fbpx

ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში

12 მარტს 17:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და საინიციატივო ჯგუფი PLATFORMA.ge გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 307-ე აუდიტორიაში დისკუსიაზე:

<< ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში >>

შეხვედრაზე გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „მწვანე აკადემიას“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის – ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში.

ფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებს უმეტესწილად დაბალი და ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები უკავიათ. შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სეგრეგაცია, ხარვეზები შრომით კანონმდებლობაში, საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები, რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვები და სოციალური სერვისების არარსებობა ის ძირითადი ბარიერებია, რაც ხელს უშლის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და შრომის უფლებაზე ხელმისაწვდომობას. საოჯახო საქმის შესრულების ტვირთი დამატებითი მნიშვნელოვანი ბარიერია ქალისთვის. მაშინაც კი, როცა ქალი ახერხებს ანაზღაურებად შრომაში ჩართვას, ის ვერ გაურბის საშინაო საქმის შესრულების ექსკლუზიურ ვალდებულებას. ამგვარად, ქალებს უწევთ როგორც უკეთესი შრომითი პირობებისთვის ბრძოლა, ასევე ბრძოლა იმისთვის, რომ მათ მიერ შესრულებული საშინაო საქმეები შრომად კლასიფიცირდეს.

დისკუსიაზე ვუპასუხებთ შემდეგ შეკითხვებს:

1. როგორია ქალთა მდგომარეობა შრომით ბაზარზე დღეს?
2. რა გზებით და შინაარსით უნდა დასახონ ქალებმა ბრძოლის სტრატეგიები შრომითი უფლებების კუთხით?
3. როგორ აისახება დასაქმებული ქალების დროის არსებული განაწილება მათი ცხოვრების ხარისხზე?

მომხსენებლები:

ანა დიაკონიძე – მკვლევარი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ანი გოგბერაშვილი – გენდერის მკვლევარი

გიგა კარაპეტიანი- სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

მოდერატორი: მაია ბარქაია, გენდერის კვლევების დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ღონისძიების ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 307-ე აუდიტორია.