fbpx

კვლევა: საყოველთაო კეთილდღეობისთვის

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ნეოლიბერალური ეკონომიკური ექსპერიმენტები განახორციელდა. მათ შორის ერთ-ერთი – არსებული ბრტყელი საშემოსავლო გადასახადია. დადებითი ეკონომიკური შედეგების გაურკვევლობა, იწვევს მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრულის გაფართოებას. ამავდროულად საქართველოში ისევ მაღალი რჩება უმუშევრობის დონე და სიღარიბის მაჩვენებელი. სარა გოდარი, ტატო ხუნდაძე და ახიმ ტრუგერი თავიანთ უახლეს კვლევაში – “სწრაფვა საერთო კეთილდღეობისთვის”, სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობენ. მათი კვლევის სათაური პროგრამულია: ავტორები გვთავაზობენ პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას და საჯარო ხარჯების გაზრდას, ადამიანურ კაპიტალსა და სამრეწველო განვითარებაზე, რამაც შეიძლება შეამციროს შემოსავლის უთანასწორობის მაღალი დონე და გააუმჯობესოს დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფების ცხოვრების პირობები.

იხილეთ ელექტრონული ვერსია: საყოველთაო კეთილდღეობისთვის

ავტორთა შესახებ

სარა გოდარი – ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის (BშEL) ბიზნესისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული მკვლევარი და პრაღის ჩარლზის უნივერსიტე- ტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორანტია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: საგადასახადო პოლიტიკას, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შემოსავლების გადანაწილების საკითხებს.
ტატო ხუნდაძე –  სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ლონდონის უნივერსიტეტში და შრომით ურთიერთობებს და ევროპულ ინტეგრაციას თბილისში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ამჟამად ის არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკუ- რი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე საქართველოს „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარი. მის კვლევით ინტერესებში შედის: ინდუსტრიული პოლიტიკა, განვითარებისა და საშემოსავლო უთანასწორობის პოლიტიკური ეკონომია.
ახიმ ტრუგერი –  ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის ეკონომიკის, კერძოდ კი, მაკროეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორი და ასევე დიუსელდორფის ჰანს ბოკლერის ფონდის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (IMK) უფროსი მკვლევარია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ფისკალურ პოლიტიკას, „ვალთან დაკავშირებულ პრობლემებსა” და მაკროეკონომიკურ საკითხებს: ქვეყნების მიხედვით, საგადასახადო პოლიტიკის, გადანაწილების და მაკროეკონომიკური მახასიათებლების შესწავლას.

კვლევა განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით;