fbpx

ამოუხსნელის ღირსებანი – ყვითელჟილეტიანების შესახებ

ავტორი: ჟაკ რანსიერი

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა VERSO-ზე

თარგმნა ნინო ზარანდიამ

ყვითელჟილეტებიანების განმარტება? რისი განმარტება შეგვიძლია? იმ მიზეზების დასახელება, თუ რატომ განვითარდა მოვლენები ჩვენი მოლოდინისგან განსხვავებულად? ეს მიზეზები თითქმის ყოველთვის არსებობს: პერიფერიული სივრცეები ხშირად მოკლებულნი არიან სატრანსპორტო, საჯარო სერვისებს და ადგილობრივ მაღაზიებს, ამას ემატება სამსახურებამდე ხანგრძლივი, დამღლელი გზა, შრომითი უსაფრთხოების არ არსებობა, არაადეკვატური ანაზღაურება და ღირსეული ცხოვრებისთვის შეუსაბამო პენსიები, კრედიტებზე დამოკიდებულება თავის გატანის მიზნით. ცალსახად, ტანჯვის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ტანჯვა ერთია, და აღარ ტაჯვის შეჩერება არსებითად სხვა რამაა.

ცალსახად, ტანჯვის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ტანჯვა ერთია, და ტაჯვის შეჩერება არსებითად სხვა რამაა. სრულიად განსხვავებული. თუმცა, ტანჯვის ქვემოთჩამოთვლილი ასპექტები, რომლებიც ამბოხის ასახსნელად მოვიხმეთ თანაბრად გამოგვადგება ამ უკანასკნელის არარსებობის ასახსნელადაც: ადამიანები ისეთ საარსებო პირობებში არიან, რომ როგორც წესი საერთოდაც აღარ რჩებათ ენერგია ან დრო ამბოხისთვის.

ყვითელჟილეტებიანთა მოძრაობას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა, არ ჰქონდა სხვა არანაირი მიზეზი გარდა იმისა, რაც ასაზრდოებს ჩვეულ წესრიგს. ამ მოცემულობის მიღმა უძრაობის მიზეზებიც იკვეთება.

ადამიანების უძრაობისა და მოძრაობის მიზეზების ახსნა ერთნაირად არის შესაძლებელი. ეს არა უბრალო შეუთავსებლობაა, არამედ ამხსნელობითი მიზეზის მთავარი ლოგიკაა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც აქამდე არ იყო ჩვენთვის ცნობილი. ამან მათ, ვისაც მოძრაობის არსებობის მიზეზებს ვერ ხედავდნენ პოლიტიკურად მარჯვნივ, ხოლო მათ ვისაც მოძრაობის არსებობა სავსებით გამართლებულად მიაჩნდათ მარცხნივ უბიძგა. თუმცა, სამწუხაროდ , მოძრაობა ცუდ დროს აღმოცენდა და არასწორ ხალხს არასწორი გზისკენ უბიძგა და როგორც ყოველთვის ორი სკოლა მოგვევლინება: ისინი, ვინც არ იციან, თუ რატომ მოძრაობს ხალხი და ისინი, ვინც იციან ამის შესახებ.

ზოგჯერ მოვლენებს სხვა მხრიდან უნდა შევხედოთ: დაწყებული სწორედ იმ ფაქტიდან, რომ ისინი, ვინც ამბოხდნენ, არ ჰქონდათ მიზეზი ასე მოქცეულიყვნენ, ვიდრე არ მოქცეულიყვნენ – და ზოგჯერ ამაზე მცირე მიზეზიც კი ჰქონდათ.  ამ გადმოსახედიდან, ის კი არ უნდა ვეძიოთ, თუ რა მიზეზებს მიჰყავთ წესრიგი უწესრიგობამდე, არამედ რას გვეუბნება ეს უწესრიგობა დომინანტური წესრიგისა და ახსნების წესრიგის შესახებ, რომელიც ჩვეულებივ თან სდევს ხოლმე მას.

უკანსკნელი პერიოდის ნებისმიერ სხვა მოძრაობაზე მეტად, ყვთელჟილეტიანების მოძრაობა წარმოადგენს იმ ხალხის ქმედებას, რომელიც ჩვეულებრივ არასდროს მოძრაობს: არც განსაზღვრული სოციალური კლასების ან ჯგუფების წარმომადგენლები არიან ცნობილნი მათი ბრძოლის ტრადიციებისთვის.

შუახნის ასაკის ქალები და კაცები, ისინი, ვისაც ყოველ დღე ვხვდებით ქუჩაში, სამშენებლო მოედნეზე და ავტომანქანების სადგომებზე, მათი ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ის აქსესუარია, რომლის ფლობა ნებისმიერ მძღოლს მოეთხოვება. ის, რაც მათ მოქმედებისკენ უბიძგა ყველაზე „ამქვეყნიური“ წუხილია – საწვავის ფასი: მოხმარებაზე თავდადებული იმ მასის სიმბოლო, რომლებიც გამორჩეული ინტელექტუალების კუჭებს აღიზიანებს; ასევე, იმ ჩვეულებრიობის სიმბოლო, რაზედაც ჩვენი მმართველების მშვიდი ძილია დამოკიდებული: დაქსაქსული ინდივიდებისგან შემდგარი მდუმარე უმრავლესობა, რომელსაც კოლექტიური გამოხატვის არავითარი ფორმა არ გააჩნია და რომელთა ხმის ერთადერთ ფორმას აზრის გამოკითხვებიდან ან არჩევნებიდან მიღებული შედეგები წარმოადგენს.

ამბოხს არ გააჩნია მიზეზი, თუმცა გააჩნია ლოგიკა და ეს ლოგიკა სწორედ იმ ჩარჩოების დამსხვრევას გულისხმობს, რომელშიც ნორმალურად აღქმული წესრიგისა და უწესრიგობის მიზეზებთან ერთად  ის ხალხი ერთიანდება, ვისაც შეუძლია ამ მიზეზების განსჯა. აღსანიშნავია, რომ ამ „აპოლიტიკურმა“ ხალხმა ამბოხებული ახალგაზრდებისგან შემდგარი ე.წ “square” მოძრაობების მოქმედების ფორმა გადმოიღეს, ფორმა, რომელიც სტუდენტებმა თავის მხრივ გაფიცული მუშებისგან გადმოიღეს: ოკუპაცია.

ოკუპაცია ნიშნავს საკუთარი არსებობის მტკიცებას ბრძოლაში ჩართული ერთობის სახით ჩვეულებრივ ადგილას, რომელიც დროებით არ გამოიყენება თავისი დანიშნულებისამებრ: წარმოება, მოძრაობა თუ სხვა რამ. ყვითელჟილეტიანებმა წრიული მოძრაობის ადგილები შეარჩიეს,სადაც ანონიმური მძღოლები ყოველ დღე მოძრაობენ. სწორედ იქ ტოვებენ  პროპაგანდისტულ მასალებსა და დგამენ თვითნაკეთ ქოხებს, ისევე, იმ ანონიმური ჯგუფების მსგავსად, რომლებიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იგივეს აკებდნენ ოკუპირებულ მოედნებზე.

ოკუპაცია, აგრეთვე, კონკრეტული დროის შექმნას გულისხმობს: დროის, რომელიც შენელებულია ჩვეულებრივ საქმიანობასთან და მიმართებით და შესაბამისად, იმ დროის, რომელიც დაშორებულია ჩვეული წესრიგისგან, მაგრამ ამავდროულად, დრო ჩქარდება იმ მოქმედების დინამიკასთან ერთად, რომელიც აიძულებთ მათ მუდმივად რეაგირებდნენ იმ გამოწვევებზე, რომლისთვისაც მზად არ არიან. დროის ეს ორმაგი სახეცვლილება ცვლის ფიქრისა და მოქმედების ნორმალუ სიჩქარეს. ამასთან, ის გარდაქმნის მოვლენების ხილვადობისა და იმის შეგრძნების უნარს, თუ რა არის შესაძლებლობის ფარგლებში. ყოველივე იმან, რაც პასიური ტანჯვის საგანს წარმოადგენდა ახალი ხილვადობა მიიღო უსამართლობის სახით. კონკრეტული გადასახადის უარყოფა პირველ რიგში უსამართლო საგადასახადო სისტემის შემდგომში კი მსოფლიო წესრიგის გლობალური უსამართლობის გაცნობიერებას წარმოადგენს.

როდესაც თანასწორთა ჯგუფი არღვევს დროის ჩვეულ მიმდინარეობას – დღესდღეობით წამოჭრილი დიზელის საწვავზე არსებული გადასახადი, უკანასკნელ წარსულში უნივერსიტეტის შერჩევა, პენსიები და დასაქმების შესახებ კანონი – უთანასწორობის ეს ჯაჭვი, რომელიც მოგების კანონით მართულ გლობალურ მსოფლიო წესრიგს ქმნის ნელ-ნელა ჩამოშლას იწყებს.ორი მსოფლიო უპირისპირდება ერთმანეთს, რითიც უფსკრული კონკრეტულ მოთხოვნებსა და თავად მოძრაობის ლოგიკას შორის სულ უფრო ღრმავდება. მოლაპარაკებებს აღარ ექვემდაბარება ის, რაც ადრე ექვემდებარებოდა.მოლაპარაკებების წარმოება ნიშნავს წარმომადგენლების გაგზავნას, თუმცა ყვითელჟილეტიანები, რომლებიც საფრანგეთის სიღრმეებიდან (ფრ. Profond) მოდიან,როგორც ხშირად ამბობენ, მგრძნობიარეები არიან „პოპულიზმის“ ავტორიტარული სირენების მიმართ.ყვითელჟილეტიანების  მოძრაობა რადიკალური ჰირიზონტალურობის პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც Occupy და ZAD -ის მოძრაობის ახალგაზრდა ანარქისტისტებისთვის იყო დამახასიათებელი. 

ვერავითარი მოლაპარაკება ვერ შედგება თანასწორებსა და ოლიგარქიული ხელისუფლების მმართველებს შორის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული მოთხოვნა მხოლოდდამხოლოდ ამ უკანასკნელის შიშის გამო დაკმაყოფილდება და ამასთან იმის გამო, რომ მისი გამარჯვება უმნიშვნელოდ გამოიყურება იმასთან შედარებით, თუ რა „სურთ“ ამბოხებულებს თავისი მუდმივი განვითარებით: იმ წარმომადგენლობითი ხელისუფლების დასასრული, რომელიც ფიქრობს და მოქმედებს მათ ნაცვლად. მართალია, რომ ამ სურვილს თავისთაად შეუძლია მიიღოს მოთხოვნის ფორმა : „მოქალაქეთა ინიციატივა“ – ცნობილ რეფერენდუმი.თუმცა ეს კეთილგონივრული მტკიცება სინამდვილეში მალავს რადიკალურ დაპირისპირებას დემოკრატიის ორ იდეას შორის. ერთი მხრივ, პრევალირებს ოლიგარქიული კონცეფცია: კი და არა პასუხების დათვლა დასმულ შეკითხვაზე. მეორე მხრივ, დემოკრატიული კონცეფცია: კოლექტიური ქმედება, რომელიც ამტკიცებს თითოეული ინდივიდის უნარს დამოუკიდებლად მოახდინოს კითხვის ფორმულირება.იმიტომ რომ დემოკრატია აღარ წარმოადგენს უმრავლესობის არჩევანს. ეს არის მოქმედება, რომელიც თითოეული ინდივიდის უნარის რეალიზებას ემსახურება, იმ ადამიანების, რომლებსაც არ გააჩნიათ კანონების გამოცემისა და მართვის „კომპეტენცია“.

ამბოხი ყოველთვის შუა გზაზე ფერხდება თანასწორთა ძალაუფლებასა და იმ კომპეტენტურ ხალხს შორის, რომელთაც შეუძლიათ მართვა, ყოველთვის ხდება შეტაკებები, მიმდინარეობს მოლაპრაკებები და მხარეები მიდიან კომპრომისებზე. თუმცა მათ უკან რჩება იმ ურთიერთობათა უფსკრული თანასწორობისა და უთანასწორობის ლოგიკას შორის, რომელიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ ფერხდება ამბოხი ნახევარ გზაზე სწავლულთა დიდი სიამოვნებისა თუ დიდი უკმაყოფილებისდა მიუხედავად, რომლებიც მოძრაობას მარცხისთვის განწირულად მიიჩნევენ „სტრატეგიის“ არარსებობის გამო. თუმცა სტრატეგია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოქმედების საშუალებაა ამ სამყაროში. არცერთი სტრატეგია არ გვასწავლის ორ სამყაროს შორის არსებული უფსკრულის დაძლევას. „ბოლომდე მივალთ“-ამბობენ ისინი. თუმცა ამ გზის ბოლოს დადგენა შეუძლებელია რაიმე კონკრეტული მიზნის მეშვეობით. მითუმეტეს რომ ე.წ კომუნისტურმა სახელმწიფოებმა სისხლსა და ტალახში ჩაახრჩვეს რევოლუციური იმედი. შესაძლოა, სწორედ ამგარად უნდა გვესმოდეს 1968 წლის ლოზუნგი: „ეს მხოლოდ დასაწყისია, მოდით გავაგრძელოთ ბრძოლა“ . თუმცა ისინი შუა გზაზე რჩებიან და ვერ აღწევენ გზის დასასრულს. ეს ამბოხის რეალიზმია, ამოუხსნელი რეალიზმი, რომელიც შეუძლებელს მოითხოვს, იმიტომ რომ შესაძლებელი უკვე ამოშლილია თავად ძალაუფლების ფორმულიდან: „ალტერნატივა არ არსებობს“