fbpx

მაია რაზმაძე: ოკუპაცია და ტურიზმის გადარჩენა


▶️ გაეცანით მაია რაზმაძის თვალსაზრისს:
ორიოდე სიტყვა ოკუპაციასა და ტურიზმის გადარჩენაზე

🔴დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამემამულეების და ახალგაზრდების დიდ ნაწილს გულწრფელად სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრება. მაგრამ მთავარი ამოცანა, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დგას, არის არა უცხოელებზე გაგებინება რუსეთი რა არის/ ეს ევროპაშიც მშვენივრად იციან/, არამედ მთელი ენერგია და ძალისხმევის მიმართავა ქვეყნის შიდა სისტემური სოციალური ცვლილებებისკენ. 
🔴 აქ ადგილზე უნდა მოხდეს არსებული არასამართლიანი, საბაზრო /რადიკალურ წესრიგის და ერთ მუჭა კაპიტალისტურ/ოლიგარქიული სტრუქტურის გარდაქმნა სამართლიან, სოციალურ და სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებად. ამისათვის კი ხმამაღლა და მთელი ინტენსივობით დაისვას კონკრეტული მოთხოვნები პოლიტიკისადმი და მის ცენტრში :
🔵 სამართლიანი საგადასახადო სისტემა, პროგრესული დაბეგრვა შემოსავალზე, ქონებაზე, მოგებაზე. რისთვისაა ეს საჭირო? იმისთვის რომ დაფინანსდეს და გაიმართოს საჯარო რესურსები და სიკეთეები, როგორიცაა ტრანსპორტი, განათლება ჯანდაცვა, ღირსეული ანაზღაურება ქონდეთ ექთნებს, პენსიონრებს, მასწავლებლებს, მუშაკებს ა.შ. რათა მათაც შეძლონ დასვენება და განტვირთვა, არა მხოლოდ უცხოელებმა. არ მოუწიოთ ჩვენს მოქალაქეებს სამუშაოდ თუ სამკურნალოდ კაბალურ პირობებზე დათანხმება და გადახვეწა.
🔵 ღირსეული სამართლიანი შრომის პირობები ნორმატიული და ინსტიტუციური მექანიზმებით, რათა აღარ დაგვეხოცოს ახალგაზრდობა და მუშაკნი ხარაჩოებზე, მაღაროებში, მშენებლობაზე, ავარიებში. ადამიანებმა შეძლონ საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა.
🔵 სასარგებლო წიაღისეულის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაციონალიზაცია. საერთო ბუნებრივი რესურსები ეკუთვნის ყველას, მათ ჭირდებათ მოფრთხილება და ისინი არ შეიძლება ვინმე სოვდაგრის კერძო საკუთრებას წარმოადგენდნენ. იგივე ეხება მიწასაც. მკაცრად დარეგულირდეს საერთო განკარგულებაში თუ იჯარით სარგებლობაში გაცემული მიწები.
🔵 ინდუსტრიული დარგების განვითარება და ეკონომიკის რელოკალიზაცია. პროდუქტი ადგილზე მოყვანა გასაღება ეკოლოგიის გათვალისწინებით. 
🔵 სასამართლო სისტემა, სოციალური და შრომის სამართლი განვითარება…ა. შ
🔵 კულტურის გააზრებული პოლიტიკა…
ამ ჩამოთვლილი სისტემებმა უნდა უზრუნველყოს დოვლათის გადანაწილება, სოციალური მშვიდობა და ადამიანებისთვის თვითრეალიზაციის პერსპექტივის შექმნა.

🔴 თუ ქვეყნის შიგნით ვერ ვქმენით სამართლიანი სოციალური წესრიგი, ამ ფორმებით რუსეთთან ბრძოლა და ოკუპაციას ძახილი იქნება ილუზორული, ქარის წისქვილებთან ბრძოლა, აქედან გამომდინარე არაფრის მომტანი. რატომ არის რუსეთი მიუღებელი? იმიტომ რომ თვითონ არის ჩაგვრის, უთანასწორობის, ოლიგარხიის, არათავისუფლების და ძალადობის განსახიერება. სამწუხაროდ ეს ელემენტები ჩვენთანაც ასევე ფესგამდგარია, ამიტომაც ის უნდა აღმოიფხვნას და გარდაიქმნას სასიკეთოდ.

🔴 ან კიდევ რა პერსპექტივას ვთავაზობთ იმ ოკუპირებულ 20% ტერიტორიაზე მცხოვრებთ? იმას რომ ბაზრის ფუნდამენტალიზმს უღელში შევაბამთ ჩვენსავით?!, მიწას პრივატიზაციას გავუკეთებთ, ხეატარა თუ პანორამებს, საყდრისის აფეთქებას, ხარაჩოებიდან ჩამოვარდნებს მოვახდენთ? თუ სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ პროექტს?

🔴დავფიქრდეთ ამაზე და ენერგია მივმართოთ შიდა ძირეული ცვლილებების საჭიროებაზე და ჩამოთვლილი მოთხოვნების პოლიტიკურ დღის წესრიგში, პირველ და პრიორიტეტულ ადგილას დაყენება/ განხორციელებაზე. 
პოლიტიკას ამ ცვლილების საჭიროება უნდა შევაგნებინოთ და ამ მოთხოვნების განხორციელება უნდა დავუსახოთ ამოცანად, და არა დღევანდელი უგნურება, უუნარობა და გაუგებარი, მცირე სახელმწიფოსა თუ სინგაპურიზაციის, აზრს მოკლებული მოდელები.