ჩვენ შესახებ

PLATFORMA.GE არის საინიციატივო გაერთიანება, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა აკადემიის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ინიციატივით და წარმოადგენს კრიტიკულ პლატფორმას, რომლის მთავარი მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

პლატფორმა შემდეგი მიმართულებებით იწყებს მუშაობას:

  1. განათლების პოლიტიკაპლატფორმა იმუშავებს განათლების კონცეფციის, ფილოსოფიის, ისტორიისა თუ პრაქტიკების ანალიზსა და კრიტიკულ მიმოხილვაზე; მიმდინარე წლებში პლატფორმა განსაკუთრებული აქცენტით განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე იმუშავებს, განსაკუთრებით კი – საქართველოს რეგიონებსა და მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების პერსპექტივებიდან;
  2. კრიტიკული აკადემიაარსებული სოციალური წესრიგი და გაბატონებული იდეოლოგიური სტრუქტურები ავიწროებს თავისუფალ სააზროვნო სივრცეს. უნივერსიტეტებსა თუ სასკოლო დაწესებულებებში არ მიმდინარეობს კრიტიკული ცოდნების წარმოება და გააზრება, რაც ხელს უშლის თავისუფალი სააზროვნო სივრცის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, სააზროვნო ველში არ მიმდინარეობს საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკულად გააზრება და შეფასება. ამასთან, სხვადასხვა აქტორების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული თუ არაფორმალური განათლების ფორმები ძირითადად ერთჯერად ხასიათს ატარებს და არათანმიმდევრულია. სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებული ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო პოლიტიკა/პრაქტიკა მთლიანობაში ვერ ცვლის არსებულ მდგომარეობას და პირიქით, აძლიერებს მას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ არსებული პრობლემა სტრუქტურულია და მას პოლიტიკის დონეზე ღრმა და სისტემატური კვლევა და ადვოკატირება ესაჭიროება, რაც პლატფორმის ძირითად მიმართულებად განიხილება.
  3. სოციალური დიალოგი საქართველოში – პლატფორმა 2019 წლიდან განახორციელებს კვლევას, რომელიც საქართველოში სოციალური დიალოგის ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკას მიმოიხილავს. კვლევის მიზანია განვლილი გამოცდილების ანალიზი და სამომავლო განვითარების სტრატეგიების დასახვა. კვლევაში განვიხილავთ, როგორც სოციალური დიალოგის წარმართვის პროცესში უშუალოდ ჩართული სუბიექტების და ჯგუფების პოლიტიკურ სტრატეგიებს, ისე იმ პოლიტიკებს, რომელიც საქართველოში სოციალური კეთილდღეობისა და შრომის პოლიტიკის რეფორმაზე არის ორიენტირებული;

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ: info@platforma.ge;