fbpx

ჩანდრა ტალპად მოჰანტი: „დასავლური მზერის ქვეშ“, გადახედვა: ფემინისტური სოლიდარობა ანტიკაპიტალისტური ბრძოლის გავლით

თარგმნა ნათია ქარჩილაძემ

ავტორი: ჩანდრა ტალპად მოჰანტი


„დასავლური მზერის ქვეშ“, გადახედვა: ფემინისტური სოლიდარობა ანტიკაპიტალისტური ბრძოლის გავლით

მე ამ ესეს ვწერ ჩემი რამდენიმე მეგობრის დაჟინებული თხოვნით და ცოტაოდენი შიშით, რადგან ვაცოცხლებ 16 წლის წინ დაწერილი ესეს თემებსა და არგუმენტებს. მისი დაწერა საკმაოდ რთულია, და მე ამას გაუბედავად და თავმდაბლად ჩემ თავზე ვიღებ, ვგრძნობ, რომ ეს უნდა გავაკეთო, ავიღო მთელი პასუხისმგებლობა და ავხსნა რა გავლენა მოახდინეს მათ ფემინისტური თეორიების დისკუსიაზე.

“დასავლური მზერის ქვეშ” არ ყოფილა უბრალოდ ჩემი პირველი პუბლიკაცია “ფემინისტურ კვლევებში”, ის იყო და არის ის ერთადერთი, რაც აღნიშნავს ჩემს არსებობას საერთაშორისო ფემინისტურ საზოგადოებაში. სულ ახალი დამათავრებული მქონდა ჩემი სადოქტორო ნაშრომი (PH.D.), როცა დავწერე ეს ესე; ახლა კი ქალთა კვლევების პროფესორი ვარ. დასავლური მზერის “ქვეშ”, ახლა უფრო “შიგნითაა” აშშ-ის აკადემიაში ჩემი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ადგილი, საიდანაც მე ეს ესე დავწერე შედგებოდა ძალიან ძლიერი, ტრანსნაციონალური ქალთა მოძრაობისგან. მაშინ, როცა ახლანდელი მონაკვეთი, რაზეც მე ვწერ, სრულიად განსხვავებულია. საჯარო ცხოვრების პრივატიზაციისა და კორპორატიზაციის ზრდის ფონზე, სულ უფრო რთული ხდება, იდენტიფიცირება გაუკეთო ქალთა ასეთ მოძრაობებს აშშ-დან (თუმცა ქალთა მოძრაობები ყვავიან მთელ მსოფლიოში), ჩემი ადგილის ხელმისაწვდომობა და ბრძოლები სულ უფრო მიდის ამერიკის აკადემიისკენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალთა მოძრაობები სულ უფრო კონსერვატიულები ხდებიან, ხოლო ბევრად რადიკალური, ანტირასისტული ფემინისტური აქტივიზმი ასეთი მოძრაობების გარეთ ხვდებიან. ასე, რომ, უმეტესი რამ, რასაც მე აქ ვამბობ, დამოკიდებულია იმ მთავარ ადგილზე, რასაც მე ვიკავებ, როგორც პედაგოგი და მეცნიერი. დადგა დრო, რომ გადაიხედოს “დასავლური მზერის ქვეშ” და ნათელი მოეფინოს იდეებს, რაც დაფარული და დაუზუსტებელი დარჩა 1986-ში და გაგრძელდეს განვითარება და ანალიზი იმ თეორიული ჩარჩოსა, რაც მაშინ გამოიკვეთა. მე ასევე მინდა შევაფასო, როგორ სწორად და არასწორად გაიგეს ეს ესე და გამოვეხმაურო კრიტიკასა და მოწონებას. ასევე დადგა დრო იმისა, რომ ნათლად, პირდაპირ გადავიდე კრიტიკიდან რეკონსტრუქციამდე, რათა გამოვავლინო ის გადაუდებელი პრობლემები, რასაც ფემინისტები აწყდებიან 21-ე საუკუნის დასაწყისში. შესაბამისად, უნდა დავსვა კითხვა: “დასავლური მზერის ქვეშ” როგორ (მესამე სამყარო დასავლეთის შიგნით და გარეთ) შეისწავლება და გაანალიზდება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ? რა მიმაჩნია მე შედარებითი ფემინისტური პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ და მეთოდოლოგიურ კითხვებად, რასაც ის აწყდება ისტორიის ამ მომენტში?

“დასავლური მზერის ქვეშის“ ხილვადი და უწყვეტი ცხოვრებიდან და ჩემი საკუთარი მოგზაურობებიდან (ტრანსნაციონალურ ფემინისტურ კვლევებსა და კავშირებს შორის) გამომდინარე, მე ვიწყებ ამ ნაშრომის ცენტრალური არგუმენტების შეჯამებიდან და ვაგრძელებ მათ კონტექსტუალიზებას ინტელექტუალური, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური თვალსაზრისით. ჩემი ანგარიშის ამ დისკუსიაზე დაარსებით, მე ვხსნი გზებს, როგორ იკითხებოდა და თავსდებოდა ეს ესე სხვადასხვა სამეცნიერო, ხშირად თანხვედრილ, დისკურსებში. მე ვმუშაობ ესეს რამდენიმე სასარგებლო პასუხზე, რათა უფრო ნათელი მოვფინო დასავლეთის, მესამე სამყაროსა და ა.შ. სხვადასხვა მნიშვნელობას; რათა გავაცოცხლო კითხვები უნივერსალურისა და კერძოს კავშირზე ფემინისტურ თეორიებში; ასევე მინდა ცხადი გავხადო ზოგიერთი თეზისი, რომელიც დარჩა გაურკვეველი და საეჭვო ჩემს ადრეულ ნაწერებში.

პირველ რიგში, ვხედავ, თუ როგორ შეიცვალა ჩემი აზროვნება ბოლო 16 წლის განმავლობაში. რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან ტრანსნაციონალური ფემინისტები 21-ე საუკუნის დასაწყისში? როგორ განვითარდა და გადაადგილდა ფემინისტური კროსკულტურული შრომის შესაძლებლობები? როგორია ინტელექტუალური, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური კონტექსტი, რაც მე მატყობინებს ჩემს საკუთარ ცვლილებებსა და ახალ პასუხებს წერის დროს? სამეცნიერო და პოლიტიკური იდენტიფიკაციის რომელი კატეგორიები შეიცვალა 1986 წლიდან? რა დარჩა იგივე? მსურს დაუყოვნებლივ (დღესვე) დავიწყო დიალოგი იმ განძრახვებს, ეფექტებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის, რამაც ზურგი გაუმაგრა ”დასავლური მზერის ქვეშს“, 1980-იანი წლების შუა პერიოდში და იმ არჩევანს შორის, რასაც ახლა გავაკეთებდი. იმედი მაქვს, რომ ეს სხვებშიც გააღვიძებს იგივე კითხვებს ფემინისტურ კვლევებში ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური პროექტების შესახებ.


წაიკითხეთ სრული ვერსია:

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,ფემინისტური ანთოლოგია” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ, ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.