ლიკა ჯალაღანია სამართლის მკვლევარი და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ის საქართველოში სამართლის ქვიარ და ფემინისტური კრიტიკის მიმართულებით მუშაობს და ის ავტორი და თანაავტორია ქვიარ პოლიტიკის, ლგბტქი უფლებების, დანაშაულის კრიტიკული პერსპექტივების, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, რეპროდუქციული სამართლიანობის და ქალთა შრომითი უფლებების შესახებ სხვადასხვა კვლევებისა თუ ანალიტიკური დოკუმენტების. ლიკა 2015 წლიდან მუშაობს EMC-ში ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკის მიმართულებით და ასევე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.