fbpx

ემოციური შრომა მომსახურების სფეროში საქართველოს შრომის ბაზრის მაგალითზე

უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ კვლევას „ემოციური შრომა მომსახურების სფეროში საქართველოს შრომის ბაზრის მაგალითზე“, რომელიც ეხება მომსახურების სექტორის დაბრკოლებებს, კერძოდ, მიზნად ისახავს სამუშაო ადგილზე ემოციური შრომის (emotional labor) ფენომენის სხვადასხვაგვარ გამოვლინებების აღწერასა და, აგრეთვე, ანალიზს ზეგავლენისა, რომელსაც ემოციური შრომის აუცილებლობა ახდენს დასაქმებულებზე. კვლევის ძირითადი თეორიული საფუძველია ა.რ. ჰოხშილდის ნაშრომი „მართული გული: ადამიანური გრძნობების კომერციალიზაცია“ (The Managed Heart: Commercialization of Human Feeling). ჰოხშილდის მიხედვით, ემოციური შრომა მომსახურების სფეროს ძირითადი მახასიათებელია და გულისხმობს დასაქმებულთა მხრიდან ემოციების გამიზნულ კონტროლს მომხმარებელთან კომუნიკაციისას, რათა მათ მიერ გამოხატული ემოციები თანხვედრაში იყოს ორგანიზაციულად სასურველ ქცევასთან (organizationally desired emotions) (Hochschild, A. R. 1983).

🔴 მოცემული კვლევის ობიექტები საქართველოს მომსახურების სფეროში, კერძოდ სუპერმარკეტის ქსელებში, ბარებში, ბანკებსა და სწრაფი ქვების ობიექტებზე დასაქმებული პირები არიან. კვლევა დეტალურად აღწერს ემოციური შრომის სხვადასხვა ტიპს, რომელსაც რესპონდენტთა სამუშაო გამოცდილება მოიცავს. გარდა ამისა, გაანალიზებულია ემოციების გამოხატვის კონტროლის აუცილებლობის ზეგავლენა მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებზე.

🔵 რესპონდენტთა სამუშაო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასაქმების ადგილზე, მომხმარებლებთან კომუნიკაციისას ემოციების გამოხატვის კონტროლის აუცილებლობა შეიძლება გამოიხატოს გაუცხოების (alienation) ნიშნების გამოვლინებაში.

კვლევის ავტორი: მარიამ ნანეიშვილი, მკვლევარი.