fbpx

7 მარტი – დისკუსია

8 მარტს აღინიშნება ქალთა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ემანსიპაციისათვის ბრძოლა. ქალთა საერთაშორისო დღის დაფუძნება უკავშირდება მუშა ქალთა საპროტესტო გამოსვლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით მეოცე საუკუნის დასაწყისში.

დღეს, ჩვენს რეალობაში, ქალები ეწევიან აუნაზღაურებელ საშინაო შრომას ოჯახში, უვლიან ბავშვებსა და ოჯახის ასაკოვან წევრებს; ეს მათ ბუნებრივ მოვალეობად არის მიჩნეული და უგულებელყოფილია საშინაო და რეპროდუქციული შრომის მატერიალური ღირებულება როგორც ოჯახის, ისე სახელმწიფოსათვის – დიასახლისებს ეკონომიკური სფეროს საზღვრებს მიღმა განიხილავენ.
ქალები დასაქმებულნი არიან ყველაზე არასტაბილურ, დაბალანაზღაურებად, პრეკარიული ხასიათის სამუშაო ადგილებზე მომსახურების სფეროში. ქალები წლობით ტოვებენ მშობლიურ გარემოს და თავიანთი ოჯახების სარჩენად ‘’განვითარებულ’’ ქვეყნებში ბავშვებსა და მოხუცებს უვლიან.

ჩვენს სახელმწიფოში ფაქტობრივად არ არსებობს ქალების საჭიროებებს მისადაგებული სოციალური სერვისები. სახელმწიფო არ აღიარებს ქალთა განსაკუთრებულ საჭიროებებს და სოციალურ უფლებებს. ამავე დროს, 8 მარტის არსებული შინაარსი და ფორმები ქალთა საერთაშორისო დღის დეპოლიტიზებას ახდენს და განსაკუთრებით აძლიერებს ქალის პატრიარქალურ სოციალურ კონსტრუქციას, განსაკუთრებით აძლიერებს ქალის მეორეხარისხოვან სქესად განსაზღვრის პოლიტიკურ პროექტს, რომელშიც ძალაუფლებრივი სტრუქტურა უფასოდ იღებს განუსაზღვრელი ოდენობის შრომას.

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” მიერ 8 მარტს დაორგანიზებული აქციის ფარგლებში, 7 მარტს გიწვევთ დისკუსიაზე ,,ქალთა ორგანიზების აუცილებლობა და მნიშვნელობა”, რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროგრამა:

19:00-20:30

მომხსენებლები:

სოფო ჯაფარიძე:
რატომ აწყობს ქალის შრომა კაპიტალიზმს? – მარქსისტული პერსპექტივა საშინაო შრომაზე.

ლიკა ჯალაღანია:
რეპროდუქციული სამართლიანობა არჩევანის უფლების მიღმა

ნათია ქარჩილაძე:
არაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტები: თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე

ნინო ხელაია:

დისკუსია გაიმართება 7 მარტს, 19:00სთ-ზე.
მის: თსუ, I კორპუსი, 307-ე აუდიტორია.

დასწრება თავისუფალია!