fbpx

კეთილდღეობის პოლიტიკა: რეგისტრაცია

PLATFORMA.GE ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს ახალ ონლაინ კურსს ,,კეთილდღეობის პოლიტიკა: სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკა“.

კურსის მიზანია მიმოიხილოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგომ. ვისაუბროთ სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის და მისი მოდელების, ასევე კრიტიკული ხედვების შესახებ, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი ასევე მიმოიხილავს კეთილდღეობის სისტემის ისტორიულ განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შედარებითი ანალიზის კონტექსტში.

კურსი დაიწყება 2019 წლის ივლისიდან. ინფორმაცია კურსის შესახებ დარეგისტრირებულ პირებს გადმოეგზავნებათ 30 ივნისამდე.

კურსი შედგება 8 ლექციისგან, თითოეული სალექციო მასალა შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ვიდეო ლექცია, საკითხავი მასალა. კურსი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 3 ივნისიდან – 23 ივნისის 23:00სთ-ის ჩათვლით.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (1 ივლისი  – 25 სექტემბერი, 2019)

კურსზე რეგისტრაცია უფასოა!

რეგისტრაცია დასრულდა!
სულ დარეგისტრირდა 213 აპლიკანტი