fbpx

პროექტი – სადისკუსიო პლატფორმა

საინიციატივო ჯგუფი ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ეხება სოციალური საკითხების აქტუალიზებას თბილისსა და რეგიონებში არსებულ საჯარო სივრცეებში.

🔷ბოლო რამდენიმე წელია რაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტური თუ აკადემიური წრეები და ინტერესთა ჯგუფები ქართულ სამოქალაქო სივრცეს საჯარო აქტივობებით ანებივრებენ. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის პოლიტიკები ნელ-ნელა სივრცეებს ითვისებს, პოლიტიკურ რელევანტურობას იძენს და საჯარო სფეროში ფეხს იკიდებს. თუმცა, შემოთავაზებული პროცესები ლიმიტირებულია სივრცესა და დროში. ამ პროცესში, რეგიონები დაცლილია ალტერნატიული აზრის წარმოებისგან და მოსახლეობაც გამოთიშულია სხვადასხვა საჯარო აქტივობებს. მონაწილეობითი დემოკრატია, როგორც სხვადასხვა ტიპის აქტორებს შორის ურთიერთობის დამყარება და მოსახლეობის ფართო ჩართულობის ხელშეწყობა, დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. სადისკუსიო პლატფორმა ადგილობრივ დონეზე გაჩენილი სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისების მიზეზების რეფლექსიის მცდელობას წარმოადგენს და მას კრიტიკული (ალტერნატიული) აზრის წარმოების და გავრცელების მიზანი აქვს.

🔷პროექტის ფარგლებში ვეცდებით სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის ახალი სტრატეგიული ფორმების შექმნას, რომლებიც განსხვავებული იქნება სოციალური სისტემის მიერ უკვე ნაკარნახები, გამზადებული ჩარჩოსგან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ამოცანების განხორციელება:

🔷სოციალური საკითხების (რე)აქტუალიზება სხვადასხვა საჯარო სივრცეში;

🔷სოციალური საკითხების გარშემო სხვადასხვა პერსპექტივების, მოსაზრებების არტიკულირება და მათი პერიოდულ გამოცემაში გადატანა;

🔷პერიოდული გამოცემის პოპულარიზაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ამ პერსპექტივების დამუშავება;

პროექტის ვადები: აპრილი, 2019 – აგვისტო, 2019