რევოლუცია, რომელმაც გვასწავლა, რომ უძლიერესი დამპყრობლების დამარცხებაც შესაძლებელია, თუ სამშობლოს ბედი დამოკიდებულია ღარიბ, თავმდაბალ მუშებზე, მშრომელ ხალხზე იტალიელი პარტიზანების კედლის გაზეთიდან19 Brigata Eusebio Giambone (1944 წელი) 

(პავონე, 1991, გვ.406) 

რევოლუციები პირველი მსოფლიო ომის პირმშო იყო,  პირველ რიგში კი 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, რომლის შედეგადაც შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რომელიც ოცდათერთმეტი წლის შემდეგ ტრანსფორმირდა სუპერსახელმწიფოდ, ამავე რევოლუციის შემდეგ, მთელი საუკუნის მანძილზე რევოლუცია გლობალურ პრობლემად იქცა. 

ომის მონაწილე ქვეყნებში,  წარუმატებლობას, კრიზისსა და რევოლუციურ გამოსვლებს მხოლოდ ომი არ განაპირობებს,  ფაქტობრივად, 1914 წლამდე, სულ მცირე, ტრადიციული ლეგიტიმურობის მქონე რეჟიმების მისამართით გაბატონებული იყო საწინაამღდეგო მტკიცება, ნაპოლეონი ჩიოდა, რომ ავსტრიის იმპერატორი მარტივად გადაურჩა ასამდე წაგებულ ბრძოლას, პრუსიის მეფეც გადაურჩა სამხედრო კატასტროფას და მისი მიწების ნახევარზე მეტის დაკარგვას, მაშინ როდესაც თავად ნაპოლეონი, საფრანგეთის რევოლუციის მემკვიდრე, დიდი საფრთხის წინაშე დადგა ერთი მარცხის შემდეგ. თუმცა პირველი მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ჭრილობები მასში მონაწილე სახელმწიფოების და ხალხის მიმართ იმდენად უპრეცენდენტო და მასშტაბური იყო, რომ აქამდე მომხდარი ვერცერთი ომი მას ვერ შეედრებოდა, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან იმ მდგომარეობაში (ოდნავ გაძლიერებულიც) რა მდგომარეობაშიც ის ჩაერთო ამ კონფლიქტში, ომის სხვა მონაწილეებისთვის, ომის დასასრული უეცარ ცვლილებებს მოასწავებდა.  

ძველი მსოფლიოს აღსასრული ცხადად ჩანდა,  ძველმა საზოგადოებებმა, ძველმა ეკონომიკებმა, ძველმა პოლიტიკურმა სისტემებმა, როგორც ჩინური გამოთქმა ამბობს, ,,დაკარგეს სამოთხის მანდატი’’, კაცობრიობა ალტერნატივას მოელოდა, 1914  წელს კი ასეთი ალტერნატივები არსებობდა,  სოციალისტური პარტიები, რომლებსაც გააჩნდათ თავიანთ ქვეყნებში მუშათა კლასის მხარდაჭერა, თავიანთი გამარჯვების ისტორიული გარდაუვლობის რწმენით, წარმოადგენდნენ ამ ალტერნატივას ევროპის არაერთ ქვეყანაში, იყო მოლოდინი, რომ ხალხის აჯანყებისთვის მხოლოდ სიგნალი იყო საჭირო, რომ ჩანაცვლებულიყო კაპიტალიზმი სოციალიზმით და ბოლო მოღებოდა პირველი მსოფლიო ომის მიერ გამოწვეულ უაზრო ტანჯვას,  შეცვლილიყო ის რაიმე უფრო პოზიტიურით, ახალი მსოფლიოს დაბადებისთვის აუცილებელი ტკივილიანი გარდაქმნებით. 

რუსეთის რევოლუციამ, უფრო ზუსტად კი 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ, თავის თავზე აიღო მსოფლიოსთვის ამ სიგნალის გაგზავნა,  ეს მოვლენა გახდა ამ საუკუნის ისტორიაში ცენტრალური მოვლენა, ისევე როგორც 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია იყო მეცხრამეტე საუკუნისთვის.

ოქტომბრის რევოლუციას უფრო გლობალური, უფრო ფუნდამენტური გავლენა ჰქონდა ისტორიაზე, ვიდრე მის წინამორბედს, თუ საფრანგეთის რევოლუციის იდეებმა, როგორც დღეს ჩანს,  უფრო მეტი სიცოცხლის უნარიანობა გამოავლინეს, ვიდრე ბოლშევიკურმა იდეებმა, 1917 წლის პრაქტიკული შედეგები უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური იყო, ვიდრე 1789 წლის რევოლუციის.  ოქტომბრის რევოლუცია მოახდინა  თანამედოვე ისტორიაში არსებულმა ყველაზე ორგანიზებულმა რევოლუციურმა მოძრაობამ,  მის გლობალურ გავრცელებას ანალოგი არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით ისლამურ დაპყრობებს ჰიჯრიდან პირველ საუკუნეში. 

პეტროგრადის (პეტერბურგის) ფინურ სადგურზე ლენინის ჩამოსვლიდან ორმოცი წლის შემდეგ,  კაცობრიობის ერთი მესამედი ცხოვრობდა იმ რეჟიმებში, რომლებიც პირდაპირ სათავეს იღებდნენ 1919 წლის რევოლუციურ დღეებში, და რომლებიც ეყრდნობოდნენ კომუნისტური პარტიის ლენინურ მოდელს.  ეს ქვეყნები მიჰყვნენ საბჭოთა კავშირს რევოლუციების მეორე ეტაპზე, მსოფლიო ომების შუალედში. ეს თავი ეხება რევოლუციის ამ ორ ეტაპს, თუმცა ძირითადი ყურადღება მაინც 1917 წლის რევოლუციას ეთმობა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია სხვა დანარჩენებზე. 

I

            მეოცე საუკუნის უდიდეს ნაწილში, საბჭოთა კომუნიზმი საკუთარ თავს წამორადგენდა კაპიტალიზმის უკეთეს ალტერნატივად, რომელსაც ისტორიულად ჰქონდა გარანტირებული კაპიტალიზმის დამარცხება. ამ საუკუნის მანძილზე, მათაც კი, რომლებიც უარყოფდნენ საბჭოთა კომუნიზმის უპირატესობას, ჰქონდათ მოლოდინი რომ საბჭოთა კომუნიზმს შეეძლო გამარჯვება. 1933-1945 წლების გარდა,  ოქტომბრის რევოლუციის შემდგომი მეოცე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკა შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ძველი წესრიგის სახელმწიფოების ბრძოლა სოციალური რევოლუციის წინააღმდეგ, რომლის საფუძველსაც ისინი ხედავდნენ საბჭოთა კავშირისა და საერთაშორისო კომუნიზმის გავრცელებაში.  

            ხანმოკლე მეოცე საუკუნის მანძილზე, მსოფლიო პოლიტიკის ეს სურათი, როგორც ორი მოწინაამღდეგე სისტემის დაპირისპირება (რომლებსაც 1945 წლის შემდეგ გააჩნდათ მასობრივი განადგურების იარაღი) იყო მზარდად უპრეცედენტო, 1980იან წლებამდე მას ჰქონდა ისეთივე გავლენა მსოფლიოზე, როგორც ჯვაროსნულ ომებს, რომ გავიგოთ, თუ როგორ განვითარდა ეს პროცესი, უნდა გავეცნოთ 1917 წლის რევოლუციის თავისებურებებს.

            საფრანგეთის რევოლუციის იაკობინურ დღეებზე უფრო სრულყოფილი და უკომპრომისო, ოქტომბრის რევოლუცია ხედავდა საკუთარ თავს როგორც უფრო ეკუმენურ, ვიდრე ნაციონალურ მოვლენას, რუსეთის რევოლუცია შეიქმნა არა იმიტომ, რომ მოეტანა თავისუფლება და სოციალიზმი რუსეთში, არამედ იმიტომ, რომ მოეტანა მსოფლიო რევოლუცია პროლეტარიატისთვის. ლენინისთვის და მისი ამხანაგებისთვის, ბოლშევიზმის გამარჯვება რუსეთში იყო ბრძოლის პირველი ეტაპი, მსოფლიო მასშტაბებში ბოლშევიზმის გამარჯვებისთვის ბრძოლის გზაზე.  

            მეფის რუსეთი უძლური იყო პრობლემის წინაშე, იმსახურებდა რევოლუციას და მსგავსი რევოლუცია, რომელიც მზად იყო ცარიზმის გადაგდებისათვის, მოსალოდნელი იყო მსოფლიოს სურათის ყველა უნარიანი დამკვირვებლისთვის 1870-იანი წლებიდან.

            1905-1906 წლებიდან,  მას შემდეგ, რაც რუსეთის რევოლუციამ მუხლებზე დააჩოქა ცარიზმი, მის გარდაუვლობაში ეჭვი უკვე არავის ეპარებოდა, თუმცა არიან ისტორიკოსები, ვინც რეტროსპექტივაში,  ხედავენ რომ მეფის რუსეთი, პირველი მსოფლიო ომისა და ბოლშევიკური რევოლუციის არ არსებობის შემთხვევაში გადაიქცევოდა აყვავებულ ლიბერალურ-კაპიტალისტურ, ინდუსტრიულ საზოგადოებად,  ეს ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ მეფის რუსეთი ამ გზას ადგა, თუმცა მათ ვერ გათვალეს ის პროცესები, რომლებიც 1914 წლამდე თვალნათლივ არ ჩანდა. ცარისტული რეჟიმი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული 1905 წლის რევოლუციური პროცესებიდან, როდესაც ტრადიციულად მერყევი და სუსტი, აღმოჩნდა სოციალური უკმაყოფილების მზარდი ტენდენციის წინაშე.  

            ომის დაწყებამდე, არმიის, პოლიციისა და ბიუროკრატიის ერთგულების ფონზე, ქვეყანა კვლავ რევოლუციური ამოფრქვევის წინაშე იდგა, თუმცა როგორც პირველი მსოფლიო ომის მონაწილე სხვა ქვეყნებში, ომის შედეგად პატრიოტიზმის და ენთუზიაზმის გავრცელებამ გააუვნებელყო პოლიტიკური სიტუაცია, თუმცა რუსეთის შემთხვევაში ეს დიდი ხნით არ გაგრძელებულა. 1915 წლისთვის, მეფის რუსეთი კვლავ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ამიტომ, 1917 წლის თებერვლის რევოლუცია სრულიად მოსალოდნელი იყო, რომლის შედეგადაც დაემხო მონარქია და რომელსაც მხარს უჭერდა დასავლური პოლიტიკური აზრიც,  ყველაზე რეაქციული ტრადიციონალისტების გარდა. 

            იმ რომანტიკოსების გარდა, ვინც ხედავდა პირდაპირ გზას რუსეთის სასოფლო საზოგადოებიდან კომუნიზმამდე, ყველა ფიქრობდა რომ რუსული რევოლუცია ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა სოციალისტური.  ამ ტრანსფორმაციისთვის საჭირო პირობები არ არსებობდა გლეხთა სახელმწიფოში,  რომელიც იყო სიღარიბის, სიბნელის და ჩამორჩენილობის სინონიმი, და სადაც მარქსის მიერ წინ წამოწეული კაპიტალიზმის მესაფლავე, ინდუსტრიული პროლეტარიატი, მოსახლეობის მხოლოდ მცირე, თუმცა სტრატეგიულად ლოკალიზებული, უმნიშვნელო უმცირესობა იყო. რუსი მარქსისტი რევოლუციონერები იზიარებდნენ ამ ხედვას. ცარიზმის და მემამულეობის გადაგდების შემდეგ, მოსალოდნელი იყო მხოლოდ ,,ბურჟუაზიული რევოლუცია’’, ბურჟუაზიას და პროლეტარიატს შორის კი გაგრძელდებოდა კლასობრივი ბრძოლა (რომელსაც მარქსის მიხედვით, მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა) ახალ პოლიტიკურ მდგომარეობაში. 

            რა თქმა უნდა, რუსეთი იზოლირებულად არ არსებობდა, და ამ უზარმაზარ ქვეყანაში, (გერმანიიდან იაპონიამდე) მომხდარ რევოლუციას, რომლის ხელისუფლებაც იყო  ერთ-ერთი მსოფლიოს უძლიერესი ძალებიდან, ბუნებრივია, მოჰყვებოდა უზარმაზარი გლობალური ცვლილებები.  თავად კარლ მარქსი, თავის ცხოვრების უკანასკნელ წლებში, იმედოვნებდა რომ რუსეთის რევოლუცია იქნებოდა ერთვარი დეტონატორი, რომელიც გამოიწვევდა რევოლუციას ინდუსტრიულად უფრო განვითარებულ ქვეყნებში,  სადაც პროლეტარული რევოლუციისათვის საჭირო გარემოებები უფრო ცხადი იყო. როგორც დავინახავთ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო სიტუაცია სწორედ ამგვარი გზით ვითარდებოდა. 

            იყო მხოლოდ ერთი დაბრკოლება, თუ რუსეთი მზად არ იყო მარქსისტული პროლეტარული რევოლუციისათვის, ის ასევე არ იყო მზად ლიბერალური ბურჟუაზიული რევოლუციისათვის, მათაც კი, ვისთვისაც საკმარისი იქნებოდა ბურჟუაზიული რევოლუცია,  მოუწევდათ ისეთი გზის პოვნა, რომელიც არ დაეყრდნობოდა სუსტ, მცირე ლიბერალურ რუსულ საშუალო კლასს, რომელსაც არ გააჩნდა არც მორალური სიმყარე, არც სახალხო მხარდაჭერა და არც წარმომადგენლობით ხელისუფლებაში მოღვაწეობის ინსტიტუციონალური ტრადიცია. კადეტებს, ბურჟუა ლიბერალების პარტიას გააჩნდა მხოლოდ დეპუტატების 2.5 % – იანი წარმომადგენლობა თავისუფლად არჩეულ და მალევე დაშლილ 1917-1918 წლების კონსტიტუციურ ანსამბლეაში. 

            ბურჟუაზიული, ლიბერალური რუსეთი ან მოპოვებული იქნებოდა რევოლუციური პარტიების ლიდერობით, გლეხებისა და მუშების აჯანყების საფუძველზე (რომლებმაც არ იცოდნენ რა იყო ეს),  ან, უფრო დიდი შანსი იყო  იმისა, რომ რევოლუცია უფრო შორს წავიდოდა ვიდრე ეს იყო ბურჟუაზიულ-ლიბერალური ეტაპი, რევოლუცია წავიდოდა უფრო რადიკალური გზით, (პერმანენტული რევოლუციის გზით, ტერმინი, რომელიც გამოიყენა მარქსმა და 1905 წელს გააცოცხლა ახალგაზრდა ტროცკიმ). 1917 წელს, ლენინმა, რომლის იმედებიც 1905 წელს არ სცდებოდა ლიბერალურ-დემოკრატიულ რუსეთს, ასევე დაასკვნა, რომ ,,ლიბერალი ცხენი არ დარბოდა რუსულ რევოლუციურ რბოლაში’’.  ეს რეალისტური მტკიცება იყო, თუმცა 1917 წელს ნათელი იყო მისთვისაც, და ყველა რუსი თუ არა რუსი მარქსისტისთვის, რომ სოციალისტური რევოლუციის წინაპირობები რუსეთში არ არსებობდა, რუსეთის მარქსისტი რევოლუციონერებისთვის, მათი რევოლუცია უნდა გავრცელებულიყო ყველგან.  

            ამის შანსები საკმაოდ რეალურად გამოიყურებოდა, რადგანაც პირველი მსოფლიო ომი (დიდი ომი), დამთავრდა ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური კატასტროფებითა და რევოლუციური კრიზისებით, ცალკეულად დამარცხებულ სახელმწიფოებში. 1918 წელს, დამარცხებული ძალების ოთხივე მმართველმა (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი და ბულგარეთი) დაკარგეს თავიანთი ტახტი,  რუსეთის მეფე კი, გერმანიასთან დამარცხების შემდეგ ჯერ კიდევ 1917 წელს გადადგა ტახტიდან. უფრო მეტიც, სოციალურმა არეულობებმა, რომელიც იტალიაში თითქმის რევოლუციაში გადაიზარდა, შეარყია გამარჯვებული მხარის ევროპული ნაწილი. 

            როგორც დავინახეთ, ომში მონაწილე ევროპული ქვეყნების საზოგადოებებში უამრავი პრობლემა გააჩინა მასშტაბურმა ომმა, პატრიოტული განწყობები, რომელსაც მოჰყვა ომი,  განელდა,  1916 წლისთვის, ომის მომხრეობა (რომლის დასრულებასაც არავინ ფიქრობდა) იცვლებოდა დაუსრულებელი და უაზრო ხოცვის საწინაამღდეგო განწყობებით. თუ 1914 წელს ომის მოწინაამღდეგეები უმწეო და იზოლირებულები იყვნენ, 1916 წლისთვის, ისინი გრძნობდნენ რომ მოსახლეობის უმრავლესობის სათქმელს ამბობდნენ. 

            თუ რა დრამატულად შეიცვალა სიტუაცია გამოჩნდა მაშინ, როდესაც 1916 წლის 28 ოქტომბერს, ფრიდრიხ ადლერმა, ავსტრიული სოციალისტური პარტიის დამფუძნებლის შვილმა, ვენის კაფეში – აქამდე ყველაზე მშვიდობიან სივრცეში დაუნდობლად მოკლა ავსტრიის პრემიერ-მინისტრი, გრაფი შტურგხი, ეს იყო საჯარო ჟესტი ომის წინაამღდეგ.

            ომის საწინაამღდეგო სენტიმენტებმა ბუნებრივად აწიეს სოციალისტების პოლიტიკური სტატუსი, რომელთა დიდი რაოდენობაც უბრუნდებოდა მოძრაობის 1914 წლამდელ ანტი-საომარ პოზიციას, (თუმცა ზოგი პარტია, მაგ : რუსეთში, სერბეთში და ბრიტანეთში – დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტია) მუდმივად, უწყვეტად ეწინაამღდეგებოდნენ ომს, და მაშინაც, როდესაც ზოგი სოციალისტური პარტია ემხრობოდა ომს, ომის მოწინაამღდეგეთა პოვნა სწორედ ამ ქვეყნების სოციალისტებში შეიძლებოდა. იმავდროულად, ყველა მთავარ ომის მონაწილე ქვეყანაში,  მშრომელთა ორგანიზებული მოძრაობები გახდა როგორც საწარმოო, ასევე ანტი საომარი ბრძოლების ცენტრი.

            ქარხნებში, კავშირების ქვედა ეშელონის აქტივისტები, თანამებრძოლთა ძლიერი ლეგიტიმაციით იქცნენ რადიკალიზმის სინონიმებად, მექანიკოსები და სამხედრო მექანიკოსები ახალი მაღალტექნოლოგიური სანაოსნო ქარხნებიდან (რომლებიც დაახლოებით ისე მუშაობდნენ როგორც სანაოსნო ქარხნები),  ასევე რადიკალური მიმართულებით მიდიოდნენ.  რუსეთშიც და გერმანიაშიც ძირითადი სანაოსნო ბაზები (კრონშტადში და კიელში) იქცნენ რევოლუციის უმთავრეს ცენტრებად.  მოგვიანებით, შავი ზღვის ფრანგულმა ფლოტმა შეაჩერა და ხელი შეუშალა ფრანგების ინტერვენციას ბოლშევიკების წინაამღდეგ შავი ზღვის აუზში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს (1918-1920 წლები).  ანტი საომარ აჯანყებას სჭირდებოდა ყურადღებაც და დაკვირვებაც,  ავსტრო-უნგრელმა ცენზორებმა, როდესაც ამოწმებდნენ ჯარისკაცების წერილებს, შეამჩნიეს, რომ ჯარისკაცებში განწყობა იცვლებოდა.  ,,მხოლოდ ღმერთი თუ მოიტანს მშვიდობას’’ შეიცვალა ფრაზით ,,საკმარისია, გვეყოფა !’’ ან ,,მხოლოდ სოციალისტები თუ მოიტანენ მშვიდობას’’ ამ ფრაზებით. 

            მაშასადამე, არ არის გასაკვირი, რომ კიდევ ერთხელ, ჰაბსბურგების ცენზორების მიხედვით, რუსეთის რევოლუცია იყო პირველი პოლიტიკური მოვლენა, მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც აისახა ომში მყოფი გლეხებისა და მუშების მიერ თავიანთი ოჯახების მიმართ მიწერილ წერილებში, და არ არის გასაკვირი, რომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ,  რაც ლენინი და ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მშვიდობისა და სოციალური რევოლუციის სურვილი განსაკუთრებით გაიზარდა,  ცენზურის ქვეშ მყოფი წერილების მესამედში 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის მარტამდე ჩანდა რუსეთთან ზავის მოლოდინი,  მეორე მესამედში იყო რევოლუციის მოლოდინი,  წერილების სხვა 20%-ში კი იყო ორივეს კომბინაცია.  ის, რომ რუსეთის რევოლუციას მოჰყვებოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ცვლილებები, ყოველთვის ნათელი იყო, პირველმა რევოლუციამ (1905-1906 წლებში) შეარყია იმდროინდელი უძველესი იმპერიები, ავსტრია-უნგრეთიდან დაწყებული, თურქეთის,  სპარსეთისა თუ ჩინეთის ჩათვლით. 1917 წლისთვის, მთელი ევროპა იქცა სოციალური ნაღმებით დანაღმულ ველად, რომელი ნაღმებიც მზად იყო აფეთქებისათვის. 

            II

            რუსეთი,  სოციალური რევოლუციისათვის განწირული, ომით გადაღლილი და დამარცხებისთვის გამზადებული, იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი რეჟიმი, რომელიც ჩამოიქცა პირველი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული სტრესისა და ჭრილობების შედეგად. აფეთქებას ყველა ელოდა, თუმცა არავის შეეძლო გადამწყვეტი მომენტის წინასწარმეყველა, თუ როდის გააქტიურდებოდა ნაღმი, თებერვლის რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ლენინი თავის შვეიცარიულ გადასახლებაში კვლავ ეჭვობდა, იცოცხლებდა თუ არა ის იმდენ ხანს, რომ საკუთარი თვალით ენახა სოციალისტური რევოლუცია, ფაქტობრივად, მეფის მმართველობა ჩამოინგრა როდესაც მუშათა კლასის ქალთა დემონსტრაცია (სოციალისტური მოძრაობის ტრადიციულ  ,,ქალთა დღეს’’ – 8 მარტს) პუტილოვის ფოლადის ქარხნის რევოლუციონერ მუშებთან ერთად გამოვიდა ქუჩაში, მარშზე, რასაც უნდა მოჰყოლოდა მასშტაბური გაფიცვა  და დედაქალაქის ცენტრის დაკავება გაყინული მდინარის გადალახვით,  მთავარი მიზანი – პურის მოთხოვნა იყო. რეჟიმის უმწეობა მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც მეფის სალდატებმა, ყოველთვის ერთგულმა კაზაკებმა, დაიწყეს მერყეობა და მალევე უარი თქვეს ხალხის დარბევაზე და მალევე დაიწყეს მათთან დამეგობრება. 

            ოთხი ქაოტური დღის შემდეგ, ისინი დაშოშმინდნენ, მეფემ უკან დაიხია, ის გადადგა,  მეფე ლიბერალურ ,,დროებით მთავრობას’’ უნდა შეეცვალა, რომელსაც გარკვეული სიმპათია და მხარდაჭერა გააჩნდა დასავლელი პარტნიორებისაგან, რომლებიც შიშობდნენ, რომ სასოწარკვეთილი ცარისტული რეჟიმი დამოუკიდებლად იმოქმედებდა, ომიდან გამოვიდოდა და პირდაპირ ზავს დადებდა გერმანიასთან.  ქუჩის ოთხმა სპონტანურმა და ულიდერო დღემ ბოლო მოუღო იმპერიას. იფრო მეტიც, რუსეთი უკვე იმდენად იყო მზად რევოლუციისათვის, რომ მეფის დაცემის შემდეგ,  პეტროგრადის მასებმა დაუყონებლივ გამოაცხადეს საყოველთაო მშვიდობა, თანასწორობა და პირდაპირი დემოკრატია. ლენინის არანორმალური ძალისხმევის შედეგად, ეს უკონტროლო ანარქისტული სახალხო წინაამღდეგობა ბოლშევიკურ ორგანიზებულ ძალაში გადაიზარდა. 

            ასე რომ, ლიბერალური და კონსტიტუციური დასავლური ორიენტაციის მქონე რუსეთის ნაცვლად, რომელსაც უნდა ებრძოლა გერმანელების წინაამღდეგ,წარმოიშვა რევოლუციური ვაკუუმი, უმწერო ,,დროებითი მთავრობა’’ ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, უამრავი ,,საბჭოები’’ რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდებოდა, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ.  ამ საბჭოებს, რეალურად გააჩნდათ ძლიერება, სულ მცირე, ვეტოს ძალა, ადგილობრივ დონეებზე, მაგრამ მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს უფლება, ან რა უნდა გაკეთებულიყო ამისათვის. არაერთი რევოლუციური პარტია და ორგანიზაცია, ბოლშევიკი და მენშევიკი სოციალ დემოკრატები, სოციალისტი რევოლუციონერები და სხვა უფრო მცირე მემარცხენე ჯგუფები არალეგალური საქმიანობიდან ანსამბლეებად გადაკეთდნენ,  რათა ყოფილიყვნენ ორგანიზებულები და შეემუშავებინათ საკუთარი პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ ლენინი ხედავდა თავის ჯგუფს ხელისუფლების ალტერნატივად (მთელი ძალაუფლება საბჭოებს), თუმცა ნათელია, რომ როდესაც მეფე დაეცა, რუსი ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა, რა განასხვავებდა ერთმანეთისაგან სხვა მემარცხენე პარტიებს, რას წარმოადგენდნენ ეს პარტიები, რა იყო მათი ერთმანეთს შორის დაპირისპირების მიზეზი. ის, რაც მათ იცოდნენ, იყო ერთი –  რომ ისინი ვეღარ მიიღებდნენ თვითმპყრობელობას, ვერც ცარისტულს, და ვერც ახალს, რევოლუციონერების მიერ მოტანილს. 

            ქალაქის ღარიბების მთავარი მოთხოვნა იყო პური, ხოლო მათ შორის მყოფი მუშების – უკეთესი ხელფასი და შემცირებული სამუშაო საათები. რუსების 80 %, ვინც ცხოვრობდა სოფლის მეურნეობით, ითხოვდა მიწას.  ყველა თანხმდებოდა, რომ მათ სურთად ომის დასრულება. თავდაპირველად,  მეომარი გლეხები, ვისგანაც შედგებოდა არმიის ძირითადი ნაწილი, არ იყო ომის წინაამღდეგი, უფრო მეტად ისინი აღმატებული სამხედრო წოდების მქონე არისტოკრატიის მიერ დამყარებულ დისციპლინას ეწინაამღდეგებოდნენ.  სლოგანმა ,,პური, თავისუფლება, მიწა’’ მალევე მოუტანა მხარდაჭერა მათ, ვინც ამ სლოგანს ავრცელებდა, კონკრეტულად, ლენინს და ბოლშევიკებს, რომლებმაც მცირე, რამდენიმე ათასიანი ჯარი, რომელიც 1917 წელს გააჩნდათ, გადააქციეს მეოთხედ მილიონიან არმიად იმავე წლის ზაფხულის დასაწყისში.  ცივი ომის პერიოდში გავრცელებული მითების საპირისპიროდ,  სადაც ლენინი წარმოჩენილი იყო როგორც გადატრიალებების ორგანიზატორი,  ლენინის და ბოლშევიკების რეალური ნიჭი იყო ხალხის სურვილის ამოცნობა,  რასაც ისინი მიჰყვებოდნენ.  მაგალითად, სოციალისტური პროგრამის საპირისპიროდ, როდესაც გლეხებმა მოითხოვეს მიწის საოჯახო ფერმებად გადანაწილება, მას არც უყოყმანია, ისე გადაიყვანა ბოლშევიკები ეკონომიკური ინდივიდუალიზმის ამ ფორმის მხარდამჭერთა რიგებში. 

            დროებით მთავრობას და მის მხარდაჭერებს უჭირდათ იმის აღიარება, რომ არ შეეძლოთ რუსეთში თავიანთი კანონების და დეკრეტების მოქმედებაში მოყვანა, როდესაც ბიზნესმენებმა და მენეჯერებმა სცადეს შრომითი დისციპლინის აღდგენა, მათ ხელი შეუწყეს მუშების უფრო მეტად რადიკალიზებას, როდესაც დროებითმა მთავრობამ სცადა არმიის მორიგ სამხედრო იერიშზე გადაწყვანა 1917 წლის ივნისში, არმიამ ამაზე უარი თქვა და მეომარი გლეხები უკან, თავიანთ სოფლებში დაბრუდნენ რათა მიეღოთ მონაწილეობა მიწების გადანაწილებაში, რკინიგზაში, რომელსაც ისინი გადაჰყავდა, ვრცელდებოდა რევოლუცია, თუმცა დროებითი მთავრობის დასამხობად ჯერ კიდევ არ იყო სიტუაცია მომზადებული, ზაფხულის რადიკალიზაციამ მაინც დიდი როლი ითამაშა ბოლშევიკების სასარგებლოდ არმიისა და დიდი ქალაქების მობილიზებაში, გლეხობა აქტიურად უჭერდა მხარს ნაროდნიკებს, სოციალი-რევოლუცინერებს, რომლებიც ავითარებდნენ უფრო რადიკალურ მემარცხენე იდეებს, რაც აახლოვებდა მათ ბოლშევიკებთან, (ნაროდნიკები შეუერთდნენ ბოლშევიკებს ხელისუფლებაში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ). 

            ბოლშევიკები – მუშათა პარტია, აღმოჩდნენ უმრავლესობაში მთავარ რუსულ ქალაქებში, და განსაკუთრებით დედაქალაქში, პეტროგრადში, ასევე მოსკოვში. ისინი განსაკუთრებით ფეხს იკიდებდნენ არმიაში, დროებითი მთავრობის არსებობა მზარდად ფერმკრთალდებოდა, განსაკუთრებით როდესაც მათ უწევდათ დედაქალაქის რევოლუციურ ძალებთან ურთიერთობა იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო მონარქისტი გენერლების მიერ ორგანიზებული კონტ-რევოლუციური გამოსვლა აგვისტოში.  მათი მიმდევრების რადიკალიზებამ ბოლშევიკები მიიყვანა ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე,  ფაქტობივად, როდესაც საჭირო მომენტი დადგა, ძალაუფლება მათ არათუ ხელში ჩაიგდეს, არამედ უბრალოდ ხელში აიღეს.  ნათქვამია, რომ უფრო მეტი ადამიანი დაზიანდა აიზენშტაინის ფილმის, ოქტომბრის (1927) გადაღების დროს,  ვიდრე რეალურად 1917 წლის 7 ნოემბერს ზამთრის სასახლის შტურმის დროს. დროებითი მთავრობა კი, რომელსაც დამცველად არავინ დარჩა, მალევე გაუჩინარდა.  

            იმ მომენტიდან, რაც დროებითი მთავრობის დაცემა ნათელი გახდა, ოქტომბრის რევოლუცია მუდმივი პოლემიკის საგნად იქცა, მათი დიდი ნაწილი არასწორია. ნამდვილი მიზეზი ამ რევოლუციისა არის  არა ის, რომ ძირეულად არადემოკრატმა ლენინმა პუტჩი მოაწყო, არამედ ის, თუ რა ან ვინ უნდა მოჰყოლოდა დროებითი მთავრობის მარცხს, სექტემბრის დასაწყისიდან ლენინმა სცადა დარწმუნებინა  პარტიის მერყევი წევრები, რომ ძალაუფლება მარტივად დაიკარგებოდა თუ ისინი დეტალურად დაგეგმილი ქმედებით არ ჩაიგდებდნენ ხელში მას,  მან ასევე დასვა შეკითხვა, შესძლებდნენ კი ბოლშევიკები სახელმწიფო ძალაუფლების შენარჩუნებას, რომც მოეხერხებინათ მისი მოპოვება.  ვის შეეძლო რევოლუციური რუსეთის ვულკანური ამოფრქვევის მართვა, ამაზე ლენინს პასუხი ჰქონდა, არავის გარდა მისი ბოლშევიკური პარტიისა,  რომელიც მომზადებული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის, ლენინის პამფლეტები კი მოწმობენ, რომ ბოლშევიკებს შორის არავინ იყო უფრო მონდომებული, ვიდრე თავად პარტიის ლიდერი. 

            ლენინს ჰქონდა ხელსაყრელი სიტუაცია პეტროგრადში, მოსკოვში და ჩრდილოეთის არმიებში, რაც ჰქმნიდა მომენტს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რთული შეკითხვა იყო, თუ რა იყო სწორი გზა, სწრაფი ქმედება თუ სიტუაციის განვითარებისთვის ლოდინი,  სამხედრო კონტ-რევოლუცია იწყებოდა, უიმედო მთავრობას შეიძლებოდა აერჩია პეტროგრადის დანებება გერმანული ჯარისათვის, ვიდრე ძალაუფლები საბჭოებისათვის გადაცემა ჩრდილოეთის  საზღვართან (დღევანდელი ესტონეთი), დედაქალაქიდან რამდენიმე მილით შორის.  უფრო მეტიც, ლენინი არასოდეს ერიდებოდა მწარე სიმართლის აღიარებას, თუ ბოლშევიკები ვერ გამოიყენებდნენ მომენტს,  ,,ნამდვილი ანარქიის ტალღა კიდევ უფრო ძლიერი იქნება ვიდრე დღეს’’,  წერდა ის.  ლენინის ამ არგუმენტმა დიდი გავლენა იქონია მის პარტიაზე. თუ რევოლუციური პარტია არ  ჩაიგდებდა ხელში ძალაუფლებას,  როდესაც ამის შანსს მომენტი და მასები მისცემდნენ, მაშინ რა განსხვავება იქნებოდა ბოლშევიკებსა და სხვა არა რევოლუციურ პარტიებს შორის ? 

            არსებობდა უფრო გრძელვადიანი პრობლემებიც, პეტროგრადში და მოსკოვში ძალაუფლების ხელში აღება არ ნიშნავდა რომ ძალაუფლება ავტომატურად გავრცელდებოდა მთელ რუსეთზე,  რომლის ტერიტორიაზეც არსებობდა მრავალი ანარქისტული თუ კონტრ-რევოლუციური ანკლავი. ლენინის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ახალი საბჭოთა ხელისუფლების როლის ზრდას რუსეთის რესპუბლიკის სოციალისტური ტრანსორმაციის პროცესში, იყო ერთგვარი გარისკვა, რუსეთის რევოლუციის მსოფლიოში, ან მინიმუმ ევროპაში გადატანის მცდელობა. 

            ,,ვინ წარმოიდგენს რომ სოციალიზმის გამარჯვება შესაძლებელია რუსული და ევროპული ბურჟუაზიის სრული განადგურების გარეშე ?’’ წერდა ის,  თუმცა რეალურად, ბოლშევიკების უმთავრესი პრაქტიკული ამოცანა იმ მომენტისათვის ხელისუფლების შენარჩუნება იყო.  ლენინის რეჟიმმა მცირე რამ გააკეთა სოციალიზმისათვის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამოაცხადა სოციალიზმი, როგორც მიზანი,  მათ მიზნად დაისახეს ასევე ბანკებზე კონტროლის აღება, ისევე როგორც სხვა მსგავს დაწესებულებებზე, თუმცა ბოლშევიკები ამას აკეთებდნენ ბანკებისათვის მუშაობის ნებართვის პარალელურად, რადგანაც მათ კვლავ სჭირდებოდათ შემოსავალი რევოლუციის პირველ ეტაპზე, რომელსაც ისინი მათგან იღებდნენ. 

            ახალი  რეჟიმი გადარჩა,  ის ასევე გადაურჩა საჯარიმო ზავს, რომელიც გერმანიის წესებით დამყარდა ბრესტ-ლიტოვსკში,  თავად გერმანელების დამარცხებამდე რამდენიმე თვით ადრე,  ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად, რუსეთს ჩამოშორდა პოლონეთი, ბალტიისპირეთის პროვინციები, უკრაინა, რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების ნაწილი, ასევე სამხრეთ კავკასია (უკრაინა და სამხრეთ კავკასია მოგვიანებით რუსეთმა კვლავ დაპყრო). 

            მოკავშირეები ვერ ხედავდნენ მიზეზს, რომ ყოფილიყვნენ  კეთილგანწყობილები ბოლშევიკების მიმართ, არაერთი კონტრევოლუციური (თეთრი) არმია და რეჟიმი, რომელიც აჯანყდა საბჭოების წინაამღდეგ, ფინანსდებოდა მოკავშირეების მიერ, რომლებმაც გაგზავნეს ბრიტანელი, ფრანგი, ამერიკელი, იაპონელი, პოლონელი, სერბი, ბერძენი და რუმინელი ჯარისკაცები რუსეთის კონფლიქტში, 1918-1920 წლების სისხლიანი და ქაოტური სამოქალაქო ომის ყველაზე ცუდ მომენტებში, ამ პერიოდში საბჭოთა რუსეთი შემცირდა ჩაკეტილ, უზარმაზარ ტერიტორიად ჩრდილოეთ და ცენტრალურ რუსეთში სადღაც ურალის რეგიონსა და დღევანდელ ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის, ასევე ლენინგრადი – რომელიც რუკაზე გავდა ფინეთის ყურისაკენ გაშვერილ თითს.  

            ახალი რეჟიმის უმთავრესი სიმდიდრე, რომელმაც წითელ არმიას დასაწყისშივე რიგი უპირატესობები მიანიჭა, იყო  ერთმანეთთან მებრძოლი ,,თეთრი’’ არმიების არაკომპეტენტურობა და დაქსაქსულობა, ასევე მათი (თეთრების) უნარი, რომ გაეღიზიანებინათ და გამოეწვიათ მტრობა რუსეთის გლეხობაში, ასევე საფუძვლიანი ეჭვი დასავლეთის ძალებში, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი მებრძოლები სანდონი არ იყვნენ ბოლშევიკებთან ბრძოლაში. 1920 წლის ბოლოსთვის, ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. 

            მოულოდნელად, საბჭოთა რუსეთი გადარჩა, ბოლშევიკებმა ძალაუფლება შეინარჩუნეს და განავრცეს (არამარტო უფრო დიდი ხნით, ვიდრე პარიზის კომუნამ, როგორც ამას ლენინი აღნიშნავდა (ორი თვე და თხუთმეტი დღე)) არამედ, მუდმივი კრიზისისა და კატასტროფის წლების განმავლობაში. 

            გერმანული ოკუპაცია და საჯარიმო ზავი, რეგიონების რუსეთის შემადგენლობიდან გასვლა, კონტრ-რევოლუცია, სამოქალაქო ომი, უცხოური არმიის ინტერვენცია, შიმშილი და ეკონომიკური კოლაფსი. ამ ყველაფრის მოგვარება თანმიმდევრული სტრატეგიით არ მომხდარა,  ეს უფრო ყოველდღიური გადაწყვეტილებებით, თვითგადარჩენის მიზნით გადადგმული ნაბიჯების ფონზე მიდიოდა, არავის შეეძლო იმ შედეგების წინასწარმეტყველება, თუ რას მოიტანდა რევოლუციის შემდგომი პერიოდი, რას მოიტანდა ყოველი ის კონკრეტული ნაბიჯი რომელიც ბოლშევიკებმა გადადგეს, თუმცა ისტორიამ აჩვენა რომ აუცილებელი ნაბიჯები რეალურად გადაიდგა. 

            როდესაც ახალი საბჭოთა რესპუბლიკა წარმოიშვა და სასიკვდილო აგონიას გადაურჩა, აღმოჩნდა რომ მისი მიმართულება აბსოლუტურად სხვა გზით მიდიოდა, ვიდრე ეს ეს ლენინის გონებაში იყო და ფინეთის სადგურზე, პეტროგრადში ლენინის ჩამოსვლის დროს ითქვა. 

            რევოლუციის გადარჩენას სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა, პირველი– მას გააჩნდა განსაკუთრებით ძლიერი და სახელმწიფოს შენების უნარის მქონე ინსტრუმენტი 600 000 ადამიანისაგან შემდგარი ძლიერ ცენტრალიზებული კომუნისტური პარტიის სახით,  რევოლუციამდე მისი როლის მიუხედავად, ეს ორგანიზაციული მოდელი, რომლის პროპაგანდასაც ლენინი დაუღალავად ეწეოდა 1902 წლიდან,  რევოლუციის შემდეგ არსებობას შეუდგა. პრაქტიკულად, მოკლე მეოცე საუკუნის ყველა რევოლუციური რეჟიმი გარკვეული დოზით სწორედ ამ მოდელზე იყო აწყობილი. მეორე–  ეს იყო სავსებით ცალსახად, ერთადერთი მთავრობა, რომელსაც შეეძლო რუსეთის – როგორც ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება. მათ ასევე გააჩნდათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სხვამხრივ პოლიტიკურად რადიკალურ,  პატრიოტულად განწყობილი რუსებისაგან, ისევე როგორც ოფიცრებისაგან, ვის გარეშეც წითელი არმია უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდებოდა.  ამ მიზეზებიდან გამომდინარე, რეტროსპექტიულად, 1917-1918 წლების არჩევანი მდგომარეობს არა ლიბერალურსა და არალიბერალურ რუსეთს შორის, არამედ რუსეთსა და დაშლას შორის, რომელიც იყო სხვა არქაული და დამარცხებული იმპერიების ბედი (ავსტრია-უნგრეთისა და თურქეთის).  ამის საწინაამღდეგოდ, ბოლშევიკურმა ევოლუციამ შეინარჩუნა მეფის რუსეთის პერიოდის მრავალეროვანი ტერიტორიის დიდი ნაწილი სულ მცირე, სამოცდათოთხმეტი წლით.  მესამე მიზეზი  –  რევოლუციამ მისცა გლეხებს მიწის დასაკუთრების უფლება, როდესაც დრო მოვიდა, რუსეთის გლეხობა, ისევე როგორც არმიის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ უკეთესი იყო მათი ყოფა წითელი არმიის პირობებში, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ჯენტრი დაბრუნდებოდა. ამან ბოლშევიკებს მისცა გადამწყვეტი უპირატესობა სამოქალაქო ომში. თუმცა როგორც აღმოჩნდა, რუსი გლეხები ბოლშევიკებს ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებდნენ. 

III

            მსოფლიო რევოლუცია, რომელიც ამართლებდა ლენინის გადაწყვეტილებას რომ დაემყარებინა სოციალიზმი რუსეთში, არ შედგა, რამაც საბჭოთა რუსეთი გაღარიბებამდე და საზიანო იზოლაციამდე მიიყვანა. თუმცა ვარიანტები მისი მომავლისათვის უკვე არსებობდა, ცხადი იყო რიგი გარემოებები, რომელიც განვითარებას ზღუდავდა,  თუმცა რევოლუციის ტალღამ მსოფლიოს მაინც გადაურა და ეს ოქტომბრის რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო, რის შემდეგაც ბრძოლაში მყოფი ბოლშევიკების იმედები უფრო რეალური გახდა. ‘Voker, Hort die Signale’ (ხალხო, გაიგეთ ხმები) იყო ,,ინტერნაციონალის’’ გადაკეთებული ვერსიის პირველი ხაზი.  პეტროგრადიდან ხმები მოდიოდა, ხმამაღლა და ნათლად, და მას შემდეგ, რაც დედაქალაქი გადავიდა უფრო დაცულ ადგილას, მოსკოვში[1], ხმები კიდევ უფრო კარგად ისმოდა ყველგან, სადაც მშრომელთა და სოციალისტური მოძრაობები მუშაობდნენ, მიუხედავად მათი იდეოლოგიისა და ა.შ. 

            ‘’საბჭოები’’ ჩამოყალიბდნენ თაბაქოს პლანტაციებში მომუშავე მუშების მიერ კუბაში, სადაც მუშების მხოლოდ მცირე რაოდენობამ თუ იცოდა რუსეთის გეოგრაფიული მდგომარეობა,  1917-1919 წლები ესპანეთში ცნობილია როგორც ,,ბოლშევიკური ორწლედი’’ მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი მემარცხენეები მკვეთრად ანარქისტული განწყობისანი იყვნენ, ანუ ლენინისგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე იდგნენ.  რევოლუცინერი სტუენტური მოძრაობები ჩამოყალიბდა ასევე პეკინში 1919 წელს და კორდობაში (არგენტინა) 1918 წელს, საიდანაც მალევე რევოლუციური მოძრაობა მთელ ლათინურ ამერიკას მოედო და ხელი შეუწყო ადგილობრივი მარქსისტი ლიდერებისა და პარტიების ფორმირებას. ინდიელი ნაციონალისტი მებრძოლი, მ.ნ. როი გააქტიურდა მექსიკაში, სადაც ადგილობრივი რევოლუცია რადიკალურ ფაზაში გადავიდა 1917 წელს, მალევე მათ გააიგივეს საკუთარი თავი რევოლუციურ რუსეთთან, მარქსი და ლენინი მექსიკური რევოლუციის სიმბოლოებად იქცნენ, მოკტეზუმასთან, ემილიანო ზაპატასთან და სხვა მშრომელ ინდიელებთან ერთად.  

            რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, როი მოსკოვში იყო,  რათა ეთამაშა მთავარი როლი ახალი კომუნისტური ინტერნაციონალის კოლონიური განთავისუფლების პოლიტიკის ფორმირებაში.  ჰოლანდიელი სოციალისტის, ჰენკ სნივლეტის მეშვეობით, ოქტომბრის რევოლუციამ თავის კვალი დატოვა ინდონეზიის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე,  კერძოდ მის მთავარ ორგანიზაციაზე – სარეკათ ისლამზე.  

            ,,რუსი ხალხის ეს მოქმედება ოდესმე მზედ გადაიქცევა და გაანათლებს მთელს კაცობრიობას’’ წერდა თურქული გაზეთი,  ავსტრალიაში, ირლანდიელი მიგრანტი მეცხვარეები, რომელსაც დიდი ინტერესი არც ჰქონდათ პოლიტიკურ თეორიაში, გულშემატკივრობდნენ საბჭოეთს, როგორც მუშათა  სახელმწიფოს. 

            ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინები, იმიგრანტების ყველაზე ძლიერი სოციალისტური მოძრაობა, მასობრივად გადაკეთდა კომუნისტურ მოძრაობად,  მათ გააქტიურეს შეხვედრები მინესოტას მეშახტეთა ასოციაციებთან, ამაზე მოგვიანებით ითქვა, რომ ,,ლენინის სახელის ხსენება გულის აჩქარებას იწვევდა’’,  ერთ-ერთი მინესოტელი მუშა წერდა, რომ ,,მისტიური დუმილით, თითქმის რელიგიური ექსტაზით,  ჩვენ განვადიდებდით ყველაფერს რაც მოდიოდა რუსეთისაგან’’.  მოკლედ, ოქტომბრის რევოლუცია საყოველთაოდ მიღებული იყო როგორც მსოფლიოს შემძვრელი მოვლენა. 

             ბევრი ისეთი, ვინც რევოლუციას ეჭვით უყურებდა, და მასში დიდ ძალას ვერ ხედავდა,  სამხედრო ტყვეობიდან მორწმუნე ბოლშევიკებად მოიქცნენ, ასეთები იყვნენ მომავალი კომუნისტი ლიდერები, მაგალითად ხორვატი მექანიკოსი ჯოსეფ ბროზი (ტიტო), ,,მანჩესტერ გარდიანის’’ რეპორტიორი არტურ რენსომი,  ასევე ნაკლებად ბოლშევიკი ფიგურა – ჩეხი მწერალი იაროსლავ ჰაშეკი, ,,კარგი ჯარისკაცი შვაიკის თავგადასვლების’’ – ევროპული შედევრის ავტორი, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას რევოლუციურ აქტივობებში, მან მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ომში როგორც წითელი არმიის კომისარმა, ომის შემდეგ კი ის დაუბრუნდა მისთვის უფრო ახლობელ როლს, პრაღულ ანარქისტულ ბოჰემურ ცხოვრებას, პოსტ-რევოლუციური საბჭოთა რუსეთი მისი სტილი არ იყო,  მისი სტილი უფრო რევოლუცია იყო. 

            რუსეთის მოვლენებმა შთააგონეს არა მარტო რევოლუციონერები, არამედ რევოლუციებიც,  1918 წლის იანვარში, ზამთრის სასახლის აღებიდან რამდენიმე კვირაში, როდესაც რუსები ცდილობდნენ რომ ნებისმიერ ფასად მიეღწიათ მშვიდობისათვის დაწინაურებულ გერმანულ არმიასთან,   ცენტრალურ ევროპას მასობრივმა პოლიტიკურმა გაფიცვებმა, მიტინგებმა და ომის საწინაამღდეგო დემონსტრაციებმა გადაუარეს, მოვლენები ვენიდან დაიწყო, შემდეგ ბუდაპეშტის გავლით გერმანიის ჩეხურ რეგიონებში გავრცელდა და ადრიატიკის ზღვაში ავსტრია-უნგრეთის ფლოტის რიგებში დაგვირგვინდა,  ცენტრალური ძალების დამარცხების შესახებ უკანასკნელი ეჭვი გაქრა,  ამ ძალების არმიები კი საბოლოოდ დაიმსხვრა,  სექტემბერში ბულგარელი გლეხები ჯარიდან სახლში დაბრუდნენ, გამოაცხადეს რესპუბლიკა და  მარშით სოფიისაკენ დაიძრნენ, გზაში ისინი გერმანიის დახმარებით განაიარაღეს. 

            ოქტომბერში, იტალიის ფრონტზე მიღებული დამარცხების შემდეგ,  ჰაბსბურგების მონარქია ჩამოიშალა,  გამოცხადდა არაერთი ახალი ერი-სახელმწიფო იმ იმედით, რომ გამარჯვებული მოკავშირეები უპირატესობას მიანიჭებდნენ მათ ვიდრე საფრთხის შემცველ ბოლშევიკურ რევოლუციას,  და მართლაც, ბოლშევიკების სამშვიდობო ინიციატივაზე პირველი დასავლური რეაქცია დ საიდუმლო ზავების პირველი მონახაზები, რის მიხედვითაც ევროპის ახალი საზღვრები მოიხაზა, გამომდინარეობდა აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო ვულსონის თოთხმეტი პუნქტიდან, რომელიც იყო ერთგვარი ,,ნაციონალისტური’’ კარტი ლენინის ინტერნაციონალური მიმართულების საწინაამღდეგოდ, პატარა ეროვნული სახელმწიფოების ზონას უნდა ეთამაშა ერთგვარი საკარანტინო ქამრის როლი ,,წითელი ვირუსის’’ წინაამღდეგ, ნოემბრის დასაწყისში,  დაუმორჩილებელმა ჯარისკაცებმა და მეზღვაურებმა გაავრცელეს გერმანიის რევოლუცია კიელის საზღვაო ბაზიდან მთელს ქვეყანაში, დამყარდა რესპუბლიკა და იმპერატორი ჰოლანდიაში გაიქცა, რომელიც სოციალ-დემოკრატმა ყოფილმა მკერავმა შეცვალა.

            რევოლუცია, რომელმაც ჩარეცხა ყველა რეჟიმი ვლადივოსტოკიდან რაინის ნაპირებამდე, იყო ამბოხი ომის წინაამღდეგ, და ამ მიწების  ძირითად ნაწილზე,  მიღწეული მშვიდობაც, რომელმაც გააუვნებელყო საომარი ვითარება. მისი სოციალური შინაარსი ბუნდოვანი იყო, თუ არ ჩავთვლით ჰაბსბურგების, რომანოვებისა და ოსმალეთის იმპერიების გლეხ ჯარისკაცებს, და მათ ოჯახებს, ვისთვისაც მშვიდობა ბევრს ნიშნავდა. 

            აქ გვაქვს ოთხი მოცემულობა : მიწა,  უნდობლობა საქალაქო ცხოვრების მიმართ,  უცხოების მიმართ  (განსაკუთრებით ებრაელები) და ასევე უნდობლობა  ხელისუფლების მიმართ, ეს აქცევდა გლეხებს რევოლუციონერებად (თუმცა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ისინი ბოლშევიკებმად არ გვევლინებოდნენ), ასევე არც გერმანიაში (თუ არ ჩავთვლით ბავარიას) არც ავსტრიასა და პოლონეთში. 

            მიწის რეფორმით გლეხების დაშოშმინების პოლიტიკა გაატარეს ასევე ისეთ კონტრ-რევოლუციურ, კონსერვატიულ ქვეყნებში როგორებიცაა რუმინეთი და ფინეთი, თუმცა ამავდროულად,  იქ, სადაც ისინი შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას,  ისინი პრაქტიკულად გამორიცხავდნენ რომ სოციალისტები, და არამარტო ბოლშევიკები ვერ მოიგებდნენ დემოკრატიულ, საყოველთაო არჩევნებს, არც ის არის სიმართლე რომ კონსერვატული ელიტა გლეხებს იყენებდა პოლიტიკური კონსერვატიზმის ერთგვარ ბასტიონებად, მაგრამ ამ ქვეყნებში დემოკრატი სოციალისტები პრაქტიკულად უშანსოდ იყვნენ. გლეხობისა და კონსერვატიზმის ალიანსის ამ მაგალითის პარალელურად, საბჭოთა რუსეთში საარჩევნო დემოკრატია გაუქმდა, ბოლშევიკებმა – რომლებმაც მოიწვიეს საყოველთაო ასამბლეა, (ნაცნობი რევოლუციური ტრადიცია 1789 წლიდან), ის მალევე დაშალეს, ოქტომბრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ახალი ერი-სახელმწიფოების შექმნა ვილსონის მიერ მოხაზულ რუკებზე, ასევე იყო ბოლშევიკური რევოლუციის გავრცელების ერთგვარი პრევენცია, რაც მთლიანად დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევით განხორციელდა.  

            მეორეს მხრივ, რუსეთის რევოლუციის გავლენა ევროპულ ამბოხებებზე იმდენად ცხადი იყო, რომ მოსკოვში რევოლუციის გავრცელების მიმართ სკეპტიციზმისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ისტორიკოსისთვის, ისევე როგორც ზოგი ადგილობრივი რევოლუციონერისთვის, ცხადი იყო რომ იმპერიული გერმანია ანგარიშგასაწევი სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის მქონე სახელმწიფო იყო,  რომელსაც ჰყავდა ძლიერი, მაგრამ ზომიერი მუშათა კლასის მოძრაობა, რომელსაც არ ჰქონდა არავითარი შეიარაღებული რევოლუციის გამოცდილება, თუმცა ჰქონდა საომარი გამოცდილება.  ცარისტული რუსეთისა და დაშლის პირას მყოფი ავსტრია-უნგრეთისგან განსხვავებით, ასევე თურქეთისგან განსხვავებით, რომელსაც ,,ევროპის ავადმყოფ კაცს’’ ეძახდნენ, ასევე კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები შეიარაღებული მთლიელებისგან განსხვავებით(ბალკანეთი), რომლებიც წავიდოდნენ ყველაფერზე, გერმანია არ იყო ქვეყანა, სადაც მოსალოდნელი იყო რაიმე სერიოზული აჯანყება, და მართლაც,  თუ შევადარებთ დამარცხებული რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის რევოლუციურ სიტუაციებს, გერმანელი რევოლუციონერი ჯარისკაცები, მეზღვაურები და მუშები კვლავ არ ტოვებდნენ ზომიერების ჩარჩოებს,  რუს რევოლუციონერებში იყო ასეთი ხუმრობა :  ,,თუ სადმე იქნება მითითება რომ აკრძალულია ბალახზე სიარული, გერმანელი პარტიზანები მხოლოდ ბილიკზე ივლიან’’

            თუმცა, ეს იყო ქვეყანა, სადაც რევოლუცინერი მეზღვაურები ატარებდნენ საბჭოთა დროშას სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ბერლინის მშრომელებისა და ჯარისკაცების საბჭომ  დანიშნა გერმანიის სოციალისტური მთავრობა, სადაც თებერვალი და ოქტომბერი ერთმანეთს ჰგავდა, იმპერატორის გადადგომის შემდეგ,  რეალური ძალაუფლება დედაქალაქში, რადიკალურ სოციალისტებს ჩაუვარდათ ხელში. თუმცა ეს მხოლოდ  ილუზია იყო. არმიის, სახელმწიფოს და ძალაფლების სტრუქტურების ტოტალური,  მაგრამ დროებითი პარალიზება გამოწვეული იყო იმ შოკიდან, რომელიც დამარცხებას და რევოლუციას მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ,  გარესპუბლიკებული ძველი რეჟიმი დაბრუნდა, მას სოციალისტები სერიოზულ პრობლემას ვეღარ უქმნიდნენ, სოციალისტებს არ გამოუვიდათ არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვება,  რომელიც რევოლუციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარდა,  ძველ რეჟიმს პრობლემებს ვეღარ უქმნიდა ასევე ახალ შექმნილი კომუნისტური პარტია, რომლის ლიდერებიც, როზა ლუქსემბურგი და კარლ ლაიბნიხტი მალევე დახვრიტეს არმიის საშუალებით. 

            1918 წლის გერმანლმა რევოლუციამ მაინც გაამართლა რუსი ბოლშევიკების იმედები, ვინაიდან ხანმოკლე სოციალისტური რესპუბლიკა დამყარდა ბავარიაში,  გაზაფხულზე, 1919 წელს,  რესპუბლიკის ლიდერის მკვლელობის შემდეგ კი საბჭოთა რესპუბლიკა დამყარდა მიუნხენში, გერმანული ხელოვნების, ინტელექტუალური კონტრ-კულტურის და ლუდის დედაქალაქში.  ამ მოვლენამ დაჩრდილა ბოლშევიზმის დასავლეთით ექსპანსიის კიდევ უფრო სერიოზული მცდელობა, 1919 წლის მარტი – ივლისის უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა. რათქმაუნდა ორივე ეს რესპუბლიკა მოსალოდნელი სასტიკი რეპრესიებით გაანადგურეს, უფრო მეტიც, სოციალ-დემოკრატიით იმედგაცურებამ ხელი შეუწყო გერმანელი მუშების რადიკალიზებას, რომლებმაც თავიანთი ერთგულება დამოუკიდებელ სოციალისტებზე გადაიტანეს და 1920 წლის შემდეგ, კომუნისტურ პარტიაზე, რომელიც მალევე გახდა უდიდესი კომუნისტური პარტია საბჭოთა რუსეთის გარეთ.  იყო თუ არა მოსალოდნელი გერმანიაში ოქტომბრის რევოლუცია ?  მართალია, რომ 1919 წელს, დასავლეთის სოციალური არეულობების პიკში. ბოლშევიკური რევოლუციის გავრცელების მცდელობა დამარცხდა,  რევოლუციური ტალღა 1920 წელს ცალსახად ინარჩუნებდა არსებობას, მოსკოვის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რევოლუციის იმედი მაინც 1923 წლის ბოლომდე არ დაკარგა. 

            ამის საპირისპიროდ, თუ მოვლენებს რეტროსპექტიულად დავაკვირდებით, 1920 წელს ბოლშევიკებმა დაუშვეს თავიანთი მთავარი შეცდომა, მათ დაიწყეს საერთაშორისო მუშათა მოძრაობის პერმამენტული დაყოფა, მათ ეს გააკეთეს ახალი საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის აშენებით, რომელიც ლენინური ავანგარდული პარტიის ელიტისტურ პროფესიონალ რევოლუციონერების  საფუძვლებზე იდგა.  როგორც ვნახეთ, ოქტომბრის რევოლუციამ მოიპოვა მხარდაჭერა საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობებში,  რომლებიც მსოფლიო ომის შედეგად უფრო რადიკალურები და ძლიერები გახდნენ.  სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიების უდიდეს ნაწილში, უიშვიათეს გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით,  დიდი იყო მხარდაჭერა მესამე, ლენინისტური ინტერნაციონალის მიმართ, რომელიც ბოლშევიკებმა მეორე ინტერნაციონალის (1889-1914) ჩასანაცვლებლად შექმნეს,  რომელიც მსოფლიო ომის შემდეგ დისკრედიტირებული და განადგურებული იყო.  საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, ნორვეგიის და გერმანიის (დამოუკიდებელი) სოციალისტური პარტიებიც ასე მოიქცნენ, რომლებმაც მეორე ინტერნაციონალის დანარჩენი წევრები უმცირესობაში დატოვეს. 

            ლენინს და ბოლშევიკებს არ სურდათ მხოლოდ სოციალისტების საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც სიმპათიით იქნებოდა განწყობილი ოქტომბრის რევოლუციის მიმართ, არამედ განსაკუთრებულად თავგანწირული და დისციპლინირებული აქტივისტებს ჯარი, ერთგვარი გლობალური მასშტაბის დამრტყმელი ძალა,  რომელიც მიიღებდა მონაწილეობას რევოლუციურ დაპყრობებში.  პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს ლენინისტური სტრუქტურის ადაპტაციაზე, გააძევეს ან არ მიიღეს ახალ ინტერნაციონალში, რომელიც მხოლოდ დასუსტდებოდა ოპორტუნიზმისა და რეფორმიზმის ამგვარი მეხუთე კოლონების მიღებით,  გავიხსენოთ მარქსის ტერმინი ,,საპარლამენტო კრეტინიზმი’’. ბოლშევიკებისთვის მესამე ინტერნაციონალში ადგილი მხოლოდ იმათთვის იყო, ვინც მზად იყო გამხდარიყო ჯარისკაცი მუდმივ, იმამენტურ ბრძოლაში.  

            არგუმენტი სწორი იქნებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მსოფლიო რევოლუცია რეალურად განვითარდებოდა, და თუ ბრძოლები რეალურად მოხდებოდა, თუმცა ევროპული სიტუაცია ბევრად უფრო სტაბილური იყო, 1920 წელს ნათელი იყო, რომ დასავლეთის აგენდაში არ იყო ბოლშევიკური რევოლუცია, თუმცა ასევე ნათელი იყო რომ რუსეთში ბოლშევიკები პერმანენტულად მოვიდნენ ხელისუფლებაში. 

            ნათელია, რომ წითელი არმია, რომელმაც გაიმარჯვა სამოქალაქო ომში, და მიცოცავდა ვარშავის მიმართულებით, ეცდებოდა დასავლეთით რევოლუციის გავრცელებას სამხედრო გზითაც,   ამის მაგალითია რუსულ-პოლონური ომი, რომელიც პოლონეთის ტერიტორიული ამბიციებით იყო განპირობებული, რომელიც აღდგა როგორც სახელმწიფო საუკუნე ნახევრიანი არ არსებობის შემდეგ (პოლონეთის ძველი ტერიტორიების ნაწილი რუსეთის იმპერიას ჰქონდა შეერთებული), ამიტომაც პოლონეთი ითხოვდა მეთვრამეტე საუკუნის საზღვრების ადგენას, რომელიც ბელორუსს, ლიტვას და უკრაინას სწვდებოდა. საბჭოთა წინსვლა, რომელმაც დატოვა დიდი კვალი ისააკ ბაბელის ცნობილ რომანში ,,წითელი კავალერია’’,  შეაქო ასევე არაერთმა იმდროინდელმა ავტორმა, როგორებიც არიან ავსტრიელი ნოველისტი, ჯოზეფ როთი, ჰაბსბურგების ყველაზე ცნობილი ელეგისტი,  ასევე მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის მომავალი ლიდერი.

 პოლონელი მუშების აჯანყება არ შედგა,  ამიტომაც წითელ არმიას უკან, ვარშავის მისადგომებამდე დახევა მოუწია, ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, ,,დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდე იყო’’.  შესამჩნევია, რომ რევოლუციის შანსებმა აღმოსავლეთით, ავსტრიისკენ გადაიწიეს, რომელსაც ლენინი სულ აქცევდა შესამჩნევ ყურადღებას,,  1920 წლიდან 1927 წლამდე მსოფლიო რევოლუციის იმედები ჩინეთის რევოლუციას ეყრდნობოდა,  რომელიც წინ მიიწევდა გომიდანის ეროვნულ განმათავისუფლებელი პარტიის მეთაურობით, რომლის ლიდერიც, სუნ-იატ-სენი მიესალმებოდა ორივეს, საბწოთა მოდელს, საბჭოთა სამხედრო დახმარებას და ახალ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, როგორც მისი მოძრაობის ნაწილს. გომიდანის და კომუნისტების ალიანსი უნდა გავრცელებულიყო ჩრდილოეთით, მათი სამხრეთ ჩინური ბაზებიდან 1925-1927 წლების დიდი შეტევის დროს, რომელსაც ჩინეთი კიდევ ერთხელ უნდა მოექცია ერთი მთავრობის ქვეშ, პირველად იმპერიის დაშლის შემდეგ (1911 წლიდან). ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ გომიდანის ლიდერმა, გენერალმა ჩიანგ-კაი-შეკმა ზურგი არ აქცია კომუნისტებს და არ დაიწყო მათი მასობრივი ხოცვა, გამოჩნდა რომ აღმოსავლეთიც ჯერ არ იყო მზად რევოლუციისთვის და რომ დასავლეთის წარუმატებლობას აზიური წარუმატებლობაც შეემატა. 

1921 წლისთვის უკვე ვერავინ უარყოფდა, რევოლუცია უკან, საბჭოთა რუსეთში იხევდა, ბოლშევიკურ ძალაუფლებას დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა, კომინტერნის მიერ ორგანიზებულამ მესამე კონგრესმა აღიარა, რომ საჭირო იყო მესამე ინტერნაციონალიდან გაგდებულ სოციალისტებთან გაერთიანებული ფრონტის შექმნა,  ეს იყო რევოლუციონერების დაყოფის თავიდან არიდების მცდელობა, თუმცა უკვე გვიან იყო, მოძრაობები სამუდამოდ გაიყო, მემარცხენე სოციალისტების, ინდივიდებისა და პარტიების უმრავლესობა უკან, სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას დაუბრუნდა, რომელიც დიდწილად ანტი-კომუნისტი, ზომიერი სოციალ-დემოკრატების მიერ იმართებოდა. ახალი კომუნისტური პარტიები ევროპული მემარცხენეობის უმცირესობაში რჩებოდნენ, თუ არ ჩავთვლით გერმანიას, საფრანგეთსა და გერმანიას (სადაც ისინი უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ). ეს სიტუაცია 1930-იან წლებამდე აღარ შეცვლილა.  

IV 

აჯანყებების წლების შემდეგ, მივიღეთ არამარტო ერთი, უზარმაზარი, ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელიც კომუნისტების მიერ იმართებოდა და რომელიც მიმართული იყო კაპიტალიზმის ალტერნატიული საზოგადოების მსენებლობისკენ, არამედ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რევოლუციონერებით სავსე თაობა, რომელთაც ჰქონდათ მსოფლიო რევოლუციის ხედვა, იმ დროშის ქვეშ, რომელიც ოქტომბერში აღიმართა იმ მოძრაობის ლიდერობით, რომლის მთავარი ცენტრიც მოსკოვში იყო. (რამდენიმე წლის მანძილზე, ბოლშევიკებს ჰქონდათ იმედი რომ ცენტრი მალე ბერლინში გადავიდოდა, ამიტომაც ომებს შორის, ინტერნაციონალის ოფიციალურ ენად გერმანული, და არა რუსული რჩებოდა).  

ამ მოძრაობებმა ზუსტად არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მსოფლიო რევოლუცია ევროპის სტაბილიზაციის  და აზიური მარცხის შემდეგ, ასევე კომუნისტების გამანადგურებელი მარცხების სერიის შემდეგ ბულგარეთსა და გერმნიაში 1923 წელს, ინდონეზიაში 1926 წელს, ჩინეთში 1927 წელს და მოგვიანებით – ბრაზილიაში 1935 წელს.  თუმცა დიდმა დეპრესიამ და ჰიტლერის აღზევებამ მალე დაადასტურა, რომ ომებს შორის მსოფლიო აპოკალიფსური განვითარებებისგან დაზღვეული მაინც არ იყო. ეს არ ხსნის კომინტერნის მოულოდნელ გადასვლას ულტრა-რევოლუციონიზმის რიტორიკულ მოდელზე და სექტარულ მემარცხენეობაზე 1928 იდან 1934 წლამდე, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო რიტორიკა, პრაქტიკაში მოძრაობა არ იყო არც მომზადებული და არც მომლოდინე სადმე ძალაუფლების ხელის აღებისათვის.  ეს ცვლილება, რომელიც პოლიტიკურად კატასტროფული ჩანდა, უფრო უნდა აიხსნას საბჭოთა კომუნისტური პარტიის საშინაო პოლიტიკით,  როგორც კი სტალინმა ხელში ჩაიგდო პარტიაზე კონტროლი,  საგარეო კუთხით სიტუაციის ჩაწყნარება იყო ერთგვარი კომპენსაცია,  რაც სსრკ-ს ინტერესებს შეესაბამებოდა, სხვა ქვეყნებთან გარდაუვალი თანაარსებობის მოტივით, სსრკ-მ დაიწყო არსებობა 1920-იანი წლებიდან როგორც რეჟიმმა, რომელის მიზანიც ყველა ხელისუფლების გადაგდება იყო და საბოლოოდ დაასრულა როგორც საერთაშორისო აქტორმა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებდა. 

            საბოლოოდ, სსრკ-ს  სახელმწიფო ინტერესებმა გაიმარჯვა კომუნისტური ინტერნაციონალის რევოლუციურ ინტერესებზე, რომელიც სტალინმა შეამცირა საბჭოთა სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტამდე და რომელიც საბჭოთა კომუნისტური პარტიის მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა,  რომლის წევრებიც მის მიერ იყვნენ რეპრესირებულნი,  ჯგუფი კი დაშლილი და რეფორმირებული სტალინის სურვილის მიხედვით. მსოფლიო რევოლუცია უკვე წარსულის რიტორიკას მიეკუთვნებოდა და  ის მისაღები იყო მხოლოდ ორ შემთხვევაში 1) თუ ის წინაამღდეგობაში არ მოდიოდა საბჭოთა სახელმწიფო ინტერესებთან და 2) თუ ის შეიძლებოდა გადასულიყო პირდაპირ საბჭოთა კონტროლის ქვეშ. 

            დასავლურმა ხელისუფლებებმა, რომლებმაც დაინახეს კომუნისტური რეჟიმების წინსვლა 1944 წლის შემდეგ როგორც საბჭოთა ძალაუფლების ერთგვარი ექსპანსია,  ცალსახად სწორად გაიგეს სტალინის ეს მიმართულება,  თუმცა ასევე სწორად გაიგეს ეს ფენომენი ძველი ყაიდით მოქმედმა რევოლუციონერებმა, რომლებიც სასტიკად ადანაშაულებდნენ მოსკოვს, რომელსაც არ სურდა რომ ძალაუფლება დამოუკიდებელ კომუნისტებს ჩაეგდოთ ხელში, ეს გამოვლინდა იუგოსლავიისა და ჩინეთის მაგალითებზეც. 

            ყველაფრის მიუხედავად, საბჭოთა რუსეთი ბოლომდე რჩებოდა რაღაც უფრო მეტად, ვიდრე მორიგ სუპერ სახელმწიფოდ, ეს ასე იყო საბჭოთა კორუმპირებულ და პატივმოყვარე ნომეკლატურის თვალშიც კი.   ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნივერსალური ემანსიპაცია და კაპიტალიზმის უკეთესი ალტენატივის მშენებლობა საბჭოთა კავშირის არსებობის მთავარი მიზეზი იყო.  რატომ უნდა დაეფინანსებინათ და გადაეცათ იარაღი მოსკოველ ბიუროკრატებს კომუნისტების მოკავშირე აფრიკელი პარტიზანებისათვის და ნაციონალური კონგრესისათვის, რომლის შანსიც, რომ გადაეგდო აპარტეიდის რეჟიმი სამხრეთ აფრიკაში, იყო ათწლეულების მანძილზე მინიმალური ?  (საინტერესოა, რომ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს რევოლუციური მოძრაობის ღალატისათვის, არასდროს, არსად პრაქტიკული მხარდაჭერა არ გაუწევია მესამე სამყაროს რომელიმე განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის).

            საბჭოთა კავშირში მიხვდნენ, რომ კაცობრიობა ვერ ტრანსფორმირდებოდა მსოფლიო რევოლუციას, რომელსაც წინ მოსკოვი გაუძღვებოდა. ბრეჟნევის ეპოქის დასაწყისშიც კი და მანამდე, ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდში, საბჭოთა კავშირში არსებობდა რწმენა, რომ სოციალიზმი ,,დამარხავდა’’ კაპიტალიზმს მისი ეკონომიკური უპირატესობით,  თუმცა ეს რწმენა ჯერ კიდევ ხრუშჩოვის პერიოდიდან შესუსტდა, ამ რწმენის დამანგრეველი ეროზია და სისტემის სრული გამოფიტვა ხსნის, თუ რატომ დაიშალა სსრკ ყოველგვარი სერიოზული წინაამღდეგობების გარეშე. 

            ეს დაბრკოლებები არ აწუხებდა ოქტომბრის რევოლუციის შემოქმედ პირველ თაობებს, რომლებმაც მიუძღვნეს თავიანთი ცხოვრება მსოფლიო რევოლუციას, როგორც ადრინდელი ქრისტიანები, 1914 წლამდელი სოციალისტების დიდი ნაწილი იყვნენ ერთგვარი აპოკალიფსის მომლოდინეები, რომელიც გაანადგურებდა ყოველგვარ ბოროტებას და   მოიტანდა საზოგადოებას, სადაც არ იქნებოდა უბედურება, ჩაგვრა, უთანასწორობა და უსამართლობა. მარქსიზმი სთავაზობდა ხალხს ათასწლეულს, რომელიც გარანტირებულად მხარს დაუჭერდა მეცნიერებას და ისტორიულ ისტორიულ განვითარებას, ოქტომბრის რევოლუცია კი ზოგისთვის მტკიცებულება იყო იმისა, რომ დიდი ცვლილებები დაიწყო. 

            კაცობრიობის ემანსიპაციის ეს გაწვრთნილი და ცივლსისხლიანი არმია რეალურად შედგებოდა არაუმეტეს რამდენიმე  ათეული ათასი ჯარისკაცისგან,  საერთაშორისო მოძრაობის პროფესიონალები კი ,,ქვეყნებს იცვლიდნენ ფეხსაცმლებზე უფრო ხშირად’’ როგორც ეს ბერტოლტ ბრეხტმა თავის პოემაში აღწერა,  ამ პროფესიონალების რიცხვი რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა.  ისინი არ უნდა აგვერიოს იმ ხალხში, ვისაც იტალიელები მათი მილიონიანი კომუნისტური პარტიის ძლიერების დღეებში ,,კომუნისტ ხალხს’’ უწოდებდნენ,  პარტიის მილიონობით მხარდამჭერისათვის ახალი და კარგი საზოგადოება ასევე ნამდვილი და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პრაქტიკაში ისინი შემოფარგლებოდნენ ძველი სოციალისტური მოძრაობის ყოველდღიური აქტივიზმით, და მათი მონაწილეობა უფრო მეტად კლასობრივი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში რჩებოდა, ვიდრე პროფესიონალურ თავგანწირვაში.  მართალია, მათი რიცხვი მცირე იყო, თუმცა მეოცე საუკუნე მათ გარეშე წარმოუდგენელია.  

            ლენინისტური ,,ახალი ტიპის პარტიის’’ ,,პროფესიონალი რევოლუციონერების’’ გარეშე,  რომლებიც შეადგენდნენ ამ პარტიების კადრებს,  რთული წარმოსადგენია, რომ კაცობრიობის მესამედი ოქტომბრის რევოლუციიდან ოცდაათი წლის შემდეგ საკუთარ თავს კომუნისტური რეჟიმის პირობებში აღმოაჩენდა. კომუნისტები საკუთარ თავს საყოველთაო ეკლესიის წევრებად მიიჩნევდნენ და არა სექტად, რაც გამოწვეული იყო მათი რწმენით, და მათი უნიკალური ერთგულებით მსოფლიო რევოლუციის ცენტრის, მოსკოვის მიმართ. მოსკოვზე ორიენტირებული კომუნისტური პარტიები კარგავდნენ ლიდერებს ჩანაცვლებითა და რეპრესიებით,   მაგრამ ისინი ინარჩუნებდნენ ერთიანობას 1956 წლამდე,  განსხვავებით მარქსისტი დისიდენტებისაგან, რომლებიც მისდევდნენ ტროცკის და კიდევ უფრო მრავალფეროვან ,,მარქსისტ-ლენინისტებს’’, რომლებიც მრავლად იყვნენ 1960-იანი წლების მაოისტურ გაერთიანებებში.  მცირე, მაგრამ მუსოლინის გადაგდების პერიოდში 5000 ადამიანისგან შემდგარი კომუნისტური პარტია ძირითადად იმ ადამიანებისგან შეიკრა, რომლებიც ციხიდან და გადასახლებიდან დაბრუნდნენ, ისინი იყვნენ იგივე, რაც ბოლშევიკები 1917 წლის თებერვალში, მილიონიანი, ფეთქებადსაშიში არმია, ხალხისა და სახელმწიფოს პოტენციური მმართველები. 

            იმ თაობისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ახალგაზრდობის წლები გაატარეს აჯანყებების პერიოდში, რევოლუციების პერიოდში, კაპიტალიზმის დღეები გარდაუვლად დათვლილი იყო, თანამედროვე ისტორია კი მკვეთრად საწინაამღდეგო რეალობას ამზადებდა იმათთვის, ვინც კაპიტალიზმის დასასრულის სანახავად ცხოვრობდა,  თუ თავად ბურჟუაზიულ საზოგადოებას ეეჭვებოდა თავის მომავალი, რატომ უნდა ყოფილიყვნენ რევოლუციონერები ბურჟუაზიის გადარჩენაში დარწმუნებულნი ?  მათი ცხოვრებაც ხომ საპირისპირო რეალობას აჩვენებდა. 
            მაგალითად მოვიყვანოთ ორი გერმანელის ქეისი, რომლებსც ერთმანეთთან სიყვარული აკავშირებდათ, ისინი ერთმანეთს ბავარიის საბჭოთა რევოლუციის პერიოდში, 1919 წელს შეხვდნენ, ოლგა ბენარიო – მდიდარი მიუნხენელი იურისტის შვილი და ოტო ბრაუნი – სკოლის მასწავლებელი. მოგვიანებით ოლგა გახდა რევოლუციის ორგანიზატორი დასავლეთ ნახევარსფეროში,  ის დაქორწინდა ლუის კარლოს პრესტერზე, ბრაზილიელი ამბოხებულების ლიდერზე, რომელსაც მიაწერენ მოსკოვთან თანამშრომლობას ბრაზილიის აჯანყების პერიოდში, 1935 წელს. 

            აჯანყება დამარცხდა, და ოლგა ბრაზილიის მთავრობამ ჰიტლერის გერმანიას გადასცა, სადაც საბოლოოდ მან სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა, ამავდროულად ოტო უფრო წარმატებულად იღებდა მონაწილეობას აღმოსავლეთის რევოლუციაში, როგორც ჩინეთის კომინტერნის სამხედრო ექსპერტი და როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი არაჩინელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო  ჩინელი კომუნისტების ,,გრძელ მარშში’’, მოგვიანებით ის მოსკოვში გადავიდა, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის სკეპტიკურად იყო განწყობილი მაოს მიმართ). სად, გარდა მეოცე საუკუნის პირველი ნაწილისა, შეძლებდა ეს ორი სიცოცხლე ამ ფორმების მიღებას ?  

            1917 წლის თაობის შემდეგ, ბოლშევიზმმა შთანთქა მანამდე არსებული ყველა სოციალ-რევოლუციური ტრადიცია, ან მოახდინა მათი მარგინალიზება. 1914 წლამდე, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, ანარქიზმი ბევრად უფრო დიდი მამოძრავებელი იყო რევოლუციური აქტივობებისათვის, ვიდრე მარქსიზმი.  აღმოსავლეთ ევროპის გარეთ, მარქსი დანახული იყო როგორც მასობრივი პარტიების გურუ, რომელთა გარდაუვალი, მაგრამ არა ფეთქებადი გამარჯვებაც სწორედ მან იწინასწარმეტყველა. 

 1930-იანი წლებისათვის, ანარქზმმა შეწყვიტა არსებობა როგორც მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ძალამ ესპანეთს გარეთ,  და ეს მოხდა ლათინურ ამერიკაშიც კი, სადაც ისტორიულად, შავი და წითელი დროშა ბევრად მეტ მებრძოლს შთაგონებდა, ვიდრე მხოლოდ წითელი დროშა. (ესპანეთის სამოქალაქო ომშიც, ანარქიზმს განადგურება ეწერა, თუმცა ამ ომში უფრო გაუმართლათ კომუნისტებს).  საბოლოოდ, მოსკოვური კომუნიზმის გარეთ არსებულმა სოციალურ-რევოლუციურმა ჯგუფებმა მიიღეს ლენინი და ოქტომბრის რევოლუცია როგორც მათი საწყისი წერტული, და მათ აუცილებლად წინამძღოლობდა ან შთააგონებდა რომელიმე დისიდენტი, ან კომინტერნიდან გამოგდებული ფიგურა, რომელი კომინტერნიც იწყებდა ,,ერეტიკოსებზე ნადირობას’’ იოსებ სტალინის მეთაურობით.    რამდენიმე ამგვარმა დისიდენტურმა ბოლშევიკურმა წრემ პოლიტიკურად ბევრს მიაღწია, ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი – ერეტიკოსებში,  გადასახლებაში მყოფი ლეონ ტროცკი, ოქტომბრის რევოლუციის თანახელმძღვანელი და წითელი არმიის შექმქმნელი,  პრაქტიკაში წარმატებული არ აღმოჩნდა,  მისი ,,მეოთხე ინტერნაციონალი’’ შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია სტალინიზირებული მესამე ინტერნაციონალისათვის.  როდესაც ტროცკი მოკლეს სტალინის ბრძანებით, 1940 წელს მექსიკაში, მისი პოლიტიკური წონა უკვე საკმაოდ დაბალი იყო. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ყოფილიყავი რევოლუციონერი – დიდწილად ნიშნავდა რომ ყოფილიყავი ლენინისა და ოქტომბრის რევოლუციის მიმდევარი, და ასევე წევრი/მხარდამჭერი რომელიმე მოსკოვთან დაკავშირებული კომუნისტური პარტიისა,  ამ პარტიებმა გერმანიაში ჰიტლერის ტრიუმფის შემდეგ, შექმნეს ანტი-ფაშისტური ერთობა, რომელმაც მისცა მათ საშუალება ამოსულიყვნენ სექტარული იზოლაციიდან და მოეპოვებინათ მასობრივი მხარდაჭერა როგორც მუშებისგან, ასევე ინტელექტუალებისგან.

ახალგაზრდები, ვისაც წყუროდათ კაპიტალიზმის გადაგდება, გახდნენ ორთოდოქსი კომუნისტები, რომლებიც საკუთარ ხედვებს აიდენტიფიცირებდნენ მოსკოვიდან მართულ ინტერნაციონალურ მოძრაობებთან, და მარქსიზმი, რომელიც ოქტომბერში დაბრუნდა როგორც რევოლუციური ცვლილების იდეოლოგია, ამ დროს ნიშნავდა მოსკოვის მარქსი-ენგელსი-ლენინის ინსტიტუტის მარქსიზმს, რომელიც იყო დიდებული კლასიკური ტექსტების გავრცელების გლობალური ცენტრი. სხვა არავინ გვთავაზობდა მსოფლიოს ინტერპრეტაციას და ასევე მის ცვლილებას, სხვა არავინ ჩანდა, ვისაც ეს უკეთ შეეძლო. ეს ასე იყო 1956 წლამდე, როდესაც მოსკოვზე ორიენტირებულმა საერთაშორისო კომუნისტურმა მოძრაობამ მანამდე მარგინალიზებული მოაზროვნეები, ტრადიციები და მემარცხენე ჰეტეროდოქსული ორგანიზაციები საჯარო სფეროში არ გამოიყვანა. თუმცა ისინი მაინც ოქტომბრის გიგანტური ჩრდილის ქვეშ ცხოვრობდნენ,  თუმცა ყველა, იდეოლოგიათა ისტორიის სულ მცირე ცუდნით ამოიცნობდა  ბაკუნინის ან თუნდაც ნეჩაევის სულს, ვიდრე მარქსისას 1968 წლის რადიკალი სტუდენტების მოძრაობაში ან მის შემდეგ, ამან გამოიწვია ანარქისტული თეორიისა და მოძრაობების მნიშვნელოვანი გაცოცხლება, და ასევე აწარმოა უზარმაზარი ინტელექტუალური ცვლილებები მარქსიზმისათვის თეორიაში, განსაკუთრებით იმ ვერსიებში, რომლებიც გააკვირვებდა თავად მარქსს, ეს ცვლილებები ასევე სიახლე იყო მარქსისტულ-ლენინისტური ჯგუფებისათვის, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ მოსკოვის უარყოფით და ასევე ძველი კომუნისტგური პარტიების უარყოფით, რომლებიც მათ არასაკმარისად რევოლუციურად და ლენინისტურად მიაჩნდათ.   

პარადოქსია, რომ სოციალური რევოლუციის ეს ტალღა აგორდა იმ მომენტში, როდესაც კომინტერნმა მიატოვა მისი  1917-1923 წლის საწყისი რევოლუციური სტრატეგიები, და გადახედა ძალაუფლების გადაცემის ფენომენს 1917 წლისგან სავსებით განსხვავებულად, 1935 წლიდან, კრიტიკული მემარცხენე თეორია სავსე იყო ბრალდებებით, რომ მოსკოვმა დაივიწყა, უარი თქვა და უღალატა კიდეც, რევოლუციის გზას, რადგანაც მოსკოვს ეს უკვე აღარ ჭირდებოდა,  სანამ მონოლითური საბჭოთა ცენტზე ორიენტირებული მოძრაობა  შიგნიდან დაშლას არ დაიწყებდა,  ამ არგუმენტებს დიდი ეფექტი არ ჰქონდათ.  რა პერიოდშიც კომუნისტურმა მოძრაობამ შეინარჩუნა მისი ერთიანობა,  ერთიანობა და დაშლის მიმართ მისი შთამბეჭდავი იმუნიტეტი იყო სწორედ ის, რაც მსოფლიოში მორწმუნეებისათვის იყო საჭირო რომ შეენარჩუნებინათ გლობალური რევოლუციის მოლოდინი.  

ვერავინ უარყოფდა, რომ ის სახელმწიფოებ, რომლებიც დაშორნდნენ კაპიტალიზმს მსოფლიოს სოციალური რევოლუციის მეორე ტალღის დროს, 1944 წლიდან 1949 წლამდე, სწორედ ამგვარი პრობლემების წინაშე იდგნენ და რომ ისინი საბჭოთა ორთოდოქსული კომუნისტური პარტიის ნაბიჯებს იმეორებდნენ,  რევოლუციურად განწყობილებს კი არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ, სანამ 1956 წლიდან ევროპაში რეალური წინაამღდეგობის ძალის მქონე მოძრაობები არ გაჩნდა (თუმცა ესენი ძირითადად არა – მარქსისტული და მკვეთრად ანტი საბჭოთა ხასიათის იყო). 

ტროცკიზმით, მაოიზმითა და კუბის რევოლუციით შთაგონებული ჯგუფები მცირედით მაინც იყვნენ ლენინისტური მიმართულების, ძველი კომუნისტური პარტიები კი რჩებოდნენ რადიკალური მემარცხენეობის გაცილებით უფრო დიდ ჯგუფებად, მაგრამ საუკუნის მეორე ნახევარი ძველ კომუნისტურ მოძრაობებს უკვე აღარ ეკუთვნოდათ.  

            მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის მთავარი ძლიერება კომუნისტური ორგანიზების ფორმებში უნდა ვეძიოთ, ლენინის ,,ახალი ტიპის პარტია’’  მეოცე საუკუნის სოციალური ინჟინერიის მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო,  რაც შეგვიძლია შევადაროთ შუა საუკუნეების ქრისტიანულ ორდენებს.  ლენინისტური სტრუქტურა მცირე ორგანიზაციებსაც კი მნიშვნელოვან ეფექტურობას სძენდა, რადგანაც პარტიას შეეძლო ებრძანა მისი წევრებისათვის გამორჩეული თავდადება, რაც მეტია, ვიდრე სამხედრო დისციპლინა, ეს იყო პარტიული გადაწყვეტილების შესასრულებლად, ტოტალური კონცერტრაციის და ნებისმიერი ხარჯის გაღების მუდმივი რეჟიმი.  ეს ფენომენი შთამბეჭდავი იყო  ბოლშევიზმის სასტიკი მოწინაამღდეგეებისათვისაც კი. 

            მაგრამ მაინც, ურთიერთობა  ,,ავანგარდულ პარტიასა’’ და იმ დიდ რევოლუციებს შორის, რომელიც მასზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო, მაინც ბუნდოვანი იყო.

            არაფერი იყო იმაზე ცხადი, რომ პარტიის ეს მოდელი მუშაობდა წარმატებული რევოლუციების შემდეგ, ან ომების პერიოდში.  ლენინისტური პარტიები თვისებრივად იყო აწყობილი როგორც ლიდერების ერთგვარი ელიტა, ან რევოლუციებამდე, როგორც კონტრ-ელიტა.

            1917-მა წელმა აჩვენა, რომ ვითარება ხშირად მასებსა და სიტუაციებზე არის დამოკიდებული და  ხშირად ელიტებიც და კონტრ-ელიტებიც ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, ლენინისტური მოდელი კი  ხშირად პოპულარობას იხვეჭს მესამე სამყაროს ძველი კომუნისტური  ელიტების ახალგაზრდა წევრებში, რომლებიც ძალიან მაღალ ტემპში ერთიანდებოდნენ ლენინისტურ პარტიებში, პროლეტარიატის დაწინაურებისათვის  ამ პარტიების ჰეროიკული, შედარებით წარმატებული ძალისხმევის მიუხედავად,  ბრაზილიული კომუნიზმის მთავარი წარმატება 1930-იან წლებში ეყრდნობოდა ახალგაზრდა ინტელექტუალებს, რომლებიც მიწათმფლობელთა ოლიგარქიისა და არმიის ოფიცრების ოჯახებიდან გამოდიოდნენ. 

მეორეს მხრივ,  რეალური მასების ხედვები (რომლებიც ზოგჯერ ავანგარდის აქტიურ მხარდამჭერებსაც მოიცავდნენ) ხშირად ეწინაამღდეგებოდა მათი ლიდერების ხედვებს, განსაკუთრებით კი მასობრივი აჯანყებების პერიოდში.

ესპანელი გენერლების აჯანყების დროს, სახალხო ფრონტის მთავრობის წინაამღდეგ, 1936 წელს, ესპანეთის რეგიონების დიდ ნაწილს სოციალური რევოლუცია მოედო, ანარქისტი მებრძოლები, რომლებიც იმ მომენტში მხარს უჭერდნენ წარმოების საშუალებების კოლექტივიზებას კომუნისტური პარტიის და ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით, მოგვიანებით ამ პარტიის ოპოზიციაში აღმოჩნდნენ.  ანარქისტების ამ მოძრაობას ახასიათებდა ხატებთან ბრძოლის და ანტიკლერიკული მკვლელობების სერიოზული მასშტაბები, აქტივობის ეს ფორმა ესპანეთის სახალხო აგიტაციის შემადგენელი ნაწილი ჯერ კიდევ 1835 წლიდან გახდა, როდესაც ბარსელონელმა მოქალაქეებმა დაიწყეს ეკლესიების მასობრივი დაწვა, შვიდი ათასამდე სასულიერო პირი, ანუ ქვეყანაში მღვდლებისა და ბერების 12-13 % ამბოხებულებმა მოკლეს,  მოკლულებს შორის ასევე იყვნენ მონაზვნები, მარტო კატალონიაში ექვსი ათასზე მეტი ხატი გაანადგურეს.

ამ საშინელი ეპიზოდის გარშემო ორი რამ არის ნათელი, ეს წახალისდა ესპანეთის რევოლუციური მემარცხენე მოძრაობის ლიდერების მიერ, რომლებიც იყვნენ მგზნებარე ანტიკლერიკალები,  მათ შორის იყვნენ ასევე განსაკუთრებით მღვდელთმოძულე ანარქისტები, და რეალურად, მღვდლების ეს მასშტაბური ხოცვა რევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმათთვის, ვინც ეს განახორციელა და იმათთვისაც, ვინც ამას უყურებდა.  ლიდერებისთვის, კაპიტალისტი უფრო დიდი მტერი იყო ვიდრე მღვდლები, მაგრამ ესპანეთში მასები სხვანაირად ფიქრობდნენ. 

როგორც ხდება ხოლმე,  პოლიტიკური წესრიგის შესუსტებისთანავე რევოლუციას ქუჩაში გამოჰყავს ქალიც და კაციც, რომლებსაც განსაკუთრებული მოთხოვნები უნდა ჰქონდეთ, თუმცა პრაქტიკაში ეს ასე არ ხდებოდა,  მაგალითად ავიღოთ რეჟიმის დამხობის  ერთერთი უახლესი მაგალითი,1979 წლის ირანის რევოლუცია, სადაც თეირანში, შაჰის რეჟიმის წინაამღდეგ ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა, თუმცა შაჰის რეჟიმი მალევე ჩაანაცვლა ახალმა, კლერიკალურმა რეჟიმმა.

ფაქტობრივად,  ტიპიური პოსტ-ოქტომბრული რევოლუცია მეოცე საუკუნეში ხასიათდებოდა ლოკალიზებული აფეთქებებით, რომელიც ინიცირებული იყო სამხედრო პუტჩით,  ან დედაქალაქის ხელში ჩაგდებით, რომლებიც იყო ერთგვარი გაგრძელება ხშირად ხანგრძლივი და ძირითადად რურალური შეიარაღებული ბრძოლებისა. 

გაჭირვებულ და ჩამორჩენილ ქვეყნებში ხშირი იყო ახალგაზრდა, გამოუცდელი ოფიცრების აქტიურობა, რომლებიც ხშირად რადიკალური, მემარცხენე სიმპათიებით გამოირჩეოდნენ, ამ ქვეყნებში სამხედრო კარიერა ქმნიდა მიმზიდველ შესაძლებლობებს იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ოჯახური კავშირები და სიმდიდრე არ გააჩნდათ,  ასეთი განვითარებები ხშირი იყო ეგვიპტეში (თავისუფალი ოფიცრების რევოლუცია 1952 წელს) და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ერაყი 1958 წელს, სირია 1950-იანი წლებიდან რამდენჯერმე და ლიბია 1969 წელს).  სამხედროების ფენომენი ასევე ლათინური ამერიკის რევოლუციური წარსულის  განუყოფელი ნაწილია, რომლებიც იშვიათად, მაგრამ ხშირად დიდი ხნითაც ხელში იგდებდნენ სახელმწიფო ძალაუფლებას ძირითადად მემარცხენე იდეებზე დაყრდნობით. მეორეს მხრივ, გასაკვირი იყო 1974 წლის სამხედრო პუტჩი, რომელიც ახალგაზრდა ოფიცრებმა მოაწყვეს, ისინი გადაღლილები იყვნენ ხანგრძლივი კოლონიური ომებით და გადაწყვიტეს ძველი მემარჯვენე რეჟიმის მოშორება, ეს რევოლუცია პორტუგალიაში მოხდა, სადაც ახალგაზრდა ოფიცრები კომუნისტურ პარტიასთან და არაერთ მარქსისტულ ჯგუფთან თანამშრომლობით აუჯანყდნენ მმართველ რეჟიმს,  ისინი მალევე შეუერთდნენ ევროგაერთიანებას. 

სოციალური სტრუქტურა, იდეოლოგიური ტრადიციები და სამხედრო ძალების პოლიტიკური ფუნქციები განვითარებად ქვეყნებში სამხედროებს ძირითადად მარჯვენა ფრთაზე ანაწილებდა,  მათ ინტერესებში არ შედიოდა პუტჩები კონუნისტებთან ან სოციალისტებთან ალიანსში,  აღსანიშნავია რომ საფრანგეთის იმპერიაში განმათავისუფლებელ მოძრაობებში მონაწილეობას იღებდნენ ყოფილი ჯარისკაცები კოლონიებიდან, რომლებიც ოფიცრის ჩინს ძირითადად არ ატარებდნენ,  მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს კოლონიების განთავისუფლების პროცესში (ალჟირის მაგალითი). 


[1]ცარისტული რუსეთის დედაქალაქი იყო სანკტ-პეტერბურგი, რომელიც მკვეთრად გერმანულად ჟღერდა,  და რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გადაკეთდა პეტროგრადად, ლენინის სიკვდილის შემდეგ ის გადააკეთეს ლენინგრადად (1924 წელს),  და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის გადაკეთდა კვლავ სანკტ-პეტერბურგად.  საბჭოთა კავშირი (რომელსაც მისმა სლავურმა სატელიტებმაც მისდიეს) გადაეშვა პოლიტიკურ ტოპონომიაში,  ქალაქებს სახელები რევოლუციის კვალდაკვალ ეცვლებოდა, მაგალითად  – ცარიცინი მდინარე ვოლგაზე იქცა სტალინგრადად, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ეპიკური ბრძოლა მოხდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ, ის ვოლგოგრადად იქცა.