fbpx

დისკუსია ქალთა პრეკარიულ შრომასა და დროის ურთიერთმიმართებაზე

12 მარტს 17:00სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და PLATFORMA.ge-ის ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე:

<< ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში >>

შეხვედრაზე გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „მწვანე აკადემიას“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის – ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში – პრეზენტაცია.

დისკუსიის ერთ- ერთი მომხსენებელი იყო ანა დიაკონიძე – მკვლევარი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ნახეთ ვიდეო: