fbpx

Category: თარგმანები

ერიკ ჰობსბაუმი – მსოფლიო რევოლუცია

თარგმანი მოამზადა გიგი ბერიძემ. ერიკ ჰობსბაუმი  მსოფლიო რევოლუცია (მესამე თავი წიგნიდან ,,ხანმოკლე მეოცე საუკუნე’’)   იმავდროულად, (ბუხარინმა) დაამატა, ,,მე ვფიქრობ რომ ჩვენ შევედით რევოლუციის იმ პერიოდში, რომელიც შეიძლება ორმოცდაათი წელიც გაგრძელდეს, სანამ რევოლუცია არ გაიმარჯვებს  ევროპაშიც და შემდეგ მთელს მსოფლიოში’’ არტურ რენსომი ,,ექვსი კვირა რუსეთში, 1919 წელს’’  (რენსომი, 1919, გვ.54)   რა საშინელებაა, კითხულობდე შელის ლექსებს, (რომ არ ვახსენოთ…
Read more

ჯასბირ პუარი – ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები

ავტორი: ჯასბირ პუარითარგმანი მოამზადა აია ბერაიამ ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები[1] ჩვენ უდაოდ ქვიარ დროში ვცხოვრობთ. ომი ტერორის წინააღმდეგ არის კრებული, რომელიც ჩახლართულია გამძლე მოდერნისტული პარადიგმების გროვასა (ცივილიზაციის ტელეოლოგიები, ორიენტალიზმები, ქსენოფობია, მილიტარიზაცია, საზღვრებთან დაკავშირებული შფოთვები) და პოსტმოდერნისტულ ამოფრქვევებში (თვითმკვლელი ტერორისტები, დაზვერვის ბიომეტრიული სტრატეგიები, ახალი სხეულებრივი რეალობები, ზღვარსგადასული კონტრტერორიზმი). აქცენტით სხეულებზე, სურვილებზე, სიამოვნებებზე, შეხებაზე, რიტმებზე, ექოებზე, მატერიებზე,…
Read more

ანდრეა დვორკინი – პორნოგრაფია და გლოვა

ავტორი: ანდრეა დვორკინითარგმნა აია ბერაიამ პორნოგრაფია და გლოვა ეს ტექსტი თავდაპირველად სიტყვად იქნა წარმოთქმული 1978 წელს, სან ფრანცისკოში, კონფერენციაზე „ფემინისტური პერსპექტივები პორნოგრაფიაზე“. როგორც პრობლემის განზოგადებული ხედვა, სიტყვა პირდაპირ „დავიბრუნოთ ღამე“[1]მარშის წინაშე წარმოითქვა. მარში ჩატარდა, რათა  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის დემონსტრირება მოგვეხდინა – ეს ეხება როგორც გაუპატიურებას და ცემას, ასევე მედიაში შექმნილ იმიჯებს. ღამით 3000…
Read more

დევიდ ჰალპერინი: არსებობს თუ არა სექსუალობის ისტორია?

ავტორი: დევიდ ჰალპერინითარგმნა აია ბერაიამ არსებობს თუ არა სექსუალობის ისტორია?* სექსს ისტორია არ აქვს.[1]ის ბუნებრივი, სხეულის ფუნქციონირებაზე დაფუძნებული ფაქტია და, როგორც ასეთი, ისტორიისა და კულტურის მიღმა დგას. მეორე მხრივ, სექსუალობა უშუალოდ სხეულის რომელიმე ასპექტს ან თვისებას არ აღნიშნავს. სექსისგან განსხვავებით, სექსუალობა კულტურული ნაწარმია: ის წარმოადგენს იდეოლოგიური დისკურსის მიერ ადამიანის სხეულისა და მისი ფიზიოლოგიური შესაძლებლობების აპროპრიაციას.[2]სექსუალობა სომატური…
Read more

ზიგმუნტ ბაუმანი: თხევადი მოდერნულობა

გაეცანით ნაწყვეტს ,,სიმსუბუქესა და თხევადობაზე” ზიგმუნტ ბაუმანის წიგნიდან ,,თხევადი მოდერნულობა” პუბლიკაცია ითარგმნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პუბლიკაციის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება 2019 წლის სექტემბერში. შესავალი  სიმსუბუქესა და თხევადობაზე შეწყვეტა, ბუნდოვანება და მოულოდნელობა – ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ფენომენებია. ისინი საჭიროებადაც კი ექცა ბევრ ადამიანს, რომელთა გონებაც ვეღარ იკვებება… ვერაფრით, გარდა მოულოდნელი ცვლილებებისა და მუდმივად განახლებადი სტიმულებისა. ჩვენ ვეღარ ვიტანთ ვერაფერს,რაც…
Read more

ჩანდრა ტალპად მოჰანტი: „დასავლური მზერის ქვეშ“, გადახედვა: ფემინისტური სოლიდარობა ანტიკაპიტალისტური ბრძოლის გავლით

თარგმნა ნათია ქარჩილაძემ ავტორი: ჩანდრა ტალპად მოჰანტი „დასავლური მზერის ქვეშ“, გადახედვა: ფემინისტური სოლიდარობა ანტიკაპიტალისტური ბრძოლის გავლით მე ამ ესეს ვწერ ჩემი რამდენიმე მეგობრის დაჟინებული თხოვნით და ცოტაოდენი შიშით, რადგან ვაცოცხლებ 16 წლის წინ დაწერილი ესეს თემებსა და არგუმენტებს. მისი დაწერა საკმაოდ რთულია, და მე ამას გაუბედავად და თავმდაბლად ჩემ თავზე ვიღებ, ვგრძნობ, რომ ეს უნდა გავაკეთო,…
Read more

ჯოან სკოტი – გენდერი: ისტორიული ანალიზის სასარგებლო კატეგორია

ავტორი: ჯოან სკოტითარგმანი მოამზადა აია ბერაიამ. გენდერი: ისტორიული ანალიზის სასარგებლო კატეგორია გენდერით, როგორც ანალიტიკური კატეგორიით, დაინტერესება მხოლოდ გვიან მეოცე საუკუნეში გაჩნდა. მეთვრამეტე საუკუნიდან ადრეული მეოცე საუკუნის ჩათვლით, სოციალური თეორიის ძირითად ტექსტებში მსგავსი რამ არ გვხვდება. სიმართლე რომ ითქვას, ამ თეორიათაგან ზოგიერთი თავის ლოგიკას მდედრისა და მამრის ოპოზიციის ანალოგიებზე აშენებდა, ზოგიერთი „ქალთა საკითხს“ აღიარებდა, ზოგი კი…
Read more

საბა მაჰმუდი: ღვთისმოსაობის პოლიტიკა: ისლამური აღორძინება და ფემინისტური სუბიექტი

თარგმნა გიორგი ჩუბინიძემ ავტორი: საბა მაჰმუდი, ანთროპოლოგიის პროფესორი ღვთისმოსაობის პოლიტიკა: ისლამური აღორძინება და ფემინისტური სუბიექტი 1.  თავისუფლების სუბიექტი უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ბევრ ფემინისტ თეორეტიკოსს ერთი მთავარი შეკითხვა აწუხებდა: როგორ უნდა ასაზრდოოს ისტორიული და კულტურული სპეციფიკურობის საკითხებმა ნებისმიერი ფემინისტური პროექტის როგორც ანალიზი, ისე პოლიტიკა? მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტურ თეორიაში ამ კითხვებმა მნიშვნელოვან მცდელობებამდე მიგვიყვანა სქესობრივ, რასობრივ,…
Read more

ქსენოფემინიზმის მანიფესტი

თარგმნა გიორგი ჩუბინიძემ Copyright (C) Laboria Cuboniks.

“კრულვით დაღდასმულები” – ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობა

გაეცანით ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობას ფრანც ფანონის წიგნისთვის ,,კრულვით დაღდასმულები” (ფრანგ: Les damnés de la terre) . თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მარიკა ტყეშელაშვილმა. 1954 წელს დაიწყო ალჟირის განმათავისუფლებელი ომი საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ დროს მარტინიკელი წარმოშობის ფსიქიატრი, ფრანც ფანონი ალჟირის ფრანგული საავადმყოფოს ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა და მკურნალობდა როგორც იმ ფრანგ მეომრებს, რომლებიც აწამებდნენ ანტიკოლონისტ აჯანყებულებს,…
Read more